Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პოლიტიკური მესარეცელნი"


ავტორი: ლუკა მელაშვილი

კოჰაბიტირებული კოალიცია დაიშალა, აღარ იყოფენ პოლიტიკურ სარეცელს ერთად. კენტად დარჩენილ მესარეცელეებს ცალ-ცალკე მოუწევთ ორთაბრძოლა.

სამთავრობო გუნდს ადმინისტრაციული რესურსის იმედიღა აქვს და ამით იმაგრებს გულს. უფასო საყოველთაო ჯანდაცვითა და დაბალკალორიული უფასო კერძებით ფონს ვერ გავა ვერც ერთი პოლიტიკური ძალა. 100 ქარხნისთვისაც მიწას უყვია პირი და აღგვილა პირისაგან მიწისა. სამართლიანობის დამკვიდრების თუ აღდგენის ძიებით გადაღლილი მოსახლეობა იმედგაცრუებამდე მივიდა.

მორალურად გაბანკროტებულმა გაერთიანებამ დაშლა არჩია, ერთად ხომ შექმნეს ეკონომიკური სამოთხე და ახლა განცალკევებით შეეცდებიან შექმნან მიწიერი იდილია. ერთმანეთის ცოდვებსა თუ შეცდომებზე საუბარს აღარ მოაქვს პოლიტიკური დივიდენდები, ამიტომ ქმედითი ნაბიჯებია საჭირო. სიღარიბეში მცხოვრებ ელექტორატს მხოლოდ დაპირებებით და ერთჯერადი დახმარებით ვეღარ გააბრუებენ.

"გურუ" გუნდს აბრალებს, რომ ვერ გაუმართლა მოლოდინი, თორემ თავად რომ დარჩენილიყო პრემიერ-მინისტრად ისე სრულყოფილად ვერ გაასამმაგებდა პირად კაპიტალს და ვერც მილიარდელთა სიაში ვერ დაწინაურდებოდა თუნდაც ერთი საფეხურით. ქვეყნის ბიუჯეტი და საგარეო ვალი ხომ მეორეხარისხოვანია პირადთან შედარებით. ისე, სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, ყოველგვარი ჭირ-ვარამი გამოიარა ხალხმა ამ ოთხი წლის განმავლობაში, მხოლოდ სრული ბედნიერებისათვის ერთადერთი რაც არ მომხდარა ტერორისტული აქტია. არცთუ ისე უნიათოები ყოფილან, როგორც მოწინააღმდეგე ბანაკიდან აღნიშნავენ ხოლმე, თუ იმის თავი აქვთ, რომ არ განახორციელებინონ ტერორისტული აქტები საკუთარ ქვეყანაში ე. წ. ტერორისტულ დაჯგუფებებს, არცთუ ისე უუნარონი ყოფილან. მაგრამ მეტი მარიფათი და ფხა პრემიებსა და სახელფასო დანამატების გამოწერაში გამოიჩინეს, ვიდრე სახელმწიფოს განვითარებასა და წინსვლაში. ალბათ, პრემიებს იმაში იღებენ, რომ საქართველომ ხომ ზუსტად ამ ოთხ წელში დატოვა განვითარებადი ქვეყნთა რიგები და შეუერთდა ისეთ მოწინავე ევროპულ ქვეყნებს, როგორიცაა: გერმანია, დიდი ბრიტანეთი, დანია და ა.შ.

ხალხის მიერ არჩეულმა და ნდობა გამოცხადებულმა პოლიტიკოსებმა იხელმძღვანელეს დებულებით: „ჯერ თავო და თავოო, მერე... “ მერე რა იქნება " черт его знает".

კვლევის შედეგების მიხედვით მოსახლეობის 60%_ი გაურკვევლობაშია. ნაწილი მიშას მისტირის , ნაწილი კი ბორიას მზეს იფიცება, თუმცა ყველაფერს ოქტომბრის არჩევნები აჩვენებს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG