Accessibility links

თვალებს იქით სხვა სამყარო იწყება...


ავტორი: გვანცა იმერლიშვილი

თვალებს მიღმა სხვა სამყარო იწყება, ამ სამყაროს ცისარტყელასავით უამრავი ფერი აქვს: იმედისფერი, სიყვარულისიფერი, მზრუნველობისფერი, პატიებისფერი, მწუხარებისფერი, სიძლიერისფერი –– ეს სამყარო დ ე დ ი ს თვალებია. როცა ამ თვალებში ვიხედებით, იქ მუდამ ჩვენი ბავშვობის დროა, ყველაზე უდარდელი და ბედნიერი ცხოვრების ქრონოლოგია. ამ დროს თავს მუდამ პატარებად ვთვლით და წამიერად კიდეც გვსიამოვნებს ეს. დაბადებიდან მისი თვალებით ვუყურებთ სამყაროს, მისი მზრუნველი მზერის ქვეშ ვდგავთ პირველ ნაბიჯებს, მისი მზრუნველი ხმით ნამღერი იავნანა ჩავგვესმის ყურში მთელი ცხოვრება. ყველა ჩვენი წარმატება მისი დამსახურებაა, რადგან მისი თვალებიდან ვიღებთ იმ მუხტს, რაც ფეხზე მყარად და ღირსეულად დგომაში გვეხმარება, მან გვასწავლა იმედის და რწმენის გულით ტარება. მის თვალებში მუდამ მზეა მანათობელი...

....რომ შემეძლოს მთელ მსოფლიოს დასანახად ცის კაბადონზე დავწერდი ... მიყვარხარ დ ე დ ა....

ამ თვალებს მიღმა ზღაპრული, სუფთა და უანგარო სამყაროა–ეს ბავშვის თვალებია. მისი სუფთა სული განსაზღვრავს ამ სისპეტაკეს, მათთან ურთიერთობისას თითქოს სიკეთით, სილაღით ვივსებით, მათ ფონზე ვგრძნობთ ხოლმე ხშირად ჩვენი სულის სიმძიმეს, მთელი გულით გვინდა იმ დროში დაბრუნება რასაც ბავშვობა ჰქვია, თუმცა ეს უკვე შეუძლებელია...

...ვეცადოთ დიდხანს ვაცოცხლოთ ბავშვობა ჩვენში...

ყველა ადამიანი სამი დროით ცხოვრობს: წარსულით, აწმყოთი და მომავლით, თითოეული ჩვენგანი წარსულის მიუხედავად მომავალს ,,ლაჟვარდოვანი ,,ფერებით,, ხედავს. ბავშვობიდან–სიბერემდე ,მოხუცის თვალებში ასახული დროა! სიბერე ადამიანის ცხოვრების საფეხურია, რომელსაც აქვს საკუთარი სახე, სიხარული, დარდი და მუხტი. იყო მოხუცი ისეთივე შესანიშნავი და აუცილებელია, როგორც იყო ახალგაზრდა. სიბერე ეს ადამიანური ცხოვრების დასკვნების კეთებაა. მოხუცის თვალების მიღმა უზარმაზარი სამყარო არსებობს, რომელიც ერთი ადამიანის ცხოვრების მატეანეა .ის უამრავ სიხარულს, ბედნიერებას, ტკივილს და იმედგაცრუებას იტევს.. თუმცა არის ერთი მთავარი: მ ზ ე რ ა, რომელსაც დრო ვერაფერს უხერხებს და გული, გული რომელიც არასოდეს ბერდება..

მზეგოგო – ნეტავ როგორი თვალები ექნება ასეთ გოგოს? როგორი სამყარო იქნება ამ თვალების იქით? ციმციმა, ბრჭყვიალა, ხალისიანი და მუდამ მომღიმარი, აი ისეთი რომ შემოგხედავს და სიცოცხლის სურვილს, ჟინს და ბედნიერებას მოგანდომებს. წამიერად გაიფიქრებ რომ ,ქვეყანაზე მხოლოდ: სიკეთე, სათნოება და სიყვარული მეფობს. თან გაგიკვირდება ,როგორ შეძლო მზეგოგომ ამ ბინძურ, სასტიკ და რთულ ცხოვრებაში ,ასეთი ალალი, ბავშვური და სუფთა თვალების შენარჩუნება? იქნებ არც ისე რთულია ეს ყველაფერი? უბრალოდ სული და გული სიკეთით და სიყვარულით უნდა გაითბო, კეთილი გული აიძულებს ადამიანს მუდამ იკაშკაშოს, სივრცე და სამყარო გაანათოს, გახდი უფრო ლაღი, გაშალე ფრთები....

რა იქნება ხვალ ეს არავინ იცის, რადგან ჩვენი ცხოვრება, წამების, წუთების, საათების, დღეების, კვირეების, თვეების და წელიწადების მყარი ჯაჭვია, რომლის რღვევაც სამწუხაროდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, თუმცა ნაწილობრივ ყველა ადამიანი თავის სამყაროს თვითონ ქმნის და შემდეგ ზრუნავს შექმნილზე. მყარად უნდა ავკინძოთ ჩვენი ცხოვრების წიგნის ფურცლები, ეს ფურცლები ცხოვრების განვლილი და გასავლელი დღეებია....

....ერთად შევქმნათ ჩვენი ცხოვრების ლ ა მ ა ზ ი ი ს ტ ო რ ი ა....

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG