Accessibility links

ხუდონჰესის მშენებლობის ძირითადი პრობლემატიკა


ავტორი: მონიკა ქანთარია

საქართველოს ელექტროენერგეტიკა ჯერ ისევ ღრმა კრიზისის მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა, ამავე დროს, მკაფიოდ გამოჩნდა ტექნიკური მდგომარეობის გამოსწორების პერსპექტივები და საქართველოს მთავრობის სურვილი, რომ ენერგოსექტორში მოზიდულ იქნას ინვესტიციები ამა-თუ იმ პროექტის განსახორციელებლად. ამ თვალსაზრისით ექსპერტების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ხუდონის ჰესის დაუმთავრებელი მშენებლობა.ჰესის მშენებლობის იდეა ჯერ კიდევ XX საუკუნის 70-ან წლებში გაჩნდა,ვინაიდან საქართველო იყო დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე ენერგოუსართხოების მხრივ.

ხუდონის ჰესის მშენებლობის პროექტი მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომლის განხორციელებამ, ერთის მხრივ, როგორც ენერგეტიკის დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, შეიძლება უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ენერგომომარაგებისა და ენერგოუსაფრთხოების სასურველი დონის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ხოლო, მეორეს მხრივ, ასეთი მსხვილმასშტაბიანი პროექტის განხორციელება უთუოდ დაკავშირებულია ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე გარკვეულ ნეგატიურ ზემოქმედებასთან.

ამ საკითხის აქტუალურობა გამოიკვეთა საზოგადოებასთან კონსულტაციის პროცესში და დაფიქსირებულია სხვადასხვა საექსპერტო ჯგუფებისკომენტარებშიც .საზოგადოების მიერ გამოხატული პოზიცია შეიძლება შემდეგი სახით ინქნას შეჯამებული: ხუდონჰესის მშენებლობა მსხვილმასშტაბიანი პროექტია, რომლის განხორციელების დროსაც შეუძლებელია თავიდან ავიცილოთ, როგორც ბუნებრივ გარემოზე, ასევე სოციალურ გარემოზე პროექტის გარკვეული მავნე ზემოქმედება. განსაკუთრებით აქტუალურია ადგილობრივი მოსახლეობის განსახლების აუცილებლობასთან დაკავშირებული პრობლემა. შესაბამისად, არსებობს ლეგიტიმური კითხვა:

რ ასარგებელი მოაქვს პროექტს ქვეყნისათვის?არის ეს სარგებელი საკმარისი იმისათვის, რომ გარდაუვალი მავნე ზემოქმედება გარემოზე დასაშვებად ჩაითვალოს?

იძლევა თუ არა სახელმწიფოს მიერ დადებულიხელშეკრულება ინვესტორთან, რომ მიღებულ იქნას ქვეყნისათვის მაქსიმალური სარგებელი ქვეყნის სტრატეგიული ბუნებრივი რესურსების გამოყენების სანაცვლოდ?

პროექტის მიზანშეწონილობის განხილვისას, მნიშვნელოვანია იმის მკაფიო დემონსტრირება, თუ რა სარგებელი მოაქვს პროექტს ქვეყნისათვის.

პროგნოზირებული სარგებლის და სოციო-ეკონომიკური ეფექტის შეფასებით საპროექტო დოკუმენტაციაში მოცემული ინფომაციის შესაბამისად ქვეყანა მიიღებს შემდეგი სახის სარგებელს: ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ხუდონის ჰიდროელექტროსადგური ელექტროენერგიის, როგორც შიდა ასევე გარე ბაზრებზე, რაეალიზაციდან ყოველწლიურად მიიღებს 240 მლნ. ლარს ხუდონის შემოსავლები ამ ციფრს ყოველწლიურად 0,7 %- ით გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად მნიშვნელოვნად იზრდება ქვეყნის საექსპორტო ელექტროენერგიის რესურსი. შესაბამისად გაიზრდება ფინანსური შემოსავალი.

მნიშვნელოვნად შემცირდება ქვეყნიდან მრავალმილიონიანი თანხების გადინება ელექტროენერგიის იმპორტის შემცირების ხარჯზე;

რეგიონში გაიზრდება ეკონომიკური საქმიანობა და ფინანსების შედინება.

პროქტის განხორციელების შედეგად მაღალია მოსახლეობის მიგრაციის მაჩვენებელი, რისი ძირითადი მიზეზი სამუშაო ადგილების არასაკმარისი რაოდენობაა.სვანეთის მოსახლეობა არ აპირებს საქართველოს უნიკალური კუთხის დათმობას,სახლების მიტოვებას, ბუნების განადგურებას. ეს მათთვის მიწასთან გასწორების ტოლფასია. ხალხი ვერ ხედავს ხუდონის აშენების აუცილებლობას სვანეთის განადგურების ფასად , მათ ურჩევნიათ იყვნენ დამოკიდებულნი მეზობელ ქვეყანაზე.

პროექტის განხორციელება 1990-იანი წლების დასაწყისში ბლოკირებული იყო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ , როგორც მშენებლობა რომელიც შეიცავდა ეკოლოგიური კატასტროფის მაღალ რისკს და მოითხოვდა რამოდენიმე უნიკალური სოფლის , მათ შორის სოფელი ხაიშის გადასახლებას.

ხუდონის ადგილმდებარეობა ემთხვევა ზემო სვანეთის ულამაზეს ადგილებს , კავკასიის უნიკალურ რეგიონს, სადაც შენარჩუნებულია შუასაუკუნოვანი სოფლები და კოშკები.

სოფელი ხაიში ათეულ კილომეტრზე გაშლილ ადმინსტრაციულ ცენტრს წარმოადგენს.ხოლო ხაიშის თმის საკრებულოში 500-მდე ოჯახი ცხოვრობს. ხაიშის ჩაძირვა სხვა სოფლების - წვირმინდი, ნანყბული, ვედი,ზედა ვედი, გაღმა, ხაიშა, ღათარი, იდლიანი, ლუხი, ტობარი, ჯორკვალიმახანი -დაცარიელებასაც გამოიწვევს.

ხუდონმა თავისის დამანგრეველი კვალი უკვე დაატყო აქაურობას. დაიბურღა და გვირაბებით დაიქსელა ,წყლით გაჯერდა მთთები და მისი ფერდობები.საკმაოდ ხშირია მთების ჩამოწოლის შემთხვევები.

ხაიშის მოსახლეობა მტკივნეულად განიცდის ხუდონჰესის მშენებლობას.ხალხს,რომელმაც ერთხელ უკვე განიცადა გადასახლება და უკან დაბრუნება ,აღარ აქვს სურვილი იგივე გზა გაიმეოროს.

ყველაზე უფრო მეტად სვანები სვანეთის ,როგორც გეოგრაფიული ასევე კულტურული ერთეულის განადგურების საშიშროებად აღიქვამენ ხუდონჰესის მშენებლობას.

სვანებს ყველაზე მეტად ის ფაქტი აშფოთებთ, რომ სოფლის ყოფნა-არყოფნის გადაწყვეტილებას მათ ნაცვლად სხვები იღებენ და ამის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას არც კი აგებინებენ.

აღნიშნული პროექტი უდაოდ მისასალმებელია, მაგრამ ამავე დროს სასურველია, რომ კონკრეტული პროექტების მიზანშეწონილობაზე მსჯელობა ხდებოდეს ქვეყნის ერთიანი ენერგეტიკული სტრატეგიის კონტექსტში, მკაფიოდჩამოყალიბებული კრიტერიუმების საფუძველზე და პერსპექტიული პროექტებიდან განსახორციელებლად საბოლოოდ შეირჩეს მხოლოდ ის პროექტები, რომლებიც ეკონომიკურად უფრო მომგებიანი იქნება და არაზიანებენ საქართველოს სიმდიდრეებს .

ხუდონჰესის მშენებლობა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს გარემოსათვის.ხუდონის მშენებლობა საფრთხეს უქმნის სვანეთის ბიომრავალფეროვნებას და სასიცოცხლო ზონების განადგურებას.ასეთი მსხვილმასშტაბიანი პროექტის განხორციელება უთუოდ დაკავშირებულია ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე გარკვეულ ნეგატიურ ზემოქმედებასთან.დღეს ენერგეტიკის სამინისტრო დიდი გადაწყვეტილების წინაშე დგას ,რომელის გადასაწყვეტადაც აუცილებელია გრძელვადიანი დაგეგმვის სრულფასოვნად ჩატარება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG