Accessibility links

ჩინური ენა და დიალექტები


ავტორი: დალი ჩარექაშვილი

ჩინური ენა მიეკუთვნება სინო-ტიბეტურ ენათა ოჯახს და გვევლინება ხანის ეროვნების ნაციონალურ ენად, ანუ იმ ხალხის ენას , რომლებიც ჩინეთის მოსახლეობის 92%-ს შეადგენს. თავად ჩინური ენის ერთ-ერთი სახელწოდება -ხანიუ (ხანების ენა) ეთნოსის სახელწოდებიდან მოდის. ჩინური ენა არის სახელწიფო და სალაპარაკო ენა ჩინეთის მრავალენოვანი მოსახლეობისთვის.

წერილობითი ძეგლები მოწმობენ იმას, რომ ჩინური ენა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. წერილობითი ენა იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფდა კულტურული ტრადიციის უწყვეტობასა და უპირატესობას ჩინური ცივილიზაციის განვითარებისთვის მისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე. აქვე უნდა აღინიშნოს რომ, ენა დროთა განმავლობაში ვითარდებოდა, მაგრამ, მაგრამ მის ძირითად მახასიათებლებს- გრამატიკულ ნორმებს, ბაზისურ ლექსიკას და სტრუქტურას ძირეული ცვლილება არ განუცდია.

თანამედროვე ჩინური სალიტერატურო ენა ფუთუნგხუა ( ,,საყოველთაო ენა“) არის აქტიურად განვითარებადი ნორმირებული ჩინური ენა. ფუთუნგხუას წარმოთქმის ბაზა შეესაბამება პეკინურ დიალექტს, რომელიც დაფუძნებულია ჩრდილოურ დიალექტზე, ხოლო გრამატიკული ნორმები დაფუძნებულია თანამედროვე სალაპარაკო ჩინურსა და თანამედროვე მხატვრულ ლიტერატურაზე.

ფუთუნგხუა არის საერთო და სავალდებულო ჩინეთის ყველა მოქალაქისათვის და არის ოფიციალური ურთიერთობების საშუალება. ფუთუნგხუა ფართოდაა გავრცელებული ჩინეთის ცხოვრების ყველა სფეროში, პირველ რიგში კი განათლების ყველა საფეხურზე, ასევე, მასობრივი ინფორმაციის გავრცელების საშუალებებში- ტელევიზიაში, რადიოში, ინტერნეტში და სხვა.

ჩინურ ენაში უამრავი დიალექტია, მაგრამ გამოირჩევა 7 ძირიტადი დიალექტი, ესენია: კუანხუა (ჩრდილოეთის დიალექტი), დიალექტი უ, დიალექტი სიანგ, დიალექტი კან, დიალექტი ქეძია, დიალექტი მინ, დიალექტი იუე. მიუხედავად დიალექტების დიდი რაოდენობისა, ყოველთვის გამოყოფენ სამ, ყველაზე მნიშვნელოვან და გავრცელებულ დიალექტს : კუანხუა (ჩრდილოეთის დიალექტთა ჯგუფი), კუანგტუნგური დიალექტი ,,იუე“ და შანხაის დიალექტი ,,უ“. ყველაზე მსხვილი ჩამოთვლილთაგან არის ჩრდილოეთის დიალექტთა ჯგუფი, რომელიც მოიცავს ჩინური ენის 70%-ზე მეტს.

მთელ ჩინეთში გავრცელებულია იეროგლიფური დამწერლობა. წერის დროს დიალექტებს აქვთ მსგავსი ლექსიკა და გრამატიკა. თუმცა, დიალექტთა ფონეტიკა იმდენად განსხვავდება, რომ თავად ჩინელები აწყდებიან სირთულეებს არამონათესავე დიალექტზე მოლაპარაკე ადამიანებთან, მიუხედავად სირთულეებისა დიალექტების განსხვავების გამო, დიალექტებში აისახება ჩინური ენის სიმდიდრე და ჩინური კულტურის ისტორიული თავისებურებები.

ჩინურში ყველაფერს მიყვება დროის განსამზღვრელი კონკრეტული სიტყვები, როგორიცაა: გუშინ, ხვალ. ჩინურ ენას აქვს ტონი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი და იმავე ბგერის განსხვავებული ინტონაციით წარმოთქმისას ორ სრულიად სხვადასხვა სიტყვას მივიღებთ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG