Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ მუსხში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. სეტყვამ და ძლიერმა წვიმამ ადგილობრივებს ნათესები, ნარგავები და სოფლის შიდა გზები დაუზიანა. სტიქია სოფელში, დაახლოებით, სამის ნახევარზე დაფიქსირდა. დატბორილია სარდაფები და საქონლის სადგომები.

მიყენებული ზარალი გაცილებით ნაკლები იქნებოდა, ინფრასტრუქტურა რომ მოწესრიგებული იყოს, აცხადებენ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ადგილობრივები. მიხეილ ოქრომელიძე იმ დიდ ზარალზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც სოფლის მოსახლეობას სტიქიის გამო მიადგა. ადგილობრივები სანიაღვრე არხის მონტაჟს მოითხოვენ.

დასეტყვილი სოფელი მოინახულა გამგებლის წარმომადგენელმა ურავლის ადმინისტრაციულ ერთეულში. ემზარ ოქრომელიძე ამბობს, რომ მუსხში არსებული სიტუაციის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას უკვე შეატყობინა. მისივე თქმით, სანიაღვრე არხი, რომლის მონტაჟსაც მოსახლეობის ნაწილი ითხოვს, მიმდინარე წელს გაკეთდება.

ზარალის დასათვლელად სოფელში თვითმმართველობის წარმომადგენლები მივიდნენ. როგორც მოსახლეობას რამინ მარტინენკომ განუმარტა, ზარალს შეისწავლიან და შედეგებზე რეაგირებას გამგეობა ზარალის დათვლის შემდეგ მოახდენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG