Accessibility links

ეროვნული-ლიბერალურის ანტონიმი ქართულ სივრცეში?!


ავტორი: ელიზბარ ხვიჩია

მითი უვარგისი ლიბერალებისა და გათითოკაცებული პატრიოტების შესახებ მრავალჭირგამოვლილი ქვეყნისათვის ცოტა არ იყოს არაბუნებრივია, თუმცა რეალურ ცხოვრებაში კარგად მუშაობს, ეს მითი ზემოქმედებს საზოგადოების დიდ ნაწილზე. ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში მომრავლებული ანტილიბერალური განწყობის გაძლიერება ძირითადად დაკავშირებულია ეროვნულ ღირებულებათა წინა პლანზე წამოჭრის ტენდენციასთან. ფაქტია, ვიღებთ სურათს, რომ ამ ორი ცნების აზრობრიობა ერთმანეთს პოლარული განზიდვით დაშორდა. და მაინც, ჩამოყალიბდა კი ქართულ-პანაცეალური სიტყვა ეროვნული ლიბერალურის საპირწონედ?!

საინტერესოა, რომ პრაქტიკულ ჭრილში ზოგადი ლიბერალური დღის წესრიგის დასუსტებამ, ლოკალურ დონეზე ეროვნულად შენიღბული იდეების აღმოცენება გამოიწვია. ლიბერალი, აწ უკვე აპრიორი, ნეგატიურ თვისებად იქცა და იმ „განტევების ვაცად“, რომელსაც ყველაფერი შეიძლება საკამოდ იოლად დაბრალდეს. ჩვენი პოლიტიკური სივრცის წარმომადგენლებიც აგნებენ ამ ნაპრალს და ცდილობენ უფრო და უფრო გააღრმაონ იგი. წინასაარჩევნოდ „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტ საბჭოს წევრი-გიორგი ახვლედიანი პირდაპირ სვამს საკითხს, მისეული- „ვერსუს“ (VS) ფორმით. მისი მოკლემეტრაჟიანი რეკლამა, მოწოდებაა ამომრჩევლისადმი, შეძახილი მობილიზაციისა, თუ რა საფრთხე მოდის ამ ავი ლიბერალებისგან. ახვლედიანი არჩევანის წინაშე გვაყენებს, მისი ხედვით ყველა გზა მოჭრილია, საკითხი გადარჩენა-არგადარჩენის სტადიამდეა მიყვანილი. კანდიდატი გვიმარტივებს ცნებათა გაგებას, იმ უსუსური ლოგიკით, რომ თითქოს ეროვნული ლიბერალურის სრული ანტონიმია. ამ რამდენიმე წამში ეს პოლიტიკოსი და მისი პარტია, რბილად რომ ვთქვათ, გამოკვეთილად აფიქსირებს ანტილიბერალურ პოზიციას ეროვნული მოტივებზე თამაშის საშუალებით.

საზოგადოება ზოგადი ტენდენციის გათვალისწინებით ყოველთვის მიილტვის გამარტივებისაკენ. ბუნებრივია მისთვის ადვილად აღსაქმელი და დასანახია საკითხის ერთი, ვიწრო რაკურსი. პოლიტიკური ლიდერები და პოლიტიკური ძალებიც მარტივად იყენებენ ამ ხრიკს და აღწევენ კიდეც სასურველ შედეგს. მე ვიტყოდი, ეს ტექნიკა საერთოდაც არ მოითხოვს არნახულ, როგორც ფინანსურ, ისე ადამიანურ რესურსს. იოლად შიეძლება კვამლის გაჩენა და ხალხის მობილიზება. მაგალითად, სწორედ ახვლედიანის პარტიამ შესთავაზა თანამშრომლობა „პატრიორთა ალიანს“ თბილისის მერობის არჩევნებამდე. ამ ორ პარტიას შორის საერთო თითქოს ცნება- ეროვნულის სიჭარბეა. გამოკვეთილად „ქართული იდეის“ მქონე პარტიები შეეცადნენ დაესახათ საერთო გეგმა ლიბერალების, ამ მოცემულობაში კი თითქოს, ეროვნული ინტერესების ფეხქვეშ გამთელავთა წინააღმდეგ. საბოლოოდ პროცესი ჩაიშალა, მაგრამ დამეგობრებული პატრიების კონტურები უკვე სრულად გამოიკვეთა.

აშკარაა, საქმე გვაქვს უმარტივეს პოლიტიკურ გათვლასთან, სოციალური ჯგუფების კონცენტრირებისა ფსევდო-ეროვნული პრინციპების გარშემო. რეალურად კი არასდროს არავის აუხსნია შინაარსობრივი განსხვავებები. პირიქით, დისკურსის ბუნდოვნება ხელს აძლევს რიგ პოლიტიკოსებს უფრო იოლად მართონ საზოგადოებრივი განწყობები. და მაინც, მხოლოდ პოლიტიკოსების ინიცირებით დაშორდა ხსენებული ორი ცნება ერთმანეთს, თუ საზოგადოებრივი ცნობიერება ვერ გაიზარდა?! ჩემი გადმოსახედით ორივე ფაქტორმა თავისი წილი გავლენა იქონია ამ პროცესზე. თავის მხრივ დასავლეთთან, იგივე ევროპასთან, მაშასადამე აღვირახსნილობასთან და უკონტროლო თავაშვებულობასთან დაკვალიფიცირდა ლიბერალის ცნება. ლიბერალიზმს, როგორც იდეოლოგიას თავისი კლასიკური სახით საფუძველი ევროპაში ჩაეყარა და უამრავი სიკეთესთან ერთად, პერიოდული ჩავრდნებიც პრაქტიკული კუთხით, ცხადია, ახასიათებდა. მას ყოველთვის ჰყავდა გამაწონასწორებელი ძალა კონსერვატორთა სახით. ის არც რომაული ცრუღმერთების პირმშოა და არც რაიმე საშიში ფენომენი. ჩვენს რეალობაში დამკვიდრებული ფსევდო-პატრიოტული გამოხდომები კი არანაირ თეორიულ და აკადემიკურ ჩარჩოში არ ჯდება. ეს არის გამოკვეთილად კონსერვატორი საზოგადოების ემოციებით ნაკარნახევი ჩამოუყალიბებელი დისკურსი. დასაბუთებულ არგუმენტებს ვერავინ გვთავაზობს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს შეუძლებელია.

წამი გამოვნახოთ და დავფიქრდეთ, არის თუ არა ისეთი ანტონიმური კავშირი ლიბრალურსა და ეროვნულს შორის, როგორიც თეთრისა და შავის, ნათლისა და ბნელის შემთხვევებში?!- ცხადია არა. ჩვენ, საზოგადოება კი ნებას ვრთავთ კონკრეტულ პოლიტიკოსებს ზუსტად ამაზე ააგონ თავიანთი პოლიტიკა და ადვილად მოგვყიდონ ის. მათი საპირისპირო მნიშვნელობით აღქმა ძალიან აზარალებს მთელ საზოგადოებას და უკარგავს რეალობის ადეკვატურად შეფასების უნარს. პარტიათა კამპანიები და პროგრამული საკითხები მთლიანად ეროვნულობის ხაზს მიუყვება. ეს კი შეიძლება მთავარი პროგრამული ჩავარდნებისა და დაუსახავი გეგმების გადაფარვის მცდელობა იყოს. ხსენებულ სიტუაციას ხალხი თითქოს შეეჩვია და ჩვეულებრივ მოვლენად მიიღო. სამწუხაროა, მაგრამ „უკეთესად იყიდება“ ეს შეფუთული მასალა და ჩვენც დაუფიქრებლად ვყიდულობთ ხოლმე. ჩემი ძალისხმევა კი იქითკენაა მიმართული, რომ ეროვნულისა და ლიბერალურის უპრობლემო თანაარსებობაზე დავფიქრდეთ. ქართული რეალობა კი მკაფიოდ გვიჩვენებს როგორ „გაუანტონიმდა“ ერთი მეორეს, რითაც ისედაც ჩანასახოვანმა პატიულმა პოლიტიკამ მდაბიური მარცხი განიცადა. სწორედ ქართული პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ფიასკოა ეროვნულისა და ლიბერალურის რადიკალური განზიდვა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG