Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ იკარგებიან ადამიანები?


ავტორი: გიორგი ჩემინავა

დასავლეთისაკენ მიმავალ მატარებელში ისეთი სიცხე იყო, რომ ძილი არ მეკარებოდა. ჩემს კუპეში ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა. ცუდი ჩვევა მაქვს, უცხო ადამიანს თვალებში უნდა დავაშტერდე, ახლაც ასე მოვიქეცი. ბიჭი უცებვე ავიდა მეორე სართულზე და დაწვა.გაუსაძლისი სიცხის გამო მატარებლის დერეფანში გავედი, გავყურებდი გზას , როდესაც მივხვდი, რომ მე ამ ბიჭს საიდანღაც ვიცნობდი, მეცნობოდა მისი სახე, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებდი ვინ იყო. ჩემი ადგილიც მეორე სართულზე იყო, მეც ავედი დასაწოლად, ბიჭი მაკვირდებოდა, მე დავიწყე ფიქრი იმაზე თუ საიდან მეცნობოდა ეს სახე. ვფიქრობდი ერთი, ორი, სამი, ოთხი საათი, როდესაც მივხვდი რომ ეს ჩემი ბავშვობის მეგობარია, რომელიც მრავალი წელია არ მინახავს. არა, ვფიქრობდი რომ უბრალოდ გავს და ის არაა, ალბათ ეცნობოდა ჩემი სახე, მაგრამ არ იყო დარწმუნებული მე ვიყავი თუ არა. იმდენი წელი გავიდა, მე ხომ ძალიან შევიცვალე, მითუმეტეს პლასტიკური ოპერაციის შემდეგ. მინდოდა მეკითხა ნამდვილად ის იყო თუ არა, მაგრამ ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი. ვერ გადავდგი პირველი ნაბიჯი, რომ მეთქვა ეს მე ვიყავი, ამდენი წლის მერე. მერე გამახსენდა ბავშვობა, ჩემი ბავშვობის ტკბილი მოგონებები, სკოლა...

ამ ბოლო დროს იშვიათად ვწერ, უფრო მეტს ვფიქრობ, მაგრამ კრიზისული მომენტები მაქვს, შიმშილი, როდესაც მინდა ვინმეს დაველაპარაკო ან ეს ყველაფერი დავწერო, ესეც ერთ-ერთი მათგანია, მინდოდა ეს ყველაფერი მომეყოლა. ჩვენ ძალიან ბევრს რამეს ვივიწყებთ, არა კი არ ვივიწყებთ, ჩვენგან დამოუკიდებლად ილექება გულის სიღრმეში და იქამდე არ ამოგვიტივტივდება, სანამ რაღაც ან ვინმე არ გაგვახსენებს, ან შეიძლება ისე ღრმად დაილექოს, რომ ვერასდროს გაიხსენო. რამდენიმე დღეში სხვა რამეზე გადავერთვები, დამავიწყდება ეს მოგონებებიც, ეს ადამიანიც, შეიძლება სამუდამოდ, ან ისევ 7 წლით.

მერე ვფიქრობ იმაზე თუ რატომ იკარგებიან ადამიანები, რატომ გვავიწყდება იქამდე სანამ თავს არ შეგვახსენებენ, კიდევ ბევრ რამეზე ვფიქრობ, მაგრამ აზრები სადღაც უფრო შორს გამირბის, ალბათ სჯობს არ გავაგრძელო…

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG