Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ედუარდ შევარდნაძე


ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 86 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. ამის თაობაზე ცნობა 7 ივლისს გაავრცელა ყოფილი პრეზიდენტის პრესსამსახურმა. შევარდნაძის სახელი მსოფლიოში ცნობილი გახდა 1985 წლის შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირის გენერალურმა მდივანმა მიხაილ გორბაჩოვმა საქართველოს კომპარტიის თავკაცი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. ედუარდ შევარდნაძემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროპის გათავისუფლებასა და გერმანიის გაერთიანებაში. 1992 წელს, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძე დაბრუნდა სამშობლოში და სამოქალაქო ომში ჩაფლული ქვეყნის ლიდერი გახდა. იგი ჯერ გარდამავალ ორგანოს - სახელმწიფო საბჭოს ედგა სათავეში, შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ, მოგვიანებით კი, 1995-2000 წლებში, ორჯერ აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2003 წლის ნოემბერში, შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა და პოლიტიკას ჩამოსცილდა

როგორ აფასებენ თბილისელები ედუარდ შევარდნაძის მოღვაწეობას?
please wait

No media source currently available

0:00 0:02:36 0:00

XS
SM
MD
LG