Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამჭვირვალე ოქრო


ავტორი: რეზო ბაინდურაშვილი

ოქრო XXI საუკუნეში მეტად დაფასდა, როგორც ვალუტის გამამყარებელი უნივერსალური საშუალება. რამდენს უფიქრია ან უოცნებია ოქროზე, მან ხომ შეიძლება შეცვალოს ყველას ცხოვრება. მაგრამ რამდენი დაფიქრებულა, რა არის გამჭვირვალე ოქრო?.... ჰაერი. იგი ბუნებრივია, რომ ყველაზე საჭირო და ფასეული არის ჩვენს ყოველდღიურობაში და მაინც რა მნიშვნელობა აქვს მას ჩვენთვის. ცხადია საზოგადოება რაც უფრო დატვირთულია მძიმე სოციალური პრობლემებით, უფრო ნაკლებად ფიქრობენ გარემოზე. უპირველესად ჰაერი სიჯანსაღეა, თუ ამ დეფინიციას ნივთზე გადმოვიტანთ დავინახავთ, რომ ნივთს მოვლა და გაფრთხილება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში დრო ზემოქმედებს მასზე. ააქვს ჰაერს დრო? სამწუხაროდ რაც წლები გადის უფრო მეტად დაბინძურებული ჰაერით ვსარგებლობთ. ნებისმიერი ქვეყნისათვის ძნელია კლიმატთან ბრძოლა, მაგრამ შედარებით ადვილი იმასთან რაც ხალხის ნებაზეა დამოკიდებული. რა უნდა ხალხს? იმუშავოს, იყოს წარმატებული, ბდნიერი. სამწუხაროდ, ზემოდხსენებულის მისაღწევად ჰაერია საჭირო, რომელიც ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში განსაკუთრებით დამძიმდა. ამავდროულად ახალგაზრდებშიც პოპულარულია თავის ტკივილი, დაღლილობა და სუნთქვის უკმარისობა. ჩნდება განცდა, რომ ჩვენ ვმუშაობთ, ვიბრძვით, რათაგვქონდეს ოქრო და სამსახურებში მანქანებით ვიაროთ, მაგრამ რატომ ვივიწყებთ ჰაერს. თუ თავისუფლების გააზრებას, როგორც მონაპოვარს წლები და გამოცდილება სჭირდება, იქნება ჰაერსაც იმავე სურს, უბრალოდ ხმადაბლა ზუზუნებს და არ გვესმის. მაგრამ საქმე ის არის, რომ ზოგადად ადამიანები დღევანდელ დღეზე ვფიქრობთ და გვავიწყდება ის რაც გვაძლევს უნარს ვიყოთ ჯანმრთელნი, ის რაშიც სეირნობა გვსიამოვნებს, გვაცოცხლებს, გვაფიქრებს და ერთი სული გვაქვს ჭარბათ გადავყლაპოთ მისი მარგებელი თვისებები. პრობლემის გამოსავალი ერთია უნდა შევძლოთ ნაბიჯ-ნაბიჯ ოთხთვალა კომფორტზე უარის თქმა, ამავდროულად არ დავივიწყოთ, რომ საქართველოში (სამწუხაროდ) არ არსებობსდიდი ინდუსტრია, რომლიც ათჯერ ან ასჯერ მეტად აბინძურებს გარემოს. რატომ არ შეიძლება ამ მოცემულობის გამოყენება? კარგად ცნობილი ფაქტია, რომ განვითარებულ ქვეყნებში დახვეწილია კონსტიტუცია, ზოგი ზღუდავს ქალაქებში ავტომობილებით გადაადგილებას, ზოგი კი მძღოლს გამართული მანქანით სიარულს ავალდებულებს. რატომ არ შეიძლება ჩვენც დავფიქრდეთ, გავიაზროთ, თუ ვინმე ვერ ფიქრობს ვუთხრათ. ალბათ თუ ველოსიპედზე დამჯდარ პოლიტიკოსს facebook- ზე ასობით მოწონება და გაზიარება აქვს, რატომ არ გვინდა გამოხატული მოწონების ან ინტერესის რეალობაში გადმოტანა? საზოგადოება უნდა მიეჩვიოს არამხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ გარემოზეც ზრუნვას. აი მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ არის გამჭვირვალე ოქრო უფრო ძვირი ვიდრე მობზინავე მეტალი, რომელიც გვამშვენებს და გვალამაზებს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG