Accessibility links

ავტორი: ნათია ლაგურაშვილი

17 წლის ვარ და სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია ბლოგის დაწერაზე ვფიქრობ.ყოველთვის მაბრკოლებდა რაღაც...

ალბათ პრობლემები,რისი გაზიარებაც მკითხველისთვს მინდოდა, ზედმეტად პირადულად მეჩვენებოდა.

რასაც ახლა მოგიყვებით, თითოეულ ჩვენგანს ეხება -მეც და შენც! ალბათ, ამიტომაცაა, რომ მოვიკრებე გამბედაობა, კომპიუტერს მივუჯექი და ისეთი შეგრძნება მაქვს, ეკრანზე სიტყვები თავისით ჩნდება.

თბილისში მწვანე საფარის წილი ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 4.5 მ2 -ია.

გამომწყვდეულნი ვართ ბეტონის ჯუნგლებში. მოსწავლეები არადადაგებს ველით, უფროსებს კი შვებულების იმედი ასულდგმულებთ მთელი წელი, რომ ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებით თავიანთი თავი დაიბრუნონ.

გვჭირდება ჰაერი, გვჭირდება სუნთქვა, გჭირდება მწვანე ოაზისი ბეტონის ჯუნგლებში.

კრწანისის,,ტყეპარკი“სწორედ ასეთი ოაზისია თბილისსა და რუსთავს შორის, ამიტომაც ორმაგად დიდი მნიშვნელობა აქვს.

წარმოიდგინე 500ჰა-ზე გადაშლილი სიმწვანე,ულამაზესი ტბებით. აქ შეგიძლია ირბინო დაუსრულებლად,ჰაერი გააპო ველოსიპედით ქარის საწინააღმდეგოდ მოძრაობით,ანდაც დაწვე გულაღმა და იფიქრო არაფერსა და ყველაფერზე ერთად. შეგიძლია სათევზაოდაც გამოხვიდე მეგობრებთან ერთად, ფრინველებზე დასაკვირვებლად, ან თუნდაც პიკნიკისთვის.

არ გამიკვირდება, თუ აქამდე კრწანისის პარკის შეასხებ არაფერი გსმენია.

თუ შენც ჩემსავით ბუნების მოყვარული ხარ და გულმა ამ ადგილის სანახავად გაგიწია, გულდასაწყვეტი ამბავი უნდა გითხრა.

ტერიტორია ჯერჯერობით გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის,არ გააჩნია ,,ტყეპარკის’’ სტატუსი,რის გამოც იგი აბსოლიტურად დაუცველია.

ბოლო თვეების განმავლობაში 20-მდე ხე მოიჭრა. ტერიტორიის ნაწილი ადგილობრივმა მოსახლეობამ მიითვისა და სახნავ-სათეს სავარგულებად აქცია.

სად არის ამ დროს ხელისუფლება?

გარდაბნის გამგეობა?

თბილისის მერია?

რეაგირება არც უკანონოდ მოჭრილ ხეებზეა და არც მითვისებულ ტერიტორიაზე.

გარდა ამისა,რამდენიმე თვის წინ მტკვარში გამავალი ერთერთი საკანანალიზაციო მილი დაზიანდა და ტბები ყოველ წამს ,,მდიდრდება’’ ფეკალური მასებით. იხოცება უამრავი ფლორისა და ფაუნის წარმომადგენელი.

რეაგირება არ არის!

სადამდე მიგვიყვანს პრობლემების უგულებელყოფა?

თითოეული ჩვენგანის უმოქმედობა დახოცილ ფრინველს,ცხოველსა და მოჭრილ ხეებს უდრის. ეს ყველაფერი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ბიომრავალფეროვნების შემცირებისა და კლიმატური კატასტროფისკენ.

ჰაერის დაბინძურებისა და გამონაბოლქვის გამო,ადამიანები ავადდებიან.

სოციალურ ქსელებში ხშირად ვაწყდები მუდმივ კრიტიკას ქალაქში რეკრეაციული ტერიტორიების არარსებობის შეასახებ.

ყველას გვინდა რაღაც გავაკეთოთ, შევცვალოთ გარემო უკეთესობისკენ, თუმცა ზოგჯერ არ ვიცით რა არის ჩვენი წილი გასაკეთებელი საქმე.

თბილისის რამდენიმე სკოლა გავერთიანდით დადავიწყეთ კამპანია კრწანისის ტყეპარკის აღდგენისა და განვითარებისათვის. |

შენს სკოლაშიც მოვალთ, მოგაწვდენთ ხმას ! გახდი ჩვენიანი, გახდი „მწვანე“ მოქალაქე და და გაადაარჩინე მწვანე ოაზისი !

ერთად ყველაფერს შევძლებთ!!!!

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG