უხვი ნალექის გამო საქართველოს მდინარეებში წყლის დონემ მოიმატა. ადიდებულმა მტკვარმა გორის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სოფელი დატბორა და განსაკუთრებული საფრთხე შეუქმნა მდინარის ნაპირთან მცხოვრებ მოსახლეობას. მტკვრის ადიდებამდე ამავე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ძლიერმა სეტყვამ დააზარალა.
-
გოგა აფციაური
გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.