Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ვიდეომასალა ვაზაგაშვილის საქმეში


2006 წლის 2 მაისს თბილისში, დინამოს ჩოგბურთის კორტების მახლობლად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატებმა პროკურატურას გადასცეს სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც მედიაკავშირმა ”ობიექტივმა” გაავრცელა. ადვოკატები ფიქრობენ, რომ აღნიშნული მასალა არის დამატებითი მტკიცებულება დაცვის მხარის პოზიციის გასამყარებლად.

2006 წლის 2 მაისის სპეცოპერაციის ახალი ვიდეომასალით, რომელიც 41 წუთს მოიცავს და რომელიც, სავარაუდოდ, სპეცოპერაციიდან ერთი საათის შემდეგაა გადაღებული, ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის მტკიცებით, დასტურდება, რომ ყველა გასროლა ”გარედან” ”შიგნით”
კიდევ ერთხელ მიდის მასაზე თამაში იმ მძიმე კადრებით, რაც შიგნით არის. მერწმუნეთ, ეს არ არის ის სენსაცია, რა სენსაციასაც ხალხი ელოდებოდა...
ირაკლი ფირცხალავა

განხორციელდა, ისროდნენ მხოლოდ ავტომობილის მიმართულებით და ავტომობილიდან სამართალდამცა-ვებისთვის ცეცხლი არ გაუხსნიათ:

”გავრცელებული კადრებით კიდევ ცალსახად ჩანს და ეს, ალბათ, ექსპერტებისათვის საინტერესო იქნება, რომ განხორციელებულია სროლა გარედან შიგნით და არა პირიქით. უკანა საქარე მინაზე არსებული ნატყვიარები შეუიარაღებელი თვალითაც შეუძლია დაინახოს ყველა ჩვენგანმა. ეს იქნება, ალბათ, სპეციალისტების შემოწმების კიდევ ერთი საგანი, რომ განხორციელებულია სროლა გარედან, გარე პერიმეტრიდან შიგნით, ბიჭების მიმართულებით”.

გაგი მოსიაშვილი კადრების ექსპერტიზას და გამოძიების განახლებას მოითხოვს, თუმცა, მისგან განსხვავებით, ამის საჭიროებას ვერ ხედავს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ირაკლი ფირცხალავა, რომელიც სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა. ირაკლი ფირცხალავას თანახმად, აღნიშნულ ვიდეომასალაში ექსკლუზიური არაფერია და 7 წლის წინ მასალა ჰქონდა როგორც გამოძიებას და სასამართლოს, ისე მანქანაში მყოფი ერთ-ერთი პირის, ფუთურიძის, ადვოკატსაც. ირაკლი ფირცხალავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, რომ ვიდეომასალაზე სენსაცია კი არა, ადგილის დათვალიერებაა ასახული:

”კიდევ ერთხელ მიდის მასაზე თამაში იმ მძიმე კადრებით, რაც შიგნით არის. მერწმუნეთ, ეს არ არის ის სენსაცია, რა სენსაციასაც ხალხი ელოდებოდა. ეს არის ჩვეულებრივად ადგილის დათვალიერება, რომელიც აბსოლუტურად ყველა სისხლის სამართლის საქმეს თან სდევს”.

ირაკლი ფირცხალავას თავისი შვილის მკვლელობის ერთ-ერთ თანამონაწილედ ასახელებს ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი, და მას მტკიცებულებების გაყალბებაში სდებს ბრალს:
იური ვაზაგაშვილი
იური ვაზაგაშვილი

”როგორც ბუტას ამბავზე გააკეთეს და დამონტაჟებული გვაჩვენეს ის, რომ იარაღები იყო, ისევე ყველა ნებისმიერი საქმე ავიღოთ. სამგორის მეტროსთან რომ ჩაცხრილეს აჭარელი ბიჭები, იქაც იგივე არ იყო?! - იქაც იარაღები!.. ყველგან აქვთ ერთი და იგივე სცენარი”.

2006 წლის 2 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ თბილისში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ”BMW”-ს მარკის ავტომობილში დაიღუპნენ ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი. დაცხრილულ ავტომობილში მხდომ პირთაგან გადარჩა მხოლოდ ბუბა ფუთურიძე, რომელთანაც მოგვიანებით საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიჭები საყაჩაღოდ მიდიოდნენ და სპეცოპერაციაში მონაწილე შსს-ს თანამშრომლებმა ცეცხლი გახსნეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ ავტომანქანიდან პოლიციის მიმართულებით ისროლეს. საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა პოლიციელთა ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით საქმის წარმოება შეწყდა.

ვაზაგაშვილის საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების ერთ-ერთი ინიციატორი იყო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. იური ვაზაგაშვილთან ერთად, ასოციაციამ მთავარ პროკურორს 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს მიმართა. საქმე გაგზავნილია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც.
XS
SM
MD
LG