Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გასაქანის" ნაკლებობა


ავტორი: ალექსანდრე მაჭარაშვილი

დავიწყებ ამ მარად გაცვეთილი და მარად აქტუალური თემით ჩვენს ქვეყანაში, რასაც პატარა ქალაქის პრობლემები ეწოდება.უფრო ზუსტად კი ყურადღებას გავამახვილებდი ერთ-ერთ მთავარ პრობლემაზე რასაც ,,გასაქანის” ნაკლებობა ქვია. ეს ნაკლებობა ყველაფერში გამოიხატება დაწყებული სამსახურით დამთავრებული სოციალური ურთიერთობებით.

მართლაც და სად შეიძლება დასაქმდეს დღეს ადამიანი პატარა ქალაქში?არსებითად ბანკში მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, ადგილობრივ თეატრში ან კულტსახლში(რომლებსაც ისევ ძველი საბჭოურად შემოკლებული სახელწოდებები შერჩენიათ) და თუ გაგიმართლად და თქვენს ქალაქში წარმოება დუღს (როგორც ზესტაფონში სადაც მე ამჟამად ვცხოვრობ) იმ წარმოებაში. ეს თეორიული შანსებია. ახლა კი ისიც არ დავივიწყოთ თუ როგორ დუღს ჩვენთან ნეპოტიზმი, პრაქტიკული შანსები (თუ ადგილობრივი გავლენიანი ადამიანის შვილი არ ხართ) ნულს უტოლდება. ახლა ალბად იტყვით რას გააწუხეთ გულიო? ადექით და მერე თქვენც დიდ ქალაქში წადითო. თუმცა აქ ჯაჭვურ რეაქციასთან გვაქვს საქმე. დავუშვათ სკოლას ვამთავრებ და უნდა გადავწყვიტო სად შემიძლია ვისწავლო და დავსაქმდე. ობიექტურად არჩევანი მხოლოდ 3 ქალაქია თბილისი ქუთაისი და ბათუმი. ასევე დასაქმების თეორიული შანსები ამ სამ ქალაქში მეტია და შესაბამისად მეტია იმის შანსი რომ სწორედ ამ სამი ქალაქიდან ერთ-ერთში ვიცხოვრებ როდესაც დავსაქმდები. რა გამოდის? ის რომ ასეთი ლოგიკით ისედაც დაცარიელებულ პატარა ქალაქებს კიდევ უფრო აკლდებათ მოსახლეობა და კიდევ უფრო ცარიელდებიან.საბოლოოდ კი ამგვარ ქალაქებში რჩებიან ისეთი ადამიანები ვინც ინტელექტის (ან სხვა რაიმე უნარის გამო) ვერ შეძლეს დიდ ქალაქში არსებობა და მცირედს დასჯერდნენ. შესაბამისად ადგილზე მყოფი ადამიანი რომელიც იბრძვის განვითარებისთვის დიდ ქალაქებს ეტანება. და დღეს საქართველოში პატარა ქლაქებიდან ე.წ ,,ტვინების გადინების პრობლემა” აქტუალურად დგას.

ახლა მოწყენის მეორე ასპექტი განვიხილოთ. სოციალური ურთიერთობები.ადვილად მივხვდებით რომ ზემოთ ხსენებულ პატარა ქალაქებში ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო ძირითადად ერთი აზროვნების ადამიანები რჩებიან,რომელთაც (საუბარი მაქვს უმრავლესობაზე თორე აქ ისეთი ინტექლექტის ხალხი მოიძებნება ბარე ორს რომ უკან მოიტოვებენ) განვითარების და აზროვნების ვიწრო სპექტრი აქვს. ამიტომ აქ ცხოვრება კიდევ უფრო ერთფეროვანი ხდება და განვითარებისაკენ მიმავალი ადამიანისათვის ეს კიდევ ერთი დამატებითი ბერკეტია, რომელიც მას დიდი ქალაქებისაკენ ეწევა.

რას ვიღებთ შედეგად? შედეგად ვიღებთ ყველაზე კარგ უნივერსიტეტებს სამ ქალაქში,ყველაზე განვითარებულ ინფრასტრუქტურას სამ ქალაქში,მოსახლეობის ყველაზე ნიჭიერ ნაწილს სამ ქალაქში (სამიო ვამბობ ბათუმმა და ქუთაისმა რომ არ მიწყინონ და მთლად მარაზმი რომ არ გამომივიდეს ეს პოსტი თორე ისე არსებითა თბილისი იგულისხმება) და 3.5 მილონიან ქვეყანაში 1.8 მილიონ ადამიანს დედაქალაქში. არადა დღეს როგორც არასდროს ისე სჭირდებათ პერიფიერიებს ნიჭიერი ადამიანები ვინც ,,აქედანაც შემოვაწვდით” დედაქალაქს და ცენტრებს ცოდნას და ინტელექტს.თითოეულ ამ ქალაქში არის დიდი პოტენციალი, რომელსაც ათვისება გამოყენება ჭირდება.ამას კი სწორი მენეჯმენტი ესაჭიროება.

და ბოლოს პრობლემა რა პრობლემაა თუ მოგვარების გზებიც არ ვთქვით.ერთადერთი არსებული ნაბიჯი რაც ამ პრობლემის მოსაგვარებლად გაკეთდა (თუმცა ამ ნაბიჯმა უმარავი უარყოფითი მოვლენაც გამოიწვია და ის ნამდვილად არაა საუკეთესო გზა)იყო სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ორგანოების გადატანა სხვადასხვა ქალაქებში(პარლამენტი ქუთაისში,საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში)ჩემი მოკრძალებული აზრი თუ გაინტერესებთ ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება კარგი განათლების კერების აშენებით რეგიონებში.ასევე სტუდენტებს რომელბიც ვთქვათ ხაშურის ან ზუგდიდის უნივერსიტეტს და ამთავრებს უნდა ქონდეს საშუალება რომ იქვე (ან მიმდებარე ქალაქებში) დასაქმდეს.ერთი სიტყვით მივხედოთ ამ პრობლემას თორემ ცოტა ხანში მხოლოდ თბილისი შეგვრჩება ხელში.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG