Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ანა ჯაფარიძე

რამდენიმე დღეა თბილისს დონატები ეწვია. ხალხი ეიფორიაშია და რიგებში დგას. გამახსენდა საბჭოთა კავშირში “ქვეშიდან” გაყიდული პროდუქცია ანუ კოპერატიულს უწოდებდნენ და დახლის ქვევიდან გაწოდებდნენ. წლების მიუხედავად მაინც არაფერი გვეშველა კუჭის ზომიდან ვწონით ყველაფერს. მაინც იმ ბავშვს ვგავართ, რომელიც გაფართოებული თვალებით იყურება ახალის დანახვისას, შენ კიდევ აწვალებ და ხელში არ აძლევ, უკრძალავ. ამაზე გამახსენდა.. პირველ კურსზე ვიყავი ლექტორმა თემა მოგვცა დასაწერად უნივერსიტეტის შტაბეჭდილებების შესახებ. ერთი წინადადებაში ტორტის გემრიელი ნაჭერი შევადარე ჩემს პროფესიას. მაშინ ამის გამო შენიშვნა მივიღე, მაგრამ ახლა ვხვდები რომ ზუსტად ამით განისაზღვრება ადამიანის მომავალი. ზოგჯერ იტყვიან კაცის ტვინი კუჭიდან მოდისო სრული რელობაა. გონება თუ არ ვკვებეთ სხვადასხვა დელეგატესებით ვერ გამოვხატავთ ჩვენს ემოციებს სწორი მიმართულებით. გვავიწყდება სულიერი კვება მხოლოდ კითხვის, სწავლის და ახალის შეცნობისას რომ გვხვდება. მაგრამ რა ჯობია როცა ღვინით გაძღები, საჭმლით, უკან კი არ იყურები რის ზეგავლენას განიცდი. ორგანიზმი უნდა კვებო ყველანაირად, რადგან სიცოცხლე შეინარჩუნო ან გაიხანგრძლივო. სიამოვნება ყველაფრისგან აიღო _ სრული წვდომა. სულიერი საზრდო ბოლომდე ვერ გაგწვდება. ამიტომ რამდენიმე ნაირ საჭმლის ამზადებ, ცდილობ ოჯახს, ახლობლებს მოაწონო თავი, შალო სუფრები თავდაუზოგავად იანვრის თვეში.. “დონატებზე” გამახსენდა მარაგის ამოწურვის გამო ორი დღით დაიკეტა. რამდენი დანაღვიანებული გამობრუნდა ისინი კი ვინც რიგში იდგა შეხვდა ბედნიერი იყო. 90-იანებში პურის რიგში ანალოგიურ სიხარულს განვიცდიდი, ცხელ ლავაშს ან მრგვალ პურს რომ ვყიდულობდი. საღამოს 6დან 12მდე ორი ან სამი პურისთვის ვიდექით. მაგრამ განსხვავება იცით რაშია? მაშინ გვშიოდა და ახლა ფუფუნებაა, მაშინ ბნელოდა და ახლა განათებულები ვართ, ერთი გამონაკლისის გარდა მაშინ ყველა ერთანეთთან თბილად იყო, ახლა კი ხალხი გაცივდა ურთიერთობაში. “ფეხებზემკიდიაობა” შემოვიდა მოდაში. დამოკიდებულება შეიცვალა საზოგადოებაში, გულმავიწყი გახდა ბევრი ირგვლივ, ამას უსამართლობაც მიემატა. ალბათ ამიტომაა ბევრი ტკბილის ჭამა დავიწყეთ “დონატების” დანაკლისი განვიცადეთ სულ რაღაც ორი დღე ვერ ვძლებთ, საინფომაციო გამოშვებებშიც თუ საგენტოებში მთავარი ადგილი დავუთმეთ. ასეა სითბოს, დანაყრებას სასმელში და ჭამაში ვეძებთ, უარეს შემთხვევაში ნარკოტიკებში. ვეწევით ბოლომდე კულტურაც კი არ გაგვაჩნია მოწევის, ჰოლანდია გაგვიგია იქაური სიტუაცია გვინახია, მაგრამ არასწორად გადმოგვაქვს. დაუკმაყოფილებელი ერი ვართ ყველა საკითხში და სურვილებში. ახლა ამ “დონატებმა” სითამამე მოგვცა, რომ ყველას დავანახოთ კარგად ვართ არაფერი გვჭირს საწუწუნო. სოციალურ ქსელები გაჩდა სტატუსები “უნახავმა რა ნახაო” კარგია საკუთარ თავს რომ კრიტიკულად ვუდგებით. მაგრამ უფრო ერთმანეთის ქილიკი იყო, რამდენი ასეთი სიტყვის ავტორი ჩადგა რიგში და მიირთვა საკითხავია. თან სხვას დასცინი და ჩუმად აკეთებ იგივე მახასიათებელია ჩვენაირი დაუკმაყოფილებელი ხალხისთვის.Aახლა ვცდილობ არ გამოვიდე მთლად მართალი გამონაკლისი არ ვარ “დონატების” საკითხში არა სხვა რამ უფრო მადარდებს.. როდის უნდა მოვრჩეთ ამ მიმბაძველობას? სხვის ფანჯრებში ჭყიტინს და როდემდე უნდა გვაღელვებდეს “დონატებისნაირი” რიგები? მართალი გითხრათ ცოტა გავსინჯე, გამაგიჟე არ მომეჩვენა. თუმცა საბჭოთა ბავშვს რა უნდა მომწონებოდა გემოზე ისე. ბებიაჩემი იტყვის ხოლმე “სხვა გემო ჰქონდა ყევლაფერსო” ლამის დავეთანხმო. “დონატომანია” არ წყდება ვფიქრობ სახინკლების ქსელს დიდი ზარალი მიადგა ამ დღეებში. ტრადიციული კერძი რომელიც ევროპის რომელიღაც კვლევის მიხედვით მეოთხე ადგილზე გავიდა მომავალ წელს “დონატები” ჩანაცვლებს. სოციალურ ქსელში დონატების ფოტოები გამოჩნდება საკუთარი ხელით მომზადებული კერძის ნაცვლად. უდონატობა იგრძნობა ყველგან, განიცდიან ისინიც ვინც აქამდე იცინოდა გაგონილი გექნებათ “ვინც იცინის, იცინის ბოლოს იცინებო” (სწორი პერეფრაზირება მიჭირს, კიდევ ერთი მინუსი მაქვს ასოებს ვყლაპავ, მაპატიე მკითხველო). შევეცდები დონატებივით არ ამოვწურო წერის მარაგი და მასალა. თუმცა აქ დაუწერელს რა დათვლის, უთემობა არ გავწუხებს ჟურნალისტებს პოლიტიკა იქნება თუ გასართობი, მაინც მეტი არაფერი ხდება განსაკუთრებული. მდარე იუმორისტული გადაცემების და კრიმინალ-პოლიტიზირებული მოვლენების მაყურებლები ვართ. მოკლედ რომ ვთქვათ ჩვენივე საქციელზე ჩვენ გვეცინება. სირცხვილი დავკარგეთ უკვე დიდი ხანია არ ვწუხვართ არ გვეტირება იმაზე რასაც შემდგომში ვინანიებთ. მგონი ამ დონატების ამბავმა გადაფარა საცოდავი ვაზაგაშვილების ამბავი. იმაზე მეტი უნამოსობა რა უნდა იყოს რომ შენი შვილის საფლავზე აგაფეთქონ, მოკლული შვილის. ამგვარი ერის პატრონს კი სიტკბობების გამო გვინდა “დონატების” დაგემოვნება და იმის გაგება არა რომ ორმაგი დანაშაული გამოიწვია ამ ტრაგედიამ. გაციებული და “დონატებზე” “დახამებული” ერის პატრონს რა შეიძლება მოთხოვო?.. ზოგჯერ ადამიანმა არ იცი თავისი ფასი, შენი თავი სხვასთან მიმართებაში უნდა წინ დაყენო. ერის საქმეც ასეაა თუ თავს დაუქნევ რამდენჯერმე დარჩები “დაქნეული”. ბევრჯერ რომ თავს ვხრით, ბევრ რამეს რომ ვყლაპავთ ამიტომაცა მასხრად გვიგდებენ საკუთარი გვერდში მდგომებიც კი. გაგიგიათ “შინაურს შენდობა არ აქვსო” აქედან იწყება ყველაფერი უბედურება. თავზე საყრელი გაუხსნელი მკლელობები რჩება ისევე დაუჯელად. ალბათ დარჩება ასევე მთავარია “დონატები” შემოვა მალე ისევ ჩვენი “სტომაქი” იდღესასწაულებს. არდა ადამიანს ერთხელ ეძლევა შანსი აღიარების შემდეგაც ბევრი მცდელობა გამოსწორების, გამოცდილი თუ გამოუცდელი გზების აღიარების, რეალიზაციის. ნუთუ მოგვეცემა შანსი იმ ყველა დანაშაულის რეალობის მხილების რომელიც ჩვენს თავზეა გადავლილი ტრაქტორივით. მიწას ხნავ, თესავ მაგრამ ნაყოფს ვერ იღებ. ამგვარი მოხნილი რა შემოსავლის მომტანია თუ არა ზარალის, რაც დასმული კითხვის გაუცემელ პასუხშია. ნაგავში ქექვა პროფესიად იქცა, ჩვეულებრივი მომენტია თუ ურნაში რაღაცის მაძიებელს დაინახავ მისაღებია, ნეტა “დონატები” არ იქნება იქ...

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG