Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილ მსჯავრდებულებსა და პრობაციონერებს იმერეთში 20 ათასი ევროს ღირებულების ტექნიკა გადასცეს


ყოფილ მსჯავრდებულებსა და პრობაციონერებს იმერეთში 20 ათასი ევროს ღირებულების ტექნიკა გადასცეს
ყოფილ მსჯავრდებულებსა და პრობაციონერებს იმერეთში 20 ათასი ევროს ღირებულების ტექნიკა გადასცეს

ევროკავშირი საქართველოში აფინანსებს არაერთ პროექტს, რომელიც მოსახლეობის ეკონომიკური მაჩვენებლის გაუმბჯობესებას გულისხმობს. ერთ-ერთი ასეთი პროექტია „განათლება რეინტეგრაციისთვის – გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“, რომლის ფარგლებში იმერეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ყოფილ მსჯავრდებულებსა და პრობაციონერებს ეკონომიკური საქმიანობისთვის, ჯამში, 20 ათასი ევროს ღირებულების მანქანა-დანადგარები, ხელსაწყოები, სამუშაო იარაღები და სხვა ინვენტარი გადაეცა. პროექტი მიმდინარე წელს დაიწყო და 2020 წლამდე, ქვეყნის მასშტაბით, კანონთან კონფლიქტში მყოფ 300 პირის დახმარებას გულისხმობს.

ამირან არიშვილი ერთ-ერთია, ვისაც პროექტის „განათლება რეინტეგრაციისთვის – გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“ ფარგლებში, ტექნიკური აღჭურვილობა და სამშენებლო ხელსაწყოები გადაეცა. როგორც თავად ამირან არიშვილი ამბობს, ის პროფესიით ინჟინერია, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 7 წელი გაატარა და ამჟამად სურს მცირე ბიზნესი დაიწყოს, სამშენებლო ჯგუფი შექმნას და დამატებით 20-მდე ადამიანი დაასაქმოს.

ამირან არიშვილი
ამირან არიშვილი

„მომეცა შანსი ამ დანადგარებით და ინსტრუმენტებით დავასაქმო ხალხი. მივიღეთ სხვადასხვა აპარატურა და 15-20 ადამიანის დასაქმებას შევძლებ“.

როგორც პროექტის ბენეფიციარი ამირან არიშვილი ამბობს, მისთვისდა იმ ადამიანებისთვის, რომლების დასაქმებასაც გეგმავსპროექტის ფარგლებში, გრანტის სახით მიღებული ტექნიკა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობაა, რადგან მიღებული ხელსაწყოები და იარაღები მათ სამშენებლო საქმიანობისას შრომას გაუადვილებს. პროექტს„განათლება რეინტეგრაციისთვის – გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“ ევროკავშირი აფინანსებს და „საქველმოქმედო, ჰუმანიტარული ცენტრი – აფხაზეთი“ საქართველოს არბაითერ–სამარიტერ–ბუნდთან (ASB საქართველო) ერთადახორციელებს. პროექტის ფარგლებში, მცირე ბიზნესისა და მეწარმეობის განსავითარებლად საჭირო ტექნიკა, ამირან არიშვილის მსგავსად, იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ კიდევ 11 ყოფილ მსჯავრდებულსა და პრობაციონერს გადაეცა. ბენეფიციარებმა, ჯამში, 20 ათასი ევროს ღირებულების მანქანა-დანადგარები, ხელსაწყოები, სამუშაო იარაღები და სხვა ინვენტარი მიიღეს. „საქველმოქმედო, ჰუმანიტარული ცენტრი – აფხაზეთის“ ხელმძღვანელნუკრი მილორავას განცხადებით, ყოფილი მსჯავრდებულებისა დაპრობაციონერებისთვის აუცილებელია საზოგადოებაში რეინტეგრაცია:

ყოფილ მსჯავრდებულებსა და პრობაციონერებს იმერეთში 20 ათასი ევროს ღირებულების ტექნიკა გადასცეს
ყოფილ მსჯავრდებულებსა და პრობაციონერებს იმერეთში 20 ათასი ევროს ღირებულების ტექნიკა გადასცეს

„რეინტეგრაციისთვის საჭიროა საარსებო წყაროების გაჩენა მცირე მეწარმეობის განვითარებით და დასაქმების საშუალებით. 12 ბენეფიციარს გადაეცა საარსებო წყაროების მობილიზებისთვის საჭირო ინსტრუმენტები და ინვენტარი, რათა მათ შეძლონ როგორც მეწარმეობის, ასევე მცირე ბიზნესის განვითარება“.

„საქველმოქმედო, ჰუმანიტარული ცენრი – აფხაზეთის“ ხელმძღვანელ ნუკრი მილორავასავე განცხადებით, პროექტის ბენეფიციარები მათი საჭიროებისა და შესაძლებლობების მიხედვით შეირჩნენ:

„ჩვენ გვაქვს მონაცემები ყოფილი მსჯავრდებულების და პრობაციონერების. ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო უწყებებთან, ხდება ამ ადამიანების სოციალური მდგომარეობის და საჭიროებების გამოკვლევა ფსიქოლოგისა და სოციოლოგის მეშვეობით. შემდეგ ეს ადამიანები გადიან სპეციალურ ტრენინგებს, წერენ ბიზნესგეგმებს, ჩვენ ვარჩევთ საუკეთესო ბიზნესგეგმას და ვაფინანსებთ მას“.

ყოფილ მსჯავრდებულებსა და პრობაციონერებს იმერეთში 20 ათასი ევროს ღირებულების ტექნიკა გადასცეს
ყოფილ მსჯავრდებულებსა და პრობაციონერებს იმერეთში 20 ათასი ევროს ღირებულების ტექნიკა გადასცეს

საქართველოს არბაითერ-სამარიტერ- ბუნდის (Arbeiter-Samariter-bund) წარმომადგენელ კარლ კოსტერის განცხადებით,არასამთავრობო ორგანიზაცია 25 წელია სოციალური მეწარმეობის ხელშემწყობ პროექტებს ახორციელებს დაპროექტის „განათლება რეინტეგრაციისთვის – გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“ მიზანიაკანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა სამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ბიზნესკომპანიების თანამშრომლობით.კარლ კოსტერი იმედოვნებს, რომ პროექტი წარმატებული იქნება და მისი ბენეფიციარები საკუთარი ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას შეძლებენ. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „განათლება რეინტეგრაციისთვის – გზა საზოგადოებაში დასაბრულებლად“ მიმდინარე წელს დაიწყო და 2020 წლამდე საკუთარი ბიზნესიდეის განხორციელებაში დაეხმარებასაქართველოსსხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ300-მდე ყოფილ მსჯავდებულსა და პრობაციონერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG