4 სექტემბერს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო ფსიქოლოგი თამარ ისაკაძე. მან ისაუბრა სასკოლო მზაობის შესახებ, იმაზე, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვები სკოლისათვის. თამარ ისაკაძის თქმით, მნიშვნელოვანია, სწავლის დაწყება და სასკოლო პროცესი დადებით განწყობებთან იყოს დაკავშირებული. დადებითი განწყობების შექმნა კი, ერთი მხრივ, მშობლის და, მეორე მხრივ, პედაგოგის პასუხისმგებლობაა. ამასთან, ფსიქოლოგის აზრით, სწავლასა და აქტიურ დასვენებას შორის ბალანსი უნდა არსებობდეს.
-
ნინო ხარაძე
ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან.