Accessibility links

ავტორი: გვანცა იმერლიშვილი

ორად გაყოფილი და თავდაღმა დაქანებული ეს მე ვარ ქვიშის საათი!ამ სამყაროში ყველას და ყველაფერს ,ხომ თავისი ფორმა–სახე აქვს და ჩემი იერსახეც ასეთია: ორად გაყოფილი და მარცვლებით სავსე.ყველაზე დიდი მარცვალი იმედია,ხო კიდევ მოლოდინი...გგონია დროში გაჩერდი ანდა იქნებ დრო გაჩერდა შენში.ყველა რაღაცას ველოდებით:სამსახურს,ფულს ,ძალაუფლებას,პატივისცემას ,მადლიერებას,მაგრამ ბოლოს რაც შეიძლება რომ დაგვრჩეს ეს საკუთარი ისტორიაა,ჩვენი ცხოვრების წიგნი ,რომელიც ყოველი განვლილი დღისაგან იკინძება...საუთარი თავი თვითონ უნდა შექმნა,გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს,უბრალოდ უნდა შეძლო,რომ არ დაიღალო იმედგაცრუებისგან,უმადურებისგან ,შენს იდივიდუალიზმში ჰპოვე ძალა,რომელის წყალობითაც შეძლებ ლოდინს ფინიშამდე.

კიდევ როგორი ვარ?ჩემს გარშემო მინის კედელია,სულივით ფაქიზია ჩემი შუშა,შიგნით ყველაფერი ჩანს,ბოროტება ვერ შემოდის ჩემში,ჩემს გარშემო მინის კედელი სიჯიუტეა ჩემი,სიჯიუტე ხასიათის ნაწილია,ხანდახან საკუთარ გულისცემას ვისმენ,ხანდახან საჭიროა საკუთარ თავს შეხედო დაკვირვებით და გულწრფელად თქვა რამდენ წელს მისცემდი იმ მომენტისთვის.მიხვდები რომ ადამიანის სულსაც აქვს სეზონები ,ისევე როგორც წელიწადს,თუმცა მისგან განსხვავებით მას კიდევ ერთი დრო აქვს:ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ,მეხუთე დროა...

როცა მყარად ვდგავარ ფეხზე,დროის ათვლას თვითონ ვეღარ ვასწრებ.დაქანებულს თავის შეკავება მიჭირს,არადა არც მინდა დავმთავრდე.ჩამოვიცლები და დავყურებ ჩემს თავს დახარჯულს,სანამ არ დავიწყები თავიდან,რომ არ დავიღალო ალბათ უმოქმედობა დამღლის,ეს კი ალბათ მარცხის შეგრძნებას უტოლდება.თუმცა მარცხი არასოდეს არის ჩემი არჩევანი,,,გამარჯვებაში მე ერთს ვაფასებს საკუთარ თავთან მოგებულ ბრძოლას,,.

მთელი ძალები მინდა მოვახმარო იმის მოპოვებას რაც არასოდეს განიცდის მარცხს:სიამაყე და სულიერი სრულყოფილება.ღირებულია ცხოვრება მადლიერებით,ენერგიით და ღიმილით..

ყოველთვის აირჩიე სიცოცხლე!მიუხედავად იმისა,რომ ცხოვრება ბაფთით შეფუთული არ არის ,ის მაინც შეუფასებელი საჩუქარია...

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG