Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ირინა არჩვაძე

****

დილა იწყება ჩვეული მოძრაობებით. თვალების მოფშვნეტითა და ტვინის, თვალის გუგებით, შენძრევით.
ფეხებს საბნიდან ვასრიალებ, იატაკზე ვდებ და ასე, ცოტა ხანს, გაბრუებული ვზივარ საწოლზე. ვუყურებ ფანჯარას, რომლის ჩარჩო ძველი და ნესტისგან გაშავებულია.
ვდგები.
ერთი, ორი, სამი, ოთხი და კიდევ, რამდენიმე ნაბიჯიც, უკვე აბაზანაში ვარ.
სარკე.
თვალებ დასიებული, ტუჩებ დახეთქილი , თმა გაბურძგნული, ვდგავარ და ვუყურებ საკუთარ თავს.
ახლა, დილაა და მე, უნდა მოვემზადო, მოვწესრიგდე და წავიდე სამსახურში.
კომპიუტერში, დაბალ ხმაზე, ვრთავ RadioHead- “Creep”-ს, ვაღებ ფანჯარას და ვუყურებ ფარდების ფრიალს.
მაგიდაზე, ფინჯანი ყავა და პურის ყუაა, რომელიც ბავშვობას მახსენებს.
ჰო, 5-6 წლისა ვიქნებოდი, როცა მე და ბებო მარტო ვცხოვრობდით, სულ მარტო.
ჩვენი სამყარო გვქონდა და არავის ვაძლევდით შეწუხების უფლებას.
ბებო შეუდარებელი ქალი იყო-მეთქი, თავს ვერ მოგახვევთ, მაგრამ ჩემთვის განუმეორებელი, ნამდვილად გახლდათ.
კაცმა არ იცის როდის დავკარგეთ ერთმანეთი მე და ბებომ. შეიძლება, მაშინ როცა, მას ვჭირდებოდი, მე კი გავქრი, ან გამაქრეს.
ნაშუადღევს, ჩვენს, საძინებელში ვიწექით და პურის ყუასა და ნიორს ვჭამდით. ნიორი ძალიან მიყვარდა და სულაც არ მაღელვებდა მისი სუნი, რომელიც პირში, ლამის ნახევარი დღე მქონდა. ნიორზე მეტად კი, მისი, ბებოსთან ერთად ჭამა მიყვარდა.
ბებო სასწაული ქალი იყო და მასთან ყოველთვის, ყველაფერზე, შემეძლო საუბარი.
ხშირად, ვლაპარაკობდით და ერთად ვოცნებობდით, სულ იმას იძახდა, ბებო, ნეტავ როდის გაიზრდები, რომ სულ ჩემთან იყოო. და რა იცოდა...
და რა იცოდა, რომ ასე მალე გავიზრდებოდი და დავტოვებდი. არა, ტყუილია, თავიდან მაიძულეს მისი დატოვება, მერე ნელ-ნელა გავიზარდე და სხვა ცხოვრება ავაშენე, სადაც უმისობას სხვა რაღაცეებით ვანაცვლებდი, თუმცა მაინც მტკიოდა.
ორშაბათიდან-პარასკევამდე წამებსა და წუთებს ვითვლიდი, რომ მასთან წავსულიყავი და შაბათი დღე გამეტარებინა. მერე...
მერე, გავიზარდე და მასთან გასატარებელი შაბათი დღე ჩაანაცვლეს მეგობრებმა, საღამოებმა, კლუბებმა და სამეცადინოებმა.
გავიზარდე და მეტი დრო დავუთმე საკუთარ სურვილებს, მაშინ როცა, ყველა დიდი სურვილი მასთან ყოფნა იყო, ყოველთის.
ათასი მიზეზით ვიმართლებდი თავს, რომ ეს საჭიროა, იმისთვის რომ უკეთ ვიყო და მერე, უფრო დიდ ხანს შევძლო მასთან ყოფნა.
ასე, თავისმართლებაში გადიოდა შაბათობები, თვეები, წლეები.
ჩვენ ერთმანეთს ვურეკავდით, მაშინ როც,ა არც თუ ისე, შორს არ იყო ჩემგან და ვლაპარაკობდით საათობით, მერე გავიზარდე... გავიზარდე და საათები, წუთები შეიცვალა.
ერთხელ დამირეკა ბებომ და მითხრა : „ იცი, ახლა, რას ვაკეთებ? დავდივარ და შენს სურათებს ვკოცნი, შენი ბალიში მაქვს ჩხუტებული,მას შენი სურნელი აქვს, მენატრები ბებო“.
ამ დროს, თვალები, ცრემლებით ამევსო და პირველად, მთელი, ამ ხნის განმავლობაში ვიგრძენი, თუ როგორი არარაობა ვიყავი.
მე მეჩქარებოდა, ამ დღეს, მასწავლებლებთან უნდა წავსულიყავი, ბებოს ვუთხარი რომ ძალიან მიყვარს და გავუთიშე. მთელი დღე, ერთ, დიდ აურზაურად გადაიქცა ჩემთვის.
დავდექი ფასეულობების და ღირებულებების წინაშე და არ ვიცოდი, რა მექნა.
ვიყავი თინეიჯერი, რომელსაც ორი ცხოვრება ჰქონდა. ორი წარსული და ორი მომავალი.
რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს ეს ორი ცხოვრება, მაგრამ ყველაფერი, უფრო, რთულად არის, როცა სულით-ხორცამდე ორ რეალობაში გიწევს არსებობა.

როცა, ორი რეალობა ცდილობს შეგითვისოს და შენ იბრძვი, იბრძვი რომ გაერკვე, რომელი უფრო რეალურია შენთვის.
ცხოვრება ქუჩაში ჩამწკრივებულ, ნაგვისს, ურნებს ჰგავს. თითოეული მათგანი, პირამდე სავსეა ნაგვით და არც ერთი არ არის თავდახურული. შენ კი, უბრალო გამვლელი ხარ, ხელში ნაგვით და ფიქრობ, რომელში ჩატენო, ის ისე, რომ არ გადმოცვივდეს ურნიდან.
ურნა ვახსენე და ჩემი კორპუსის წინ სამი ცალი დგას, თანაც ყოველთვის სავსეა, რომ ჩვუვლი სიხარულით ვივსები, ხალხმა ისწავლა თურმე მისი მოხმარება.

****
დღეს ყველაფერი სხვანაირია. დღეც სხვანაირი. დილით ტელევიზორს, რომელიც რეკვიზიტის მნიშვნელობით დგას ჩემს ოთახში არასდროს ვრთავ ხოლმე, მაგრამ დღეს ჩავრთე.
დღეს გადავწყვიტე რომ სახლში დავრჩე.
ჩემს არაფრით გამორჩეულ სახლში, ექსკურსია მოვიწყო, რადგან დიდი ხანია, არც ერთ ოთახში აღარ შევსულვარ. აღარ მინახავს ოთახი, სადაც, დედაჩემს ან მამაჩემს სძინავთ, ან სადაც ჩემი პატარა ძმა მეცადინეობს.
ასე მემართება ხოლმე, როცა უბრალოდ სახლი მენატრება, ვრჩები, ვივიწყებ ყველაფერს და დავდივარ, ოთახიდან-ოთახში, სადაც უამრავი მოგონება დარბის.
ხშირად მეკითხებიან ამ პლანეტაზე ვარ თუ არა, მე კი მეცინება, რა თქმა უნდა, ცინიკურად ვპასუხობ რომ არა.
სატელევიზიო პროგრამებზე არ ვიცი რა ვთქვა, ამაზრზენია და მომაბეზრებელი.
მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, დილით, სანამ სკოლაში წავიდოდი, საწოლში ვგორაობდი და მულტფილმებს ვუყურებდი, მერე, რა თქმა უნდა გავიზარდე.
ვიცი, ამას, კითხულობენ ადამიანები, ვისაც აქვთ ჩემნაირი, ჩემზე უკეთესი ან უარესი სახლები, უკეთესი ან უარესი მოგონებებით, მაგრამ ვზივარ ხუთი ოთახიდან ერთ-ერთში და ვხვდები რომ ეს არ არის ჩემი სახლი. ეს არ არის ცხოვრება რომლითაც მინდა რომ ვიცხოვრო.

****
მე თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, არც თუ ისე, პრესტიჟული სკოლა დავამთავრე.
დაწყებით კლასებში თავი უცხო პლანეტელი მეგონა, რადგან არ ვიცოდი როგორ ან რაზე დავლაპარაკებოდი ბავშვებს, შესაძლოა სოციოპათიც ვიყავი, რადგან საკმაოდ ჩაკეტილი ბუნების ვიყავი, მაგრამ ეს არავის არასდროს არ შეუმჩნევია.
სკოლის ეზოში ნაძვის ხეები იყო, ალბათ ახლაც არის, მასწავლებელს ჩავყავდით ხოლმე როცა დამტვერვა იწყებოდა და გირჩებს გვაგროვებინებდა. ანჩხლი ვიყავი და იმ კატეგორიის ბავშებს მივეკუთვნები, ვისაც სკოლაში ბიჭებთანაც და გოგოებთანაც ხშირად მოსდით კამათი, ან უარესი, ჩხუბი.
სამართლიანობა მიყვარდა და ვერავის ვუთმენდი, მითუმეტეს რომ ენას პირში ვერ ვაჩერბდი და ყოველთვის სხვის მაგივრადაც კი, მისწრებდა ხოლმე კბილებს გარეთ.
არასდროს მქონია იმის ამბიცია რომ წინა მერხზე, თავზე ბანტითა და წელში გამართული ვმჯდარიყავი, მაგრამ ცუდი მოსწავლე არ ვყოფილვარ.
ალბათ ერთი-ორი მასწავლებელი თუ გამყვება სამუდამოდ მეხსიერებაშ, რომლებთან ურთიერთობამაც, საბედნიეროდ ადრეულ ასაკშვე დამინგრია იერარქიები „მოსწავლე-მასწავლებლისა“ და მაგრძნობინეს რომ ჩვენ, ყველანი ერთნაირი ადამიანები ვართ, განსხვავებული ყალიბებითა და შეგრძნების აღქმის უნარით.
ხშირად გამიგია მშობლებისგან რომ სურთ, ბავშვი ძვირადღირებულ სკოლაში მიიყვანონ, ან, პირიქით იქიდან წამოიყვანონ.
რა თქმა უნდა, კარგია როცა სკოლის განათლების სისტემა ევროპულ სტანდარტებთან ახლოს არის და შესაბამისად, იქ შეკრებილი მოსწავლეების უმეტესობაც, „ნათელი“ მომავლით არის გარანტირებული, მაგრამ მე გეტყვით რომ ჩემი სკოლის არც თუ ისე „ნათელ მომავლური“ ყოფისა, მე ნამდვილად ვხხედავ ჩემს ნათელ მომავალს.
მე არ მივლია ძვირადღირებულ სკოლაში, არც ძვირადღირებულ მასწავლებლებთან არ მოვმზადებულვარ და უფრო მეტიც, მხოლოდ ორ საგანში მოვემზადე, რადგან იმ პერიოდში, ცეკვა იყო სამყარო, რომელსააც თავს ვერ ვანებებდი და დღეს ვსწავლობ იმ ფაკულტეტზე, რომელზე სწავლაც გადაწყვეტილი მქონდა, თუმცა შეგნებულად არ ვწერ რომ „მინდოდა“, სურვილით სხვა პროფესია მსურდა, მაგრამ... ეს კიდევ სხვა თემაა...
ვსწავლობ, შეიძლება ითქვას, არც თუ ისე ძვირადღირებულ, მაგრამ საკმაოდ პრესტიჟულ უნივერსიტეტში, მაქვს დაფინანსება და ვარ წარმატებული სტუდენტი.
2-ე კურსზე იმ პროფესიით რაც გახლავართ, ორ სამსახურში ვმუშაობ და არც თუ ისე უკმაყოფილო ვარ.
2 წელი მაქვს იმისთვის რომ უბრალოდ პრაქტიკა დავაგროვო და აქედან წავიდე, რადგან საბოლოოდ, მინდა გავაკეთო ის, რაც სულით-ხორცამდე ჩემია.
თუმცა, რასაც ახლა ვაკეთებ, ვერ ვიტყვი რომ ჩემთვის არ არის, საინტერესო ან ძვირფასი.
უბრალოდ, ეს არის ის რაც ამ ეტაპზე უნდა გავიარო და გავიზარდო.
მორალისტი არ ვარ, ამიტომ ვიტყვი ერთს, რომ არ აქვს მნიშვნელობა სად ისწავლიან თქვენი შვილები, მნიშვნელობა აქვს იმას თუ რას ისწავლიან ისინი.
მნიშვნელოვანია ისიც თუ რისი სწავლის საშუალებას მისცემთ.
სხვა დანარჩენი უმნიშვნელოა, ისინი თავად გადააფასებენ ყველაფერს.

***
მე არაფრის მომცემი სხეულით, რომელიც პოტენციური დედა ან არის ან არა, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს ეკოლოგიურ-ეკონომიურ მდგომარეობას, გამოვდივარ სახლიდან და დავდივარ უმისამართოდ და ვიხსენებ მოხუც ხელებს. მოხუცი ბებოს, მოხუც ხელებს, რომელსაც მაჯებზე ძარღვები აქვს ამოყრილი და თითები უკანკალებს.
მე მეც მიკანკალებს ხოლმე თითები, არა, უფრო სწორედ ხელები, მაშინ როცა ვნერვიულობ.

მე ვაგრძელებ...

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG