Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ანა ჯაფარიძე

ბოლო თვეების მანძილზე რამდენიმე ტერაქტია ჩვენს თავს. უდანაშაულო ხალხი იღუპება ერთი ან ორი შეშლილის წყალობით. რელიგიური ფანატიზმი მიდის იმ ზომამდე, რომ ხელში გაღებინებს იარაღს ან ასაფეთქებელს. ტვინში რა ხდება ყოვლად წარმოუდგენელია. ერთი ღილაკის დაჭერა და წამში შენ თვალწინ იშლება ქვიშიანი ორთქლის ოხშივარი. მთავრდება კიდეც ცხოვრება იმ ადამიანებისათვის ვისთვისაც ახლა დაიწყო. რეალური ტერაქტისაგან განსხვავებით ჩვენს პრეზიდენტს პირადი ტერაქტი მოუწყვეს. პრესკოფერენციაც კი მოაწყო, სადაც გამოთქვა თავის მოსაზრება იმ დაშინებასთან დაკავშირეებით. ძნელია იმ ქვეყანაში იცხოვრო, სადაც თავად პრეზიდენტსაც სამართალდამცავებისაგან ზეწოლის ფაქტები ისაუბრებს საჯაროდ. ბევრი ირონიული სტატუსი ვნახე ამ ფაქტზე, მაგრამ პიროვნების დათრგუნვა შეუძლებელია. რა მნიშვნელობა ექნება ფიზიკურ თუ სულიერ ტერაქტს მოგიწყობენ. განსხვავება მხოლოდ ერთშია მეორეს შემთხვევაში აღარ არსებობ. წინა სარჩევნოდ კიდევ უნებლიე ტერაქტებს რა გამოლევს. რამდენიმე დღის წინ ცენტრისტებმა ბედუკიძის სახით საზოგადოების ცნობიერების ტერაქტი მოაწყო. საზ. მაუწყებელმა კანონი დარღვია სარჩევნო რგოლი დროზე ადრე გაუშვა. ანტიპატრიოტულ რეკლამამ მაყურებლის აჟიოტაჟი გამოიწვია. მაშინვე ამოიღეს რგოლი ეთერიდან. მოყვა დაგვიანებული განმარტებები და ახსნები თუ რატომ გაეპარათ ასეთი შეცდომა. წინდახედულობით არხი რომ არ გამოირჩეოდა ფაქტია, მაგრამ ეთერში გასვლამდე ნახვითი შემოწმება რომ უნდა არსებობდეს ფაქტია. ამას თავად ბორდი უნდა აკოტოლებდეს. ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა წინა სარჩევნო პერიოდში სახიფათო ნაბიჯია ქვეყნისათვის. ისედაც დაულაგებელ სარჩევნო პერიოდში კიდევ სიტუაციის დაძაბვა არაორგანულია. ბედუკაძის გამარტება უარესი დარტყმა იყო ქართული ოცნების პარტიულ სისუსტეზე. ღია განაცხადი ბიძინა ივანიშვილის ერთგულებაზე შავი პიარის გამოყენების მეთოდი იყო. თუმცა რეიტიგულად ამართლებს, თუ კვარაცხელის პარტის სახელით გამოხვალ ასპარეზზე და სიის ათეულში მაინც მოხვდები ნებით თუ უნებლიეთ. 52 დღე დარჩა არჩევანის გაკეთებამდე საზოგადოებამ კი უნდა აიტანოს ამ დღეების ტვინის ტერაქტები. ამ პერიოდში ისე არეულია ყველაფერი, პარტიებმა თავის მწამსის მიუხედავად კოლაციების შექმნა დაიწყეს. ცესკომ ცენტრისტები მოხსნა, ახლა ნაციონალური მოძრაობა ითხოვს კვარაცხელაის პარტიის მოხსნას. ბედუკაძეს “გაპრავება” არ მართლდება. რაც არ უნდა მოგეჩვენოთ, გიორგი ვაშაძე, პაატა ბურჭულაძე და ზურა ჯაფარიძე ერთ ქვაბში ექცევიან. ამაზე მეტი ტვინის ტერაქტი რა გინდა, თურქეთში მომხდარი ტერაქტების გადამწონია. ერთმანეთისგან განსხვავებული აზროვნების ადამიანები იკრიბებიან ოღონც ქართული ოცნების კონკურენტები აღმოჩნდნენ. გაერთიანება ერთიანი ძალის დამარცხებისა და რეჟიმისა. თბილისში რომ ხეები იჭრება ერთი ქალი შიმშილობს ამ მთავრობის მორალური ტერაქტის ბრალია. დიდი ვანდალიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ ამიტომაც ჩვენი ქვეცნობიერი ტერაქტების მოწყობითაა დაკავებული. თუმცა აქამდე გაურკვეველია ჩაიწეროს თუ არა “ბლოკი” ან “უბლოკო” სტატუსი. ერთნი ამბობენ უშლის საქართველოს ევროატლანტიკურ გაერთიანებში მოხვედრასო, ხოლო მეორენი თვლიან რომ არანაირ ბლოკთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს ქვეყნის დემოკრატიულ არჩევანს, მით უფრო კონსტიტუციაში დაუშვებელია ჩაწერა. ჯობია ისევ ნეიტრალის შენარჩუნება. ოლიმპიუერი გამარჯვებების ფონზე პოლიტიკური ნიადაგი მეტადრე მშვიდი ხდება, თან ცხელი ზაფხულის პირობებში. თვეზე მეტი დარჩა არჩევნებამდე ხშირი ცვლილებებია პარტიებში ჯერ კიდევ. ზოგი ტოვებს, ზოგი გადადის სხვაგან გაურკვევლობა დიდი ხნის მანძილზე გვაწუხებდა, შეწუხება ახლაც ჩვენი სენია. შანტაჟი ერთი მძავლი იარაღი ხდება ამ პერიოდისათვის. ვლინდება პროვოკაციური ფაქტები ამა თუ იმ პარტიის ლიდერზე ან წევრზე. დაკვეთური გამოკვლევები აჩვენებს ორი პარტის ლიდეროაბას; “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” ისიც ორი პროცენტია განხვავება. ამ ყველაფრის ფონზე თბილიში ტერორისტული აქტის მცდელობაც დაფიქსირდა. დიდი ხნის ძიების შემდგომ რამდენიმე პირია დაკავებული. იტყობინებიან რომ აქტი უნდა მომხდარიყო თბილისს-სომხეთის საზღვარზე. შინაურაულად რომ ვთქვათ ესღა გვაკლდა. ამასობაში გიორგი ხაინდრავას სერიალიც მოგვევლინდება პრემიერით იმედზე, “ჰეროკრატიამ” სულზე მოგვისწრო. მთავრობა კი ახალი თამაშებით წინ წამოწევს სოსო ჯაჭვლიანს. შპსს რომელსაც უხელმძღვანებელს სვანეთის მოსახლეობა ანუ კერძოდ მულახის მკვიდრი უნდა დაიყოლიოს იქ მდებარე ტურიზმის და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. მთვარი გმირები სახეზე არიან, როგორც ეთერში ისე რეალში. დაკონკრეტება არ სჭირდება რომ იწოდებიან “პოლიტგმირებათ”. თეთრულდის პროექტი ჯაჭვლიანის ტვინის სამართავი გახდება. მთავარია უარესი ტერაქტი არ გვენახოს, კაცი ამას აიტანს. იმ ქვეყანაში, სადაც ახალგაზრდა ბიჭი შანტაჟისთვის თვითმკლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, მარტო ტვინის კი არა მორალური ტერაქტია. მორალი კი ჩვენს სამართალდამცველებს არ მოეკითხებათ. თუ წინა მთავრობის პირობებში ანალოგიური რამ ხდებოდა შენ ხომ ვითომ ჭკვიანი ხარ რატომ იმეორებ წინამორბედის შეცდომებს? განმეორება ცოდნის დედაო სხვანაირად გვესმის, შებრუნებით. გადმოვიღოთ კარგი ევროპისაგან ხეები კი არ მოვჭრათ, არამედ მის გარშემო ვაშენოთ ჩვენი საბუდარი. აღმოჩნდა რომ ჩვენი ქალაქი “მაიმუნი-ვირიშვილის” ხელში ყოფილა. მერის ამ ფრაზის გასროლამ არასამთავრობო ორგანიზაცის “მწვანის” დამცველის მიმართ ბევრს ელდარი შენგელაის ფილმები გაახსენა. “ცისფერ მთებს ანუ ტიანშანს” რომ ვერ გავცდით წლებია ფაქტია, მით უფრო აქტუალური ხდება და ხდენა. სამწუხაროა ისედაც პატარა ბავშვივით შემდგომ უწევთ ბოდიშის მოხდა. ახსნა-განმარტება იმაზე, რაც ემოციურად გამოუვიდა თანამდებობის პირს ღია საზოგადოების წინაშე. აღიარება იმისა რომ დამნაშავეები არიან, უჭირთ ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი მთავრობის ხელში ვართ ფაქტია. ერთი ქალის უცენზურო სიტყვებმა ახალი ტერაქტი გამოიწვია. ვის ახსოვს ახლა ხეები და არჩევნები. აქტუალური ლანძღვა-გინება გახდა. ნატა ფერაძის საქციელმა წინამდებარე შოკი გამოიწვია. ნარმანიას ვიზიტმა საკრებულოში არა ნაკლები სიტუაცია დაამყარა. ერთმანეთის მოკიშპეებმა არ დაუთმეს სიტყვა-პასუხში არაფერი. ხალხი გახდა საქმის ნაცვლად ჩხუბის მომწრენი. ისეთ სიტუციაში რომ უკვე ვერ გაარკვევ ქალს და კაცს, ხომუნდა მოხდეს სულის აღრევა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG