Accessibility links

საცხოვრებელი სივრცის უსაფრთხოება


ავტორი: ნატალია ჭამიაშვილი

საცხოვრებელი გარემოს უსაფრთხოების პრობლემის მოგვარებაში ოთხი მნიშვნელოვანი აქტორია ერთმანეთზეგადაჯაჭვული: 1. მეცნიერ-მკვლევარები, რომლებიც იკვლევენ გარემო-პირობებს და ადგენენ, თუ რა საფრთხეებია მოსალოდნელი კონკრეტულ ტერიოტირაზე და რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს შენობა. 2.სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც უკვე არსებული კვლევების საფუძველზე აკანონებენ მკვლევარების მიერ ჩამოყალიბებულ კრიტერიუმებს, პასუხისმგებელნი არიან კანონის აღსრულებას, კონტროლსა და სასჯელის არსებობაზე კრიტერიუმებს დარღვევის შემთხვევაში. 3. სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ვალდებულნი არიან, კანონის შესაბამისად ააშენონ ადამიანისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი ფართები. 4. საცხოვრებელი ფართების შესყიდვით დაინტერესებული პირები.

მკვლევართა დასკვნები აღწერილობითი ხასიათისაა. ისინი არსებულ გამოცდილებას აღწერენ, ახარისხებენ და პროგნოზირებენ საფრთხეებს. ამ პრინციპით არის შემუშავებული 12 ბალიანი სკალა, რომელსაც მიწისძვრისთან დაკავშირებით ვიყენებთ.

ერთი შეხედვით, ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული რგოლი დაინტერესებული უნდა იყოს უსაფრთხოების ზომების დაცვით, რადგან, ყველასათვის ნათელია, რომ უსაფრთხოების ზომების არ გათვალისწინებამ, შეაძლოა, გამოიწვიოს მოსახლეობის მასობრივი სიკვდილიანობა.

რეალურად, საცხოვრებელი ფართების უსაფრთხოების გარანტირება გულისხმობს სპეციალური კრიტერიუმების დაკმაყოფილებას მშენებლობის პროცესში. შესაბამისად, იზრდება სამშენებლო კომპანიების მხრიდან გაწეული ხარჯები, ეს აძვირებს მშენებლობას. მაღალი ფასი საცხოვრებელ ფართებზე ამცირებს მოთხოვნას მათ შესყიდვაზე. სამშენებლო კომპანიებისთვის ეს ნაკლებად მომგებიანია. გაძვირებული საცხოვრებელი ფართები იწვევს მათი შეძენით დაინტერესებული პირების გაღიზიანებასაც. რთულ პირობებშია მთავრობაც, რადგან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, როგორც ძველი, ასევე ახალი, უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ კრიტერიუმებს, დგას პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხიც. დემოკრატიულ ქვეყნებში მთავრობები დაინტერესებულნი არიან იმით, რომ ხელმეორედ იყვნენ არჩეული ხალხის მიერ, რის გამოც, ისინი ერიდებიან მტკივნეულ ცვლილებებს. გამოდის, რომ ზემოთჩამოთვლილი მიზეზების გამო, საფრთხეშია უამრავი ადამიანის სიცოცხლე.

რისკები განსხვავებულია რეგიონების მიხედვით. დიდი მნიშვნელობა აქვს ქანების შემადგენლობასა და მოძრაობას, მოსახლეობის სიმჭიდროვეს, ინფრასტრუქტურას, შენობებს, საფრთხეების გავრცელების შესაძლებლობებს...

მსოფლიოს გამოცდილებას თუ გადავავლებთ თვალს, არც თუ ისე კარგი შედეგებით სრულდება საცხოვრებელი ფართების უსაფრთხოების კრიტერიუმების არ გათვალისწინება. სომხეთში მშენებლობები გათვალისწინებული იყო შვიდბალიანი მიწისძვრისათვის. თუმცა, ყ1988 წელს განვითარდა სპიტაკის მიწისძვრა მაგნიტუდით Ms = 6.8 (მელკონიანი,ნოიი, ჰოვაზიანი), რომელმაც კერაში 10 ბალს მიაღწია და საშინელ ტრაგედიად იქცა. ინფრასტრუქტურის სრულ განადგურებას რომ თავი დავანებოთ, სხვადასხვა წყაროების მიხედვით (1,2,3)მიწისძვრის დროს დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა 25 000 - დან 5000-მდე.

მიუხედავად იმისა, რომ განვითარებულ ქვეყნებში უსაფრთხოების ნორმების დაცულობის ხარისხი განვითარებად ქვეყნებთან შედარებით გაცილებით მაღალია, სტიქიებისა და ხანძრის, ან სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენის შემთხვევაში მიღებული მატერიალური ზარალი აღემატება განვითარებადი ქვეყნებისას, ძვირადღირებული მშენებლობებისა და ინფრასტრუქტურებისგან გამომდინარე.

განვითარებულ ქვეყნებში დიდი ყურადღება ექცევა უსაფრთხოების ნორმების დაცვას.2016 წელს იაპონიის სამხრეთში, კუმამოტოში განვითარდა 7.0 (Mw) მაგნიტუდის მქონე მიწისძვრა. ვიდრე 1988 წლის სპიტაკის მიწისძვრა. მიწისძვრის შედეგად დაზიანდა კუმამოტოს ისტორიული სასახლე, მისი ხის სტრუქტურა მთლიანად ჩამოიშალა. თუცა, იქიდან გამომდინარე, რომ სომხეთთან შედარებით საცხოვრებელი ფართების უსაფრთხოების ზომები მეტად იყო დაცული, დაიღუპა მხოლოდ 9 ადამიანი.

მშენებლობების უსაფრთხოებასთან ერთად, მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, მნიშნველოვან როლს თამაშობს მობილიზებული სასწრაფო სამედიცინო, სახანძრო და სამსაშველო სამსახურები.

საცხოვრებელი ფართების უსაფრთხოების თვალსაზრისით არც ისე სახარბიელო მდგომარეობაა საქართველოშიც. ამ საკითხმაშედარებით აქტუალობა მოიპოვა ბოლო პერიოდში, 13 ივნისის თბილისის წყალდიდობისა და ბათუმში მომხდარი სასტუმრო ლეოგრანდის ტრაგედიის შემდეგ. თუმცა, არც წარსულში იყო პრობლემა მოგვარებული. უამრავი მიწისძვრის, ხანძრისა, თუ წყალდიდობის გახსენებაა შესაძლებელი, რომელთაც სახელმწიფო აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა.

ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში ქართველი სეისმოლოგები დაჟინებით ითხოვდნენ, რომ თბილისი 7 ბალიანი ზონიდან გადასულიყო 8 ბალიანი ინტენსივობის მქონეზონაში. თუმცა, მათი მოთხოვნა დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა პასუხის გარეშე. გრძელდებდა მშენებლობები ძველი, უფრო დაბალი სტანდარტების შესაბამისად. თუ რატომ, პასუხი ძალიან მარტივია. 1 ბალიანი ცვლილებაც კი (იმ პერიოდის შეფასებებით), გამოიწვევდა სამშენებლო ხარჯების 2,5-ჯერ ზრდას. უსაფრთხოების ნორმების სათანადოდ არ გათვალისწინებამ თავი იჩინა 2002 წლის მიწისძვრის დროს. მიუხედავად საშუალო სიმძლავრის მიწისძვრისა(Ms 4.5) ეპიცენტრში ინტენსივობა შეფასდა7.5 ბალით , დაღუპულთა რაოდენობამ 6-ს და ეკონომიკურა ზარალმა 300 000 000 აშშ დოლარს მიაღწია.

გეოფიზიკოსი ნინო წერეთლის თქმით, სქართველოს დღევანდელ სეისმური საშიშროების ნორმატიულ რუკაზე ნაჩვენები ნიადაგის მოძრაობის მაქსიმალური აჩქარებების მნიშვნელობები მოსალოდნლზე დაბალია. შესაბამისად, ამ პარამეტრზე გათვალისწინებული მშენებლობები საფრთხის შემცველია. ამასთან, აღწერილია 1275 წელს მცხეთაში ძალიან მძლავრი, 9 ბალიანი მიწისძვრა. ასეთი მძლავრი მიწისძვრების გამეორების პერიოდი 600-დან 1000 წელია. ამიტომ, სასიცოცხლო მნიშვნელოვანია ამ პრობლემის გათვალისწინება და სეისმური საშიშროების რუკების ხელახალი გათვლა ამ პარამეტრების მიხედვით თანამედროვე სტანდარტებს გათვალისწინებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ემუქრება დედაქალაქსაც (წერეთელი, 2017).

იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული საფრთხეები, მნიშვნელოვანია, პროცესში მონაწილე თითოეულმა რგოლმა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა და უფლებამოსილების გათვალისწინებით, ხელი შეუწყონ მშენებლობების შესაბამისობას მკვლევარების მიერ დადგენილ პარამეტრებთან.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG