Accessibility links

365 დღე არჩევნებიდან და ბრძოლა მედიასთან


ავტორი: ირაკლი თხილაიშვილი

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახლახანს 2 კვირიანი ტური დაასრულა აზიაში, 5 ქვეყანა მოინახულა და როგორც თავად ამბობს, აზიური ქვეყნები გააერთიანა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული არსენალის წინააღმდეგ კამპანიაში, დააყენა ქვეყანათ შორისი ვაჭრობის თანაბარი სტანდარტებისა და პირობების მოთხოვნა, ვინაიდან აზიური ქვეყნები ყოველთვის უფრე მეტად სარგებლობდნენ აშშ-სთან სავაჭრო ურთიერთობებით ვიდრე თავად შტატები, რაც ტრამპისთვის მიუღებელია, ბოლოს კი მან თქვა: დღეები, როცა შეერთებული შტატებს იყენებდნენ ( სხვა სახელმწიფოები) დასრულდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დონალდმა ძალიან დიდ ინვესტიციებზე დაითანხმა კორეელი ინვესტორები და მალე ახალ სამუშაო ადგილებს უნდა ველოდოთ, ალბათ ლოგიკური იქნებოდა, უმსხვილესი მედია საშუალებების უახლესი ‘’ჰედლაინები’’ სწორედ ამ თემებზე საუბრით აჭრელებულიყო, შეეფასებინათ ტურნე, გაეანალიზებინათ მესიჯები, თუმცა გაინტერესებთ რა არის ყველაზე პოპულარული ნიუსები CNN-ის MBC-ის და სხვა მედია საშუალებების ? – ‘’ტრამპმა საუბრისას წყალი დალია’’ დიახ, ეს სათაური მიემართება დონალდს, იმის გამო, რომ მან 1 წლის წინ რესპუბლიკელი მარკო რუბიო გააშარჟა საუბრისას წყლის ხშირ სმაზე, თუმცა მედია რატომღაც ამ ხუმრობის არსსაც ვერ ჩაწვდა, რუბიო თითქმის ნებისმიერი გამოსვლისას მოიხმარს წყალს, ტრამპი კი იშვიათად, ასე რომ გაჰედლაინებულ იდიოტიზმს, რომელიც ანაცვლებს რეალურ პოლიტიკას რაციონალური ახსნა არ აქვს, თუ არა საბოტაჟი !

ნახსენები შემთხვევა არ გახლავთ პრესის, პირველი მცდელობა ტრამპის მიღწევები გადაფარონ არასერიოზული სათაურებით, ნებისმიერს შეუძლია დღეს მარტივი დაკვირვება აწარმოოს და მაგალითად მსოფლიოს უდიდესი მედია საშუალების CNN-ის ფეისბუქ გვერდს გადახედოს, განიუსებელ ‘’სიახლეებში’’ აუცილებლად შეგხვდებათ, რომ ტრამპი პუტინმა გახადა პრეზიდენტი ( და არა დემოკრატიული პარტიის სრულმა ატროფიამ) ტრამპი არის ფაშისტი და თეთრი ნაციონალისტი ( იმიტომ, რომ მან შერლოტსვილში თანაბრად დაგმო, როგორც თეთრი ნაციონალისტების, ასევე ანარქისტების ძალადობა, რაც მიუღებელი აღმოჩნდა პოლიტიკური ისთაბლიშმენტისათვის) ტრამპის შვილმა ჯულიან ასანჟის წერილს უპასუხა ( აქედან გამომდინარე მას კრემლი მართავს) და კიდევ რამოდენიმე სიახლე, ტრამპის ტვიტერ ექაუნთზე, მელანია ტრამპის ქუსლებზე და ასევე ტრამპის პარიკსა, ასაკზე და წონაზე, ეს გახლავთ ‘’მეინსთრიმ’’ თემები ყველაზე დიდ და გავლენიან ამერიკულ მედია საშუალებებში, მაგრამ ნუთუ ეს გახლავთ რეალური პოლიტიკა ? ეს გახლავთ ის, რაც ამერიკელ ხალხს აწუხებს ? რა თქმა უნდა არა, უბრალოდ ეს ეფექტური მედია ხრიკი გახლავთ სწორედ პოლიტიკის გასაყალბებლად, რაც კონტრ პროდუქტიული იქნება თავად აშშ-ს ლიბერალური ელიტისათვის, როცა ტრამპს მეორე ვადით დამაჯერებლად აირჩევენ მედიის (რომელიც ბრძოლაშია პრეზიდენტთან) მიერ შექმნილი ილუზიებიდან გამომდინარე ბევრისთვის მოულოდნელობა და ზოგისთვის ტრაგედიაც კი იქნება.

ახლა კი, ორიდე სიტყვა რეალურ პოლიტიკაზე:

1 სახელმწიფო ვალი შემცირდა 100 მილიარდი დოლარით (ობამას დროს გაიზარდა 550 მილიარდი დოლარით, პრეზიდენტობის პირველ წელს)

2 ეკონომიკის ზრდა 3%-ი

3 ფედერალური პროგრამა, რომელიც შემოსავლის არ მქონე პირებს საკვებს ყიდულობს, აფიქსირებს, რომ ტრამპის გაპრეზიდენტებიდან 100 დღეში, სახელმწიფო ‘’საკვებზე’’ დამოკიდებული ადამიანების რიცხვი 1 100 000 ადამიანით შემცირდა

4 ამერიკული წარმოება 2004 წლის შემდეგ ყველაზე დიდ მაჩვენებელს აფიქსირებს, ქარხნების ბუმი ცენტრალურ შტატებში

5 ტრამპის პრეზიდენტობის პირველ 6 თვეში, შეიქმნა 1 000 000 სამუშაო ადგილი

6 ეკონომიკური ოპტიმიზმის სტატისტიკური მაჩვენებელი 30 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია

7 1973 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი უმუშევრობის დონე (44 წლის რეკორდი)

8 ფედერალური რეზერვი გაიზარდა 1,7 ტრილიონი ამერიკული დოლარით

9 ფასიანი ქაღალდების ფასი იზრდება, ტრამპის პრეზიდენტობის პირველი 100 დღე იყო საუკეთესო ამ მხრივ ნებისმიერ პრეზიდენტთან შედარებით

10 არალეგალური იმიგრაცია შემცირდა 76%-ით ტრამპის გაპრეზიდენტებიდან 100 დღეში

11 ნახშირის ექსპორტი (მაღაროების ამუშავებასთან ერთად) გაიზარდა 60%-ით

12 ბუნებრივი აირის ფასი, ყველაზე დაბალი 30 წლის განმავლობაში

13 სამხედრო ვეტერანების უმუშევრობის დონე რეკორდულად დაბალ მაჩვენებელს 2,7%-ს აფიქსირებს

14 თავდაცვის ბიუჯეტი 21 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა

15 სირიის არმიამ ისლამური ხალიფატის საბოლოო განადგურების შესახებ გამოაცხადა

16 თეთრი სახლის ხარჯები შემცირდა 5 100 000 აშშ დოლარით, ტრამპს 110 თანამშრომლით ნაკლები ჰყავს შტაბში ვიდრე ობამას

17 ტრამპი ითხოვს ნატოს წევრი სახელმწიფოებისგან, თავდაცვის ბიუჯეტი შეუსაბამონ ალიანსის სტანდარტებს, რასაც შემხვედრი ნაბიჯები მოჰყვა პარტნიორებისგან

18 ტრამპს ობამაზე 50%-ით მეტი შეხვედრა ჰქონდა კოლეგებთან

19 ინდექსი, რომელიც ამერიკელების შემოსაველბის დონეებს აფიქსირებს ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელზეა

აი ეს გახლავთ ის რეალური პოლიტიკა, რასაც მალავს მედია და უნიჭოდ ცდილობს ტრაგედიული ილუზიების შექმნას, ტრამპი შორს არის იდეალურობისგან, თუმცა მის წინააღმდეგ ამხედრებული მთელი სისტემა, რომელიც ბინძური ხერხებით მანიპულირებს აუცილებლად უნდა ვამხილოთ. ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ მედია სიახლეების 80 პროცენტი ტრამპს უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენდა, დანარჩენი კი დადებითად, მაშინ როცა ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას მას მედიის 60 პროცენტი დადებითად წარმოაჩენდა ორმოცი კი უარყოფითად. რა თქმა უნდა. რთულია ობიექტურობის რეგალიების დაცვა და ყოველთსვის იმოქმედებს იდეოლოგიური ფაქტორი, თუმცა ის კატასტროფული დეგრადაცია, რასაც მედია ინფორმაციის წყაროდან ‘’ფეიკ ნიუსობამდე’’ გადის ძალიან სამწუხაროა, ორმაგი სტანდარტებით მოთამაშე ორი კურდღლის მადევარს გავს, მაგრამ ვაი რომ კეთილსინდისიერება და გაიძვერობა ერთ სხეულში, რომელსაც ლიბერალური სისტემა ქვია ვერ თანაცხოვრდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG