Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსახლეობა ითხოვს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენას


ხურვალეთი
ხურვალეთი

2017 წლიდან საქართველოს მთავრობამ შეწყვიტა სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც 2013 წლიდან ახორციელებდა. ამ პროგრამის ფარგლებში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა საერთო კრების ფორმატით განსაზღვრავდა ადგილზე მოსაგვარებელ პრიორიტეტულ საკითხებს და ბიუჯეტიდან იღებდა შესაბამის დაფინანსებას. 2017 წლიდან ინფრასტრუქტურულ პროექტებს მხოლოდ რეგიონული და მუნიციპალური განვითარების ფონდები განახორციელებენ. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გაუქმების შესახებ მხოლოდ ახლა, სამი თვის შემდეგ შეიტყვეს შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში. ადგილობრივი მოსახლეობა პროგრამის აღდგენას ითხოვს.

გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG