Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბეჭდების მბრძანებელი და სამართლებრივი ასპექტები რეალური სამყაროდან


ავტორი: ნათია ჯინიუზაშვილი

ზოგიერთს გაუკვირდება ალბათ რა შუაშია ერთმანეთთან ბეჭდების მბრძანებელი და სამართალიო. უნდა გაგაკვირვოთ და გითხრათ რომ ბეჭდების მბრძანებლის ისტორიაში არის ძალიან საინტერესო სამართლებრივი ასპექტები ჩადებული, რომლეთა არსებობა რამდენად გამიზნული იყო ავტორის მიერ ნამდვილად ვერ გეტყვით. უფრო მეტად გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ სამართლებრივი საკითხების დაჭერა შესაძლებელია არა მარტო ამ ტრილოგიაში არამედ სხვა ბევრ ჩვენ საყვარელ წიგნსა თუ ანიმაციურ ფილმში. მათ შორისაა პატარა ქალთევზას ისტორია რომელიც კაბალურ ხელშეკრულებას დებს ურსულასთან, რაც მისი ხმის დაკარგვით სრულდება, შრეკი რომელიც ხელშეკრულებას ხელს აწერს მის წაუკითხავათდ და შემდგომ თავადადებული ბრძოლა უწევს საყვარელი ფიონას დასაბრუნებლად და სხვა მსგავნი.

თუმცა დავუბრუნდეთ კვლავ ბეჭდების მბრძანებელს, ეჭვი მაქვს ეს ისტორია წაკითხული თუ არა ნანახითითქმის ყველას გექნებათ. არ ვიცი ეს მარტო მე მემართება თუ თქვენც ასე ხართ, მას შემდეგ რაც საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტეზე ჩავაბარე და სამართლებრივი საკითხების შესწავლა დავიწყე ყველაფერში რაღაც სამართლებრივი დატვირთვის მქონეს ვეძებ. ასე აღმოვაჩინე რომ შუახმელეთში მცხოვრები სხვადასხვა არსებები აღიარებენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, რაც საერთაშორისო სამართლისა და მთელი საერთაშორისო საზოგადოების მონაპოვარია, ტრილოგიაში ვხვდებით მემკვიდრეობისა და საკუთრების უფლების დაცვის აქტუალურობას, ასევე გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლრაციის დებულებების გავრცელებას აღნიშნული ისტორიის გმირებზე, რასაც უფრო კონკრეტულად ქვემოთ შევეხები.

მოგეხსენებათ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღეს 1948 წლის 10 დეკემბერს და ალბათ ამას უნდა დავაბრალოთ რიგი დარღვევები, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ სიუჟეტის მსვლელობისას. რომ არ დაგაბნიოთ აქვე განგიმარტავთ რომელი მუხლების დარღვევას ვგულისხმობ. ავიღოთ დეკლარაციის მე-4 მუხლი, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ვინმეს მონობაში ან ყმობაში ყოფნა. თუ არა უცოდინარობა სხვას რას დავაბრალო საურონის ტირანული და ძალაუფლების მომხვეჭელური ზრახვები, რომელსაც სურს დაიმონოს და დაიმორჩილოს ყველა და რომელიც ფეხქვეშ თელავს ხსენებულ დებულებას.

აქვე ვხვდებით ხსენებული დეკლარაციის მე-5 მუხლის დარღვევასაც, როდესაც გულუმს, წარსულში სმეაგოლად წოდებულს აწამებენ ბეჭდის ასავალ-დასავალის გასარკვევად. მე-5 მუხლი კი მოგეხსენებათ კრძალავს ნებისმიერი პირის წამებას, სასტიკი, არაადამიანური თუ ღირსების შემლახველი მოპყრობისათვის დაქვემდებარებას. ჩემ აღფთოვანებას იმსახურებს დეკლარაციის 21-ე მუხლის განსაკუთრებული პატივისცემა შუახმელეთის მაცხოვრებლების მიერ, რომლებიც აღიარებენ და რეალობაშიც უზრუნველყოფენ მათი საუფლოს წევრების თანამონაწილეობას მათთვის საჭირობოროტო საკითხების გადაწყვეტაში. აქ შეხვდებით ისეთ გაერთიანებებს როგორებიცაა ელრონდის საბჭო, ბეჭდის საძმო, თეთრი საბჭო და ა.შ. 21-ე მუხლი ხომ სწორედ ქვეყნის მართვა-გამგეობაში მონაწილეობის უფლებას ანიჭებს განურჩევლად ყველას.

ჰობიტებზე და მათი სამყაროს გმირებზე საუბრისას წარმოუდგენელია გამოვტოვოთ ჰობიტების მიერ ყველაზე მეტად მოწონებული დეკლარაციის 24-ე მუხლი. დეკლარაციის 24-ე მუხლის თანახმად: „ყველას აქვს დასვენებისა და თავისუფალი დროის გამოყენების უფლება სამუშაო საათების გონივრული შეზღუდვისა და ანაზღაურებადი პერიოდული შვებულების უფლების ჩათვლით. თუ გავიხსნებთ ჰობიტების ცხოვრების სტილს დამეთანხმებით ალბათ, რომ ყველაზე უკეთ დეკლარაციის ამ დებულების რეალიზებას ახერხებენ ჩვენთვის საყვარელი ჰობიტები, რასაც მე პირადად ვერ დავიკვეხნი და რომლის დეფიციტსაც ალბათ არაერთ თქვენთაგანთან ერთად მეც განვიცდი.

როგორც ხედავთ საინტერესო საკითხების აღმოჩენა ისეთ დეტალებშიცაა შესაძლებელი, როგორშიც როგორც წესი არ ველოდებით მსგავსი რამის პოვნას. სულ ცოტა მეტი გასაქანი წარმოსახვის უნარს მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესო სამყაროს გადაშლის წინაპირობაა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG