Accessibility links

ავტორი: ირინა რურუა


(ქრონიკები)

ადამიანურ ტკივილებს შორის ყველაზე მსუყე შიმშილის ტკივილებია. შიმშილის ანუ ფიქრების ტკივილები, განცდების და ემოციების ტკივილები.
- დილის სევდა მაპარებდა დღის გასაჭირს და გათეთრებული სხეულის უსიცოცხლო ზანტ ნაწილებს მივათრევდი მზის პირისკენ. შავებში გახვეული სხეული მაკვირდებოდა ყოველ დილით სარკის მიღმა არსებული სამყაროდან და თვალების დახრის საშუალებას მართმევდა. ვუყურებდი საკუთარი თავის დამსხვრეულ ნაჭუჭებს და შემოსილი სევდა მათრობდა. უპურობა მათრობდა. მარტოობა მათრობდა. ამ ყველაფრის გაგება და მიჩვევა მათრობდა.
წითელი ბლის ხე აქრობდა და აამებდა შიმშილს, მოტკბო გემო ანაყრებდა მძიმე სხეულს და ჩამოცლილი შიმშილის კილოგრამები მტოვებდნენ დროებით. შემდეგ მიილია გაზაფხული და მოტკბო მცენარე შაქრიანი დამტკბარი წყლით ჩავანაცვლე. შემდეგ მხოლოდ წყლით და ბაღში მუშაობის სიმძიმე შემომრჩა ბოლოს.
ირგვლივ სიცარიელე და გარდამავალი სევდა მეკრა. უნდა გამეძლო, უნდა მეცოცხლა. უნდა მცოდნოდა რომ გადარჩენა ნიშნავს ბრძოლას მორიგ გადარჩენამდე და ასე საბოლოო სიკვდილამდე.

ქალაქი რომელიც სხეულებს ითვლის.
ყველა ქალაქში სხვადასხვა სევდით წვიმს. ცაას იმდენი ცრემლი ცვივა რამდენი სხეულიც ამძიმებს მიწას. ყველას თავისი წილი წვეთი ეცემა და ასველებს. ადამიანები დაატარებენ კალთებით სევდას და თვალებიდან გადმოსულ სიწითლეს უძილობას კიდებენ ტვირთად.
მზიან ამინდებში ამომშრალი გუბეები იტევენ სათქმელს, შემოდგომით შეყვითლებული ფოთლები კი ჭაღარებად ეფინება ტოტებს.

შეუმჩნევლად ჩავლილ ადგილებს ნისლი ბურავს შემჩნევის მორიგ შესაძლებლობამდე და მზის სხივებიც ადამიანებთან ერთად იშვიათად ხვდებიან კედლებს რომლებსაც დრო და ნესტი ერდროულად უტევს.

ადამიანები დახრილი თვალებით მიუყვებიან სახლისკენ მიმავალ დაღმართებს
დიდი ჯიბეებით დააქვთ დღის წილი ტვირთი
შემმდეგ ფერთხავენ აბრუნებენ ყველა კუნჭულს და მტვრის ნაწილაკს არ ტოვებენ გასახარად.
ყველაფერი ლაგდება. ყველაფერი უბრუნდება ძველ კალაპპოტს. ისე როგორც წვიმის შემდეგ ჩვევია ჩემი სოფლის მდინარეს.

ყველა ქალაქი ირეკლავს სხეულს, რომელიც დილაადრიან დააბიჯებს ქუჩებში მარტო.
ყველა ქალაქი იტევს მკვდარ, უსიცოცხლო სხეულს და იბარებს მიწა მომლოდინე ფხვიერი სევდით, რომელზეც მცენარეები იდებენ ბინას.. რომელიც ეზიზღებათ და უყვართ..

მიწად იქეცო.

მინდოდა გაზაფხლი მყვარებოდა, ვარდისფერნარევი თეთრი ფერი და ბევრი მწვანე,
ხასხასა მწვანე, ყავისფერი ბოლოებით მიწას რომ ერწმის..
მინდოდა წელიწადის დროებზე ფიქრით შიმშილი დამეფრთხო და მინდოდა შემოდგომა მყვარებოდა თავისი სევდით, ცრემლებით და ცაზე გამოკიდებული გამჭირვალე მარტოობით.
მე კი შემოდგომის მაძღარი მოლოდინი მიყვარდა, მოსალოდნელი მაძღარი დღეებით და შიმშილის აუტანელი სიმწვავეც ცხრებოდა დროებით..

მიწად იქეცო, მიწა იყავ და მიწად იქეცო მესმოდა და ვიმეორებდი რწმენაში ახლად შესული

არ მიფიქრიამიწად ქცევას მისი ყნოსვით რომ იწყებენ ..
ვყნოსავდი და ვეხებოდი, შევიგრძნობდი ხელის გულზე დატეული ადამიანების სიმძიმეს და ვამჩნევდი ნელ-ნელა როგორ იწყებდნენ მოძრაობას უძრავ ხელებში მოქცეული წერტილები.
მიწად ქცეული წერტილები, წვიმის შემდეგ ტალახებად რომ ქვავდება ის წერტილეი.

ხანდახან, როცა ფიქრები მეტისმეტად გაუგებარი ამბებისკენ იჭრება სიჩუმის მოსმენას ვიწყებ.
ჩვენთვის, ადამიანებისთვის სიჩუმის თორემ ბუნების დიალოგები არასოდეს ჩერდება გარშემო.
ხანდახან მეჩვენებოდა როგორ მთხოვდა შეწყალებას ბაღში ჩემივე ხელით მოყვანილი, მწვანე, ბოლქვიანი ხახვი, რომელიც ბოლო დროის სიღარბეს ედებოდა შვებად.
გამძაფრებული შიმშილის დროს ჩემი უანასკნელი იმედი მის უკანასკნელ იმედებს კლავდა და მიწას ჩაბღაუჭებულ ფესვებს ურეცხავდა წყალზე..
არასოდეს ყუჩდებიან პირადი გრძნობებიი სხვისი ტკივილების ცქერით.
სწორედ ისე როგორც თითებსა და ფრჩხილებს შორის მოქცეულ სიცარიელეში ჩატეულ ჭუჭყს ვერას დააკლებს წყალი.

სიკვდილი ქალაქსა თუ სოფლად,
შიმშილი მთებსა თუ ბარში,
ერთნაირად კლავს გონებას და კვებავს მიწას.
ავსებს ორმოებს და სიცარიელეს გამოფიტულ სიღრმეებში..

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG