7 თებერვალს სოჭში ოლიმპიური თამაშების გახსნამდე ბევრი ობიექტი რჩება დაუმთავრებელი. მუშებს აჩქარებენ, რომ რაც შეიძლება მალე გაიტანონ სამშენებლო ნაგავი, მოაგვარონ წყალგაყვანილობის პრობლემები, მოკირწყლონ გზები.
სოჭის წინაოლიმპიური სპრინტი
1
სოჭის ოლიმპიურ პარკში, "ბოლშოის" ყინულის სასახლესთან, ქალი ბალახს ღებავს 4 თებერვალს - ოლიმპიური თამაშების გახსნამდე სამი დღით ადრე...
2
2 თებერვალი. სამშენებლო მასალა რჩება მოუკირწყლავ მოედანზე მედიასოფლის წინ, კრასნაია პოლიანაში.
3
ორი მუშა ზის ნაგვის გროვასთან მედიის სოფელში, კრასნაია პოლიანასთან, როცა რეგიონი ემზადება სოჭში 2014 წლის ოლიმპიური თამაშებისათვის. 2 თებერვალი.
4
კრასნაია პოლიანის მეზობლად მიმდინარე მშენებლობა
5
6
მუშები 2 თებერვალს სავაჭრო ცენტრში, რომელშიც სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.
7
სატვირთო ავტომანქანების პარკინგი გორკის მედიაცენტრთან.
8
სამუშაოები გრძელდება მიწისქვეშა მილსადენზე სოფელ ესტო სადოკში, სოჭის მახლობლად.
9
მუშა ნაგავს აგროვებს სოჭში, მედიის ერთ-ერთ სოფელში.
10
ცელოფანით შეფუთული ავეჯი სტუმრების მისაღებად ჯერაც მოუმზადებელი ერთ-ერთი სასტუმროს ბარში.