ავტორი: ანა შანიძე
გარდაიცვალაო, სათნო და კარგი ჟურნალისტიო... ვიგლოვეთ, გვეწყინა,ოჯახს მივუსამძიმრეთ... ერთი დღე- მერე კი დავუბრუნდით ადამიანები ყოფიერებას...
თითქოს ძალიან მოგვიახლოვდა, გაგვიჩვეულებრივდა, ეს ავადსახსენებლი სიკვდილი. რა ჩვენი ბრალია, ტექნოლოგიების საუკუნე ოცდამეერთეში თუ სწრაფად ვრცელდება ცუდი ამბები. განა გასულ წლებში არ კვდებოდნენ? კვდებოდნენ და მაშინაც ერთ წამში ყრიდა იარაღს ადამიანს, მაგრამ ამბის გავრცელების საშუალებები არ არსებობდა.
ყოველდღე გვესმის მისი სახელი, უბრალოდ დროდადრო ფორმას იცვლის: მკვლელობა, თვითმკვლელობა, უბედური შემთხვევა. ..აღარ გვიკვირს, აღარაფერი გვაოცებს ადმაიანებს, შევეგუეთ , მივეჩვიეთ, აღარ გვეშინია, გარდაუვალი გახდა..
და შეგვცვალა ამან ადამიანები უკეთესობისკენ? ალბათ არა. მგონი, მეტად უნდა შევიყვაროთ, სიამაყე უკუნშიუნდა მოვისროლოთ და ვუთხრათ-„მიყვარხარ“.მგონი მეტად უნდა ჩავეხუტოთ ერთამანეთს, მგონი მეტი სიკეთე უნდა გავაკეთოთ, მგონი მცირეოდენით ბედნიერება უნდა ვისწავლოთ, უნდა დავაფასოთ ის, რაც გაგვაჩნია, რადგან ვიღაცას ისიც არ აქვს, რისი ღირსიც შენ გახდი.. მგონი ხშირად უნდა ჩავიხედოთ საკუთარ სულში..მგონი სხვისი არ უნდა გვშურდეს, ცუდი არ უნდა გვიხაროდეს, მგონი შორეულ მომავალს არ უნდა ვსახავდეთ...და კიდევ უამრავი მგონი...
ნუ გებანალურებათ ჩემი ეს „მოძღვრება“ .. ბავშვობაში გიყვარდათ თამაში „ვისი სული გსურს?“. არჩეული სული რომ უნდა გაქცეულიყო მოპირდაპირე მხარეს ჩამწკრივებული ბავშვებისკენ და ხელების ჯაჭვი გაერღვია,თუ გაწყვეტდა ვის სულსაც უნდოდა იმას წაიყვანდა..
ჰოპ და ხვალ შეიძლება შენი სული მოისურვოს იმ ავადსახსენებელმა...