Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური კულტურა, როგორც ეროვნული დეფიციტი


ავტორი: თამარ მელაძე

ხშირად მოგვისმენია ფრაზა ,რომ ქართველ ერს არ გააჩნია პოლიტიკური კულტურა , ამაზე კამათობენ მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ იცინ რომ არ არსებობს მსოფლიოში არცერთი სახელმწიფო, რომელსაც არ გააჩნია მაიდენტიფიცირებელიპოლიტიკური აქტივიზმი. თუ ჩვენ სახელმწიფოებს დავყოფთ მაღალი და დაბალი პოლიტიკური კულტურის მქონეებად საქართველო, ქვეყანა რომელმაც გაიარა რუსეთის გუბერნიობისა და საბჭოთა კავშირის ეპოქა დამხოოდ 20 წელია რაც დგას ტრანზიციის ეტაპზე ,სამწუხაროდ უნდა მივაკუთვნოთ დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების რიცხვს. შესაბამისად მნიშვენელოვან ფაქტებზე გვერდის ავლა იქნება ჩვენი ერის პოლიტიკური კულტურის არმქონედ შერაცხვა. მოკლედ ,გვინდა არ გვინდა და რამდენიც არ უნდა ვამტკიცოთ დიახ, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური კულტურა მაგრამ დაბალი დონის.

პოლიტიკური კულტურა ,როგორც ტერმინი აღნიშნავს საზოგადოების პოლიტიკური ქცევის მოდელს, პოლიტიკურ ინსტიტუტებზე ორიენტაციების ერთობლიობას, სულიერი კულტურის ორგანულ ნაწილს და იგი გახლავთ პოლიტიკური სისტემის აუცილებელი ელემენტი.პოლიტიკური კულტურის განსაზღვრისთვის თუ რომელ დონეს განეკუთვნება სახელმწიფო არსებობს სხვადასხა შეფასების სქემები და მხოლოდ მოვლენებზე დაკვირვების შედეგად აკეთებენ კლასიფიკაციას მეცნიერებითუ როგორი პოლიტიკური კულტურის მატარებელია ესა თუ ის ერი. პოლიტიკური კულტურის განმსაზღვრელი ინდიკატორებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ელექტორატის გადაწყვეტილების მიღების პროცესი-არჩევნები.

2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებმა კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა ქართველი ხალხის დაბალი პოლიტიკური კულტურა. არავინ დაობს იმაზე რომ დღევანდელი არჩევნები მეტად სამათლიანი და პროგრესულია იმ წარსულში ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით ,რომელზე უსიამოვნო ისტორიები ბევრჯერ მოგვისმენია,მაგრამ თუკი ჩვენ გადავხედავთ ამომრჩევლის ჩართულობასა და მონაწილეობას საარჩევნო პროცესში ვერ გავექცევით ფაქტსრომ ჩვენ მართლაც ჯერ კიდევ დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებლის მქონე სახელმწიფოდ ვრჩებით.

ამ ჰიფოთეზის დასამტკიცებლად შეგვიძლია ჩავუღმავდეთ პოლიტიკური სისტემის სხვადასხვა მნიშვნელოვან მახასიათებლებს.კონკრეტულად არავინ უარყოფს და ამას ადასტურებს ისტორიული ფაქტებიც , რომ ჩვენი ერი ხშირად იყო ქარიზმატული ლიდერის მანიპულირების ობიქტი. ხშირად „ მივკედლებივართ“ ადამიანს რომელშიც დაგვინახავს მამა-მარჩენალი და მიგვინდია მისთვის ჩვენთვის ბუნებისგან ბოძებული თავისუფალი არჩევანის უფლება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მუდამ გვაქვს იმ ლიდერთა იმედი რომლებიც თავისი ქარიზმით გვხიბლავენ და მრავალი დაპირებებით გვავსებენ,რომელიც შემდგომში შეუსრულებლობის გამო გადადის იმედგაცრუებაში და ახალი ლიდერისადმი სიმპათიებში.

სულ ცოტა ხნის წინ ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები რომელმაც ძალიან კარგად აჩვენა დღეს არსებული მძიმე სიტუაციან სამოქალაქო აქტივიზმის კუთხით.ცესკოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებისმიხედვით, თუ რამდენმა ამომრჩეველმა მოიხადა თავისიმოქალაქეობრივი ვალი და გამოცხადდა არჩევნებზე საკუთარი განწყობის დასაფიქსირებლად, სამოქალაქო აქტივიზმი სამწუხაროდ დაბალია რაც უკვე პირდაპირ კავშირშია დაბალ პოლიტიკურ კულტურასთან.სულ საქართველოს მასშტაბით დარეგისტრირებული 3 513 884 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 1 814 276 -მა ადამიანმა მიიღო.სამწუხარო ფაქტია მაგრამ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო როგორც ჩანს აირჩია მოახლეობის 51 ,6 %-მა.ქვეყანას რომელსაც პრეტენზია აქვს ჩამოყალიბდეს,როგორც დემოკრატიული სახელმწიფო და მისი მოსახლეობის თითქმის ნახევარი არ ცხადდება არჩევნებზე ეს არც თუ ისე სახარბიელო სტარტია.თუ ვისაუბრებთ შესაძლო შედეგებზე და დაშვებებზეპასიური მოსახლეობა რომელმაც ქვეყნის ბედი მიანდო სხვებსარის ის რაოდენობა რომელსაც ნამდვილად შეეძლო არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა.

არსებობს მოსაზრება იმის შესახებ რომ ქართველ ხალხს სულაც არ აქვს დაბალი პოლიტიკური კულტურა და რომ ეს ბუნებრივი მახასიათებელი ნიშაა , რადგან ამ ერმა საკმაოდ დიდი და მტკივნეული გზა გამოიარა იმამდე რომ მოეღწია და დარჩენილიყო სუვერენულ სახელმწიფოდ თანამედროვე მსოფლიოში..ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში იგი აღმოჩნდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში,როდესაც ჩაიკეტა ევროპულ ცივილიზაციასთან დამაკავშირებელი ყველა კომუნიკაცის საშუალება და შეწყდა ქვეყნის ევროპეიზაციის პროცესი და მეოცე საუკუნის 20 იანი წლებიდან მოყოლებული მან გადაიტანა საბჭოთა კავშირის ეპოქა,რომელმაც ჩვენ დაგვაშორა დემოკრატიულ პროცესებს და თანამედროვე სახელმწიფოთა განვითარების ტემპს ჩამოგვტოვა.. დიდი ხნით სახლემწიფოებრიობის არ ქონა სახელმწიფოსაგან გაუცხობეას იწვევს, რაც მრავალი პრობლემის სახით შემოუბრუნდა კიდეც ჩვენს ქვეყანას და ხელს უშლის სახელმწიფოებირვი მშენებლობისა და დემოკრატიული განვითარების საქმეს.

ყველა ზემოთნახმესები ფაქტების გათვალისწინებით უნდა ითქვას რომ სააქართველოში 21 საუკუნეში ჩვენ განვიცდით პოლიტიკური კულტურის დეფიციტს. მიუხედავად იმის რომ ახალი ძალები გამუდმებით ცდილობენ შემოიტანონ ახალი მუხტი , შემართება და სხვადახვა სახით ცდილობენ სამოქალაქო კულტურის განვითარებას,დღეს თანამედროვე სოციალური ცხოვრება მაინც საჭიროებს მეტი ყურადღების მიქცევას.ის ფაქტირომ ამომრჩეველი პასიურია ქვეყნის მთავარ მოვლენებთან მიმართებაში, იქნება ეს არჩევნები ,რეფერენდუმები პლებისციტები, სამოქალაქო კამპანიები, მშვიდობიანი აქციები თუ სხვა ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიზაციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, არ სურს პასუხისმგებლობის აღება და წვლილის შეტანა ქვეყნის განვითარებაში, სამწუხაროდ მიდის ზემოთ წარმოჩენილი ჰიპოთეზის აღიარებამდე.გვინდა ჩვენ ეს თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, უნდა ჩავუღრმავდეთ პრობლემებს და ვაღიაროთ მათი არსებობა, რათა ჩვენ ჩევძლოთ მომავალში მათი გამოსწორება და სახელმწიფოს განვითარება სწრაფი ნაბიჯებით განვაგრძოთ. საჭიროა მოქალაქეების გამოცოცხლება მათი ჩართვა საზოგადოებრივ საქმიანობაში, რათა მოსახლეობა იმყოფებოდეს მუდმივი ტონუსის მდგომარეობაში და არ უშინდებოდეს სიახლეებს.დღეს როდესაც ჩვენ ვცდილობთ პრობლემის გამართლებას ისტორიულ ფაქტორებზე დაყრდნობით , წარსულზე მუდმივი მიჯაჭვულობა და სპეკულირება ჩვენ არ მოგვცემს შედეგების გაუმჯობესების საშუალებას, სწორედ ამიტომ საჭიროა მთლიანი შემართებით ახალი მიდგომების დანერგვა და პრობლემათა არა სტატიების დონეზე გაანალიზება არამედ სტრატეგიულიგეგმების შემუშავება და მოქმედება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG