Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველკლასელი ლილე 22 კილოს იწონის, მისი სკოლის ჩანთა კი 3 კილოა, ოღონდ ეს მაშინ, როცა წიგნების ნაწილი სკოლაში აქვს დატოვებული. თუ ჩანთაში ყველა წიგნს და საჭირო ნივთს ჩააწყობს, მისი წონა 6-7 კილომდე იზრდება ხოლმე. კიდევ უფრო მძიმეა უფროსკლასელების ჩანთები. მათ დღეში 6, 7 ან 8 გაკვეთილი აქვთ და შესაბამისი რაოდენობის წიგნები და რვეულები სჭირდებათ. ექიმების რეკომენდაციის თანახმად, სასკოლო ჩანთა 4 კილოზე მძიმე არ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სქოლიოზისკენ მიდრეკილი ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. განათლების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მომავალი წლიდან განტვირთული სასწავლო განრიგი, პირველიდან მეექვსე კლასამდე სახელმძღვანელოების კომპლექტის შემსუბუქება, ასევე მაღალ კლასებში ელექტრონული წიგნების შემოღების შესაძლებლობა სასკოლო ჩანთების წონის პრობლემას გადაჭრის. ამ დაპირების თანახმად, პირველი შედეგი მოსწავლეებმა 2018 წლის სექტემბერში უნდა იგრძნონ.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

  • 16x9 Image

    გიორგი გოგუა

    გიორგი გოგუა არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2014 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG