Accessibility links

თემქელები რვასართულიანის წინააღმდეგ


თემქაზე, ზღვისუბნის მე-10 კვარტალში, გამწვანებული ფერდობის მიმდებარედ, იქ, სადაც, წლებია, პატარა მაღაზიისა და სამკერვალოს ერთსართულიანი შენობები იდგა, მალე რვასართულიანი კორპუსი აშენდება. როგორც ტერიტორიის ახალი მფლობელები, სამშენებლო კომპანია „ფართის“ წარმომადგენლები, ამბობენ, „მოიჭრება ხუთი გამხმარი და დაავადებული ხე, ხოლო ორი ხე გადაირგვება“. თბილისის მერიამ შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე ხეების მოჭრის ნებართვა უკვე გასცა. კომპანია ახლა მერის არქიტექტურის სამსახურისგან ელის მშენებლობის ნებართვას, რის შემდეგაც პროექტი უნდა დამტკიცდეს. ადგილობრივი მოსახლეობა კი ახალი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს და ამბობს, რომ რვასართულიანი ბეტონის ნაგებობა საფრთხეს უქმნის უბნის ეკოლოგიურ გარემოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG