Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავისუფლება ჩემს ძმას/ნარკოტიკის მიღება კრიმინალი არ არის!


ავტორი: ანა ვალტერ-ჯანუაშვილი

ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს და ნარკომანიის წინაააღმდეგ ბრძოლის ახალი სახელმწიფო სტრატეგია შექმნას. თუმცა ვალდებულება ვალდებულებად რჩება და ამის განსახორციელებლად ქმედითი ნაბიჯების ნაცვლად ვიღებთ ისევ სახელმწიფოს მხრიდან მრავალწლიანი სასჯელებით განწირულ მოქალაქეებს, რომლებსაც ნარკოტიკებთან აქვთ შეხება.

როცა ვკითხულობ, რომ საქართველოში ყოველი მესამე ნარკოტიკის მოხმარების გამო ზის ციხეში, მებადება კითხვა, ნუთუ ყველა სხვა კრიმინალი აღმოფხვრილია ჩვენს ქვეყანაში და მხოლოდ ეს პრობლემაღა დაგვრჩა? და თუ ეს ასეა და ამდენი ადამიანი ნარკოტიკს მოიხმარს, რატომ არ გვიჩნდება კითხვა, თუ რატომ ხდება ასე?! ეს ხომ უკვე საგანგაშო მდგომარეობაა!

არავის აქვს უფლება, მოწყვიტოს ადამაინი საკუთარ ცხოვრებას და გამოკეტოს ციხეში, იმ ფაქტის გამო, რომ ნარკოტიკი არსებობს და რომ ადამიანი მას მხოლოდ საკუთარ თავთან პასუხისმგებლობით მოიხმარს. არავის აქვს უფლება, ამ მიზეზით ადამიანების სელექცია მოახდინოს.

ნარკოტიკის მოხმარება კრიმინალი არ არის! როგორ უნდათ დაგვიმტკიცონ, რომ ადამიანი რომელიც ნარკოტიკს მოიხმარს ის საზოგადოებისთვის მავნებელია?

ჩემი აზრით ის მავნებელია, როცა ის დამოკიდებულების გამო პირველ რიგში თავისავე ჯანმრთელობას, ფსიქიკას ვნებს, საკუთარი თავის მიმართ, აქედან გამომდინარე ოჯახის მიმართ და შემდეგ ქვეყნის მიმართაც! და თუ ჩვენ გვაწუხებს, მათი, მათი ოჯახების, ქვეყნის ბედი, მაშინ ჩვენ იმ მეთოდებს უნდა მივმართავდეთ, რომელიც ყველა ცივილურ სახელმწიფოს აქვს შემუშავებული, რომ დავეხმაროთ მათ.

რომ შეიძლებოდეს ამ ადამიანების სპეციალური კლინიკებით, სარეჰაბილიტაციო ცენტრებით, ფსიქოლოგიური დახმარებებით უზრუნველყოფა, სადაც დამოკიდებული ადამიანების განკურნება მოხდებოდა, სასარგებლო ეს იქნებოდა.

რომელი ხერხით ვაპირებთ დავეხმაროთ ამ ადამიანებს? წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც მცირე ნარკოტიკის გამო თავის საუკეთესო წლებს ციხეში გაატარებს. ვთქვათ, 8-10 წლის შემდეგ გამოდის ის ციხიდან. რას ახვედრებს მას ჩვენი ქვეყანა? როგორ პერსპექტივებს, რომელ სოცილაურ დახმარებს სთავაზობს? როგორ უნდა მოახდინოს მან ამ ადამიანის ასიმილირება საზოგადოებაში? იმ მზრუნველობა მოკლებულ შვილებს, რომელთა დედები და მამები წლებს ციხეში გაატარებენ, როგორ გვინდა მათ დავეხმაროთ? მათ მეუღლეებს რას ვთავაზობთ? მათ მშობელბს რას ვპირდებით? ეს ადამიანები ოჯახისთვის იმდენად მნიშვნელოვანი და ღირებული არიან. მათ იმდენი სითბოს და იმედის მიცემა შეუძლიათ თავიანთი ოჯახებისთვის, რომელსაც, ვერცერთი სახელმწიფო წყობილება და გამართული სოციალური მდგომარეობა, ვერ აანაზღაურებს. თუ ამ ადამიენებს საუკეთესო ოჯახების და კარგი შვილებს აღზრდა შეუძლიათ, მაშინ ისინი საჭირო არიან და არა

ავიღოთ თუნდაც ის დაუწერელი ხელშეკრულება, რომელიც ქართულ ოჯახებს შორის, რომელთა უმრავლესობა რამოდენიმე გენერაცია ერთ ჭერ ქვეშ ცხოვრობს, არსებობს და რომლიც საქართველოში ერთერთ საყრდენ და უმნიშვნელობნეს როლს ასრულებს ჩვენი საზოგადოების გადარჩენაში .რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ამ ეკონომიური სტარდატის შენარჩუნებაც კი. ის ქვეყნის ერთერთი დიდი დაზღვევაა. და შეიძლება კი ამ ფუნდამენტს გამოვაცალოთ ბოძები. სასიკეთო ადამიენების გაძლიერება იქნებოდა და არა მათი დაკნინება. იქნებ მეტ რესურსებზე ორიენტირებულნი უფრო გაგვეძლიერებინა ჩვენი საზოგადოება და ქვეყანა.

მებადება კითხვა, ვინ გამოდის ამ შემთხვევაში საზოგადეობისთის მავნებელი? ეს დაუნდობელი, გაუანალიზებელი, წინდაუხედავი, სასტიკი პოლიტიკა არის ადამიანებისთვის მავნებელი და გამანადგურებელი. თუ, არ მეთანხმებით?

საქართველოში ნარკოპოლიტიკა არის ერთ-ერთი ხეხრი პირების დასაშინებლად და მათზე გავლენის მოსახდენად. სახელმწიფო არსებულ არაჰუმანურ კანონმდებლობას უხეშად იყენებს ადამიანების მიმართ და ამით ფეხქვეშ თელავს ადამინის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს. ქვეყნისთვის ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. სწორედ აღნიშნული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მსხვერპლია ჩემი ძმაც, ის არის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც დააკავეს ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით და მოითხოვდნენ მისგან კონკრეტული პირების მიმართ თანამშრომლობას და ჩვენებების მიცემას. რაზეც მან უარი განაცხადა და შედეგად მიიღო დაუნდობელი მობყრობა სახელმწიფოს მხრიდან. მიმდინარე პროცესში აღსანიშნავია ის, რომ სახელმწიფო ბრალდების მოწმეები არიან მხოლოდ და მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები, ნეიტრალურმა მოწმემ ჩვენება არ მისცა ბრალდების სასარგებლოდ, ჩატარებული ექსპერტიზით არ დადგინდა ბრალდებულის თითის კვალის არსებობა ამოღებულ ნივთმტკიცებებზე. დაკავების ადგილზე იყო ვიდეოკამერები. თუმცა, სამართალდამცავებმა არც ჩანაწერები ამოიღეს მრავალი მოთხოვნის მიუხედავად. და სწორედ ამ ყველაფრის ფონზე ის მაინც რჩება მე-6 თვეა პატიმრობაში და ნაცვლად იმისა, რომ გადაიხედოს მისი პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობა მას უმატებენ ბრალს რათა დატოვონ პატიმრობაში, იგონებენ აბსურდულ ბრალდებებს მის მიმართ. ფაქტია რომ სახელმწიფო ქვეყანაში არსებულ მკაცრ ნარკოპოლიტიკას, როგორც სადამსჯელო იარაღს ისე იყენებს,ან უბრალოდ, ხელისუფლებისთვის ამა თუ იმ მიზეზით “უხერხული ადამიანების” დასასჯელად და ციხეში გამოსაკეტად. ერთერთი მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლება არ ცვლის რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას, ეს არის ბიუჯეტის შევსების წყარო, ნარკოპოლიტიკა ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ სოლიდურ წყაროს წარმოადგენს. 2009 -2012 წლებში, მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმებიდან მიღებულმა შემოსავალმა 13 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. 2013-2014 წლებში კი, ამ გზით სახელმწიფომ 11.1 მილიონი ლარი მიიღო. ამ თანხებში არ შედის ნარკოდანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმებებიდან მიღებული ფინანსები. ფაქტია რომ ცვლილებების დრო დადგა! არსებული ნარკოპოლიტიკა ფეხქვეშ თელავს ადამიანის უფლებებს, მათ შორის ერთერთია ჩემი ძმაც, რომელიც ქვეყანაში არსებულ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას ეწირება.

ჩემი თხოვნა იქნებოდა, ნუ გავწირავთ იმ თაობას, რომელთა კისერზეც გამოუვალობებით სავსე, არასტაბილმურმა, სასტიკად დამთრგუნველმა წლებმა გადაიარეს. რომელთა ბავშვობაში და ახალგაზრდობაში ბნელოდა, იედალები დაიმსხვრა და მომავლის იმედი გაბურუსდა, რომ გზა დაენახათ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG