Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მედია


ავტორი: ხატია გოგრიჭიანი

ჟურნალისტის ნაშრომი ხშირად ცვლის ადამიანის განწყობას, ხედვას და აყალიბებს დამოკიდებულებებს. სწორედ ამის გამო არის მნიშვნელოვანი შშმ პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის სიზუსტით გაშუქება და ამავდროულად ეთიკური ნორმების დაცვა.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით შშმ პირთა რაოდენობა არ არის უმნიშვნელო. 2015 წლის „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მონაცემების მიხედვით საქართველოში რეგისტრირებულია 118 651 შშმ პირი, რაცმთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 3%-ია. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ხშირად ჩნდება შშმ პირებთან დაკავშირებული თემები, რომლებიც სათანადო გაშუქებას საჭიროებს.დროს მედია ვალდებულებას იღებს თავის თავზე, რომ ამბავი ოპერატიულად და ობიექტურად გაშუქდეს.

ჟურნალისტს შეუძლია სხვადასხვანაირად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას, როგორც აღვნიშნეთ მას შეუძლია, ჩამოაყალიბოს ან შეცვალოს მაყურებლის/მკითხველისხედვა და დამოკიდებულება.

გარკვეულწილად სწორედ ჟურნალისტების არასწორმა სამქმიანობამ ხელი შეუწყო საზოგადოების აზროვნებაში სტერეოტიპების მტკიცედ დამკვიდრებას.არსებობს სხვადასხვა შეხედულება თითქოს შშმ პირს არ შეუძლია მიიღოს სრულყოფილი განათლება, არ შეუძლია დასაქმება, ოჯახის შექმნა და ა.შ.მსგავსი დამოკიდებულებით და დისკრიმინაციით პიროვნება მუდმივი სტრესის ქვეშ იმყოფება და დაბრკოლებები ექმნება.

მედიის წარმომადგენელს შეუძლია სხვადასხვა კუთხით გააშუქოს საკითხი. იმ შემთხვევაში თუ ჟურნალისტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს განიხილავს, როგორც უძლურდა არარეალიზებულ ადამიანს, ავტომატურად საზოგადოებაშიც ანალოგიური დამოკიდებულება ჩნდება და შშმ პირი ქველმოქმედების სუბიექტთან იგივდება. ამასთან ერთად, დაუშვებელია არაეთიკური და შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება. ,,უბედური“, „საწყალი“ ,,ავადმყოფი“, ,,ინვალიდი“, ,,ეტლს მიჯაჭვული“ ეს ტერმინებიხშირად გვხვდებასხვადასხვა სახის ჟურნალისტურ მასალაში.

საპირისპიროდ მედიას შეუძლია შშმ პირი წარმოაჩინოს, როგორც ნიჭიერი და წარმატებული პიროვნება.აუდიტორიამ უნდა ნახოს მსგავსი მაგალითები რის შედეგადაც საზოგადოება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების მიმართ უფრო ლოიალური გახდება და მათსაზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობასმისცემს.

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, შშმ პირებს საქართველოს მასშტაბით შემდეგი ძირითადი პრობლემები აქვთ: შშმ პირებისთვის მიუწვდომელია ფიზიკური გარემო, ტრანსპორტი, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და ა.შ. სახელმწიფოს არ აქვს შემუშავებული შშმ პირების დასაქმების პოლიტიკა, ჯანმრთელობის საკითხებში არ ხდება შშმ პირების განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინება, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კვლავ რჩებიან ფიზიკური და მენტალური შეზღუდვის მქონე პატიმრები, რომელთა საჭიროებების გათვალისწინება არ ხდება. მედიას შეუძლია ამ სერიოზული პრობლემების მოგვარებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას და ხმა მიაწვდინოს ხელისუფლებასა და საზოგადოებას.

მსგავსი საკითხების გაშუქებისას, ჟურნალისტმა არსებულიპრობლემები არ უნდა დაუკავშიროს პიროვნების მენტალურ ან ფიზიკურ ნაკლს. მაგალითად როდესაც გადაადგილების, განათლების მიღების ან დასაქმების პრობლემა არსებობს ჟურნალისტმაიმ ფაქტზე უნდა გააკეთოს აქცენტი, რომ რეალურად ყველასათვის დამაკმაყოფილებელი პირობები არ არსებობს, ხელისუფლება პასიურობს და მოქალაქეების საჭიროებებს აიგნორებს.

არსებობს კიდევ ერთი პრობლემაშშმ პირების თემატიკაზე მომზადებული მასალის რაოდენობის უმეტესობა გვხვდება მაშინ, როდესაც არის რაიმე საერთაშორისო დღე. მაგალითად დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, აუტიზმის საერთაშორისო დღეს და ა.შ განსაკუთრებით მეტი პუბლიკაცია გვხვდება, თუმცა ამავდროულადმასალა ხშირ შემთხვევაშიზედაპირულიადა არგანიხილება პრობლემური საკითხები.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG