Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: მარიამ პატარავა

ახალგაზრდა მერილ სტრიპს ფილმის კასტინგზე” კინგ კონგი” უთხრეს ,რომ ამ როლისთვის ძალიან მახინჯი იყო . ხოდა, მერილმა სულაც არ ჩაიქნია ხელი რამდენიმე ადამიანის აზრის გამო და დღეს “მთელ ჰოლივუდს აზანზარებს “ .ის ლეგენდაა! ხშირად მიფიქრია ამაზე .ქალები, გოგოები მთელ ცხოვრებას გამადიდებელი შუშის ქვეშ ვატარებთ.გამუდმებით გვაკრიტიკებენ და გვიწუნებენ გარეგნობას ”ბიჭუნები” ჭუჭყიანი ჯინსებით და პლანის ბენდენებით კისერზე, დაგვცინიან : გამონგრეული ფეხების,დიდი ყბის და პატარა მკერდის გამო.პასუხად ,”მშვენეირი სქესის” დიდი ნაწილი კი , ვატარებთ დროს თვით გვემაში,სარკის წინ საათობით , ჩვენი” ნაკლის” დაფარავაში . გოგოები,რომლებიც არ გამოირჩევიან სილამაზით,ცდილობენ ამის ხარჯზე ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანონ ,ცდილობენ იყვნენ საინეტერესოები,იღებავენ თმებს უცნაურ ფერად ,იკეთებენ პირსინგებს და ტატუებს იმიტომ, რომ მემაბოხე,ბოჰემური გარეგნობით ცდილობენ დასვან კითხვა : ჩვენ რა ზანგები ვართ ? და საერთოდაც , ზანგები რა ზანგები არაიან ? ))))))) რატომ მიიჩნევა ზანგი თანამაედროვე ქართულ საზოგადოებაში უკიდურესი დამცირების ატანის სინონიმად .მაგ; “ყველას აქვს აიფონი და მე რა ზანგი ვარ ?” სიბრძნით გაჯერებული კითხვაა ! საზოგადოება გულს ირევს, ჩვენი პროტეტსტის დანახვაზე ,იმაზე რომ ჩვენ ასე გამოვხატავთ იმ უსამართლობას რასაც აბსურდული კრიტერიუმებით განსჯა ჰქვია. ნერწყვებს ვყლაპავთ ფორთოხლს ტორტზე მაგრამ,ვამჯობინებთ გამხდარ თეძოებს .დავდივართ სპა-სალონებში, ვიკეთებთ პლასტიკურ ოპერაციებს,თუმცა,არც” აწყობილები “და ნადიეტარი ან “გაშპაკლული” გოგოები ვრჩებით დაცინვის და ქილიკის გარეშე. ახლა, ეს საზოგადოება რომელიც,დაგვცინოდა ბუნებრივი ნაკლის გამო არ გვინდობს და მწარედ დასცინის ჩვენს მცდელობას ,გამოვიყურებოდეთ უკეთ.ჩვენც ,(განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში) ბევრ დროს ვხარჯავთ ამაზე დარდში და იმის მაგივრად,ვიფიქროთ ჩვენს მომავალ კარიერაზე,განვითარებაზე. ხშირად,ვვარდებით დეპრსეიაში. არ გავდივართ სახლებიდან, ვღებულობთ ათას ფსიქილოგიურ და ფიზიკურ ტრამვას . (მარია კალასი მახსენდება სულ ) გვჯერა რომ ჩვენი “სიმახინჯის” გამო უნდა ავიტანოთ ის რაც, მოგვიგდო ცხოვრებამ :) ხოდა ,ამასობაში გადის წლები,და ვსვამთ კითხვას “ “ Will you still love me When I'm no longer young and beautiful? Will you still love me When I've got nothing but my aching soul?” ჩვენი ნაოპერაციები ცხვირები და მკერდი ,ბერდება ,ჭკნება :) ახლ აუკვე ჩვენს ქმრებს ,შეყვარებულებს და საყვარლებს აღარ მოსწონთ ქათმის კანივით ხორკლიანი და მომჩვარული სხეული, ჩვევის გამო გვკოცნიან შუბლზე და საყვარლებად ირჩევენ ახალგაზრდა, ლამაზ უკანალიან ქალებს .იმ ვნებას, რომელსაც ადრე ჩვენ გვიყოფდნენ ხარჯავენ სხვაგან.იმართლებენ თავებს ჰორმონალური მოთხოვნილებებით თუმცა, ჩვენ იმედი გავქვს, მაინც მათი. ვუყურებთ მელოდრამებს,ვღვრით ცრმელებს,ვუკეთებთ გემრიელ სადილებს და მკრათალ ლოყებზე ვისვამთ პუდრს,იმ იმედით ,რომ დღეს ის აუცილებლად გაუსვამს ხაზს ჩვენს სილამზეს.ვიღებავთ თმებს და დამნაშავეებივით ვმალავთ ჭაღარებს, ცელულიტებს.ისინი სიყვარულით უცქერენ ჩვენს გაჩენილ ბიჭებს,გოგონებს,რომლებშიც მათი სილამზე და ახლაგაზრდობა იყურება .ჩვენ კი,ეს კილოგრამების მომატებით,კბილების დაკარგვით და ათასი რამის ფასად გვიჯდება. არ მოსწონთ ნახევრად წაშორებული ლაკი თითებიდნ,რომელიც ვერ გავიკეთეთ ხელახლა იმიტომ,რომ მთელი ღამე ბავშვის საწოლებთან გავატარეთ,სანამ მათ ტკბილად ეძინათ. ასაკში შესულებს გვახსენდება ახალგაზრდა არც თუ ლამაზი გოგოს დანახვაზე ჩვენი ფარული კომპლსექსები და მწარედ გვეღიმება. ბევრჯერ მიფიქრია ამაზე და იცით რა მგონია ? “ბიჭუნებს”(ნამდვილი კაცებისგან განსხვავებით)არ მოსწონთ,დათმონ ის” ღმერთის ნაბოძები უპირატესობა” რაც გაჩენისდღიდან უბოძეს ამიტომაც გვეძახიან დაუკმაყოფილებელ, თავნება, მახინჯ ძუკნებს და ჩვენ ამჯერად ,ჩვენი გამადიდებელი სათვალეებიდან გვიწევს ვუყუროთ ახალი ტიპის დაბრკოლებას :) ამაზე მაქვს პასუხი ! მას შემდეგ რაც მივხვდი, რომ ჩვენ ჩვენი ნაკლით,ან ნაოპერაციები დეტალებით ვართ ერათედერთები და ჩვენნაირი ზუსტად ვეღარ გაჩნდება :) მახსენდება ბუკოვსკი ,რომელიც კაცის ეტალონად მივიჩნიე ,როცა წავკითხე “კასი,ყველაზე ლამაზი გოგონა” და მაშინ დავფიქრდი თუ რა მნიშვნელოვანია ვიღაცას უყვარდე მოკლე ფეხებით და არ გჩუქნიდეს ვარდებს შენი გრძელი ფეხების გამო. თუ რა უპირატესობა აქვთ” მახინჯებს” ,რომ ისინი “ სილამაზის” გამო არ უყვართ.აღარ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ყოველთვის ლამაზ სხეულში არ არის ლამაზი სული ან პირიქით. ქეთრინ სთოქეთი თავის ძალიან კარგ წიგნში - “მოსამსახურე” ამბობს :” ყოველდღე, როცა გაიღვიძებ ,შენს თავს ჰკითხე დავიჯერო ის, რასაც დღეს ჩემზე სულელები იტყვიან ?” მე ვიცი, რომ ჩვენ, ყველა მალე მივალთ იმ დასკვნამდე, რომ სულელები არის ბრბო რომელიც,აზრს იცვლის ყოველდღე და არც მათი თაყვანისცემა უნდა გვიხაროდეს და არც დამცირება გვთრგუნავდეს.უნდა გვიყვარდეს ჩვენი დაბერებული კანი,გაქცეული თვალები და უშნო მკლავები იმიტომ რომ არსებობენ ადამიანები რომლებსაც შიათ,რომლებიც იტანჯებიან დაავადებებით იმიტომ რომ, ჩვენ მოგვავლინეს დანიშნულებით დავეხმაროთ მათ, -დავეხმაროთ სამყაროს გახდეს უკეთესი და ამისთვის ყველა ,უკლებლივ ,ძალიან მნიშვნელოვანნი ვართ. ჩვენ არ ვართ გამოფენის ქანდაკებები რომლებმაც, მნახველს სიამოვნება უნდა მიანიჭოს. ჩვენ ,ქალებიც და კაცებიც ვართ რასა, რომელსაც სამყარომ მისცა არჩევნისა და ბედნიერების საშუალება . თავგანწირვის შესაძლებლობა. თავგანწირვა არის სიყვარული. დრო კი , “მხოლოდ სიყვარულს დაინდობს ! ”

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG