Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლის მიერ შეთავაზებული ბიუჯეტი უცხოეთის ხარჯების სამჯერ შემცირებას ითვალისწინებს


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული 2018 წლის ბიუჯეტის თანახმად, დიპლომატიისა და უცხოეთის ქვეყნების დახმარების დაფინანსება თითქმის სამჯერ შემცირდება. სამაგიეროდ, არსებითად გაიზრდება სამხედრო ხარჯები. ბიუჯეტის გეგმის მოცულობა 4,1 ტრილიონი დოლარია.

თეთრი სახლის მიერ 23 მაისს გამოქვეყნებული დოკუმენტი უნდა დაამტკიცოს კონგრესმა, რომელიც შეთავაზებულ შემცირებებს სკეპტიკურად უყურებდა. გეგმით, რომლის სახელწოდებაა „ახალი საძირკველი ამერიკის სიდიადისთვის“, მიმდინარე წელთან შედარებით 17 მილიარდი დოლარით, 37,6 მილიარდამდე მცირდება სახელმწიფო დეპარტამენტისა და უცხოეთის ქვეყნებისთვის საფინანსო დახმარების მთავარი უწყების, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსება.

აშშ-ის კონსტიტუციით, ბიუჯეტისა და სახსრების განაწილების საკითხებში საბოლოო სიტყვა კონგრესს ეკუთვნის. ტრამპის გეგმა, სხვათა შორის, გულისხმობს თავდაცვის უწყებისა და მასთან დაკავშირებული სამსახურების დაფინანსების ათი პროცენტით გაზრდას. გეგმა „უპირატესობას ანიჭებს ამერიკელთა კეთილდღეობას, აძლიერებს აშშ-ის უსაფრთხოებას, უზრუნველყოფს მისი საზღვრების დაცვას და განავითარებს აშშ-ის ეკონომიკურ ინტერესებს“, - თქვა სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა. „ბიუჯეტი ასახავს პრეზიდენტისეულ დღის წესრიგს - ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, - დასძინა ტილერსონმა.

ტრამპის გეგმის თანახმად, არსებითად უნდა შემცირდეს გლობალური ჯანდაცვის პროგრამის, სასურსათო დახმარების, საერთაშორისო სამშვიდობო ძალების, საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლის, კლიმატის ცვლილების პროგრამების დაფინანსება. ამავე გეგმით, დაფინანსება 8,4 პროცენტით შეუმცირდება აშშ-ის მმართველთა სამაუწყებლო საბჭოს, აშშ-ის ფედერალურ უწყებას, რომელიც ზედამხედველობს აშშ-ის საერთაშორისო სამოქალაქო მედიის მუშაობას. თეთრი სახლის მიერ 23 მაისს გამოქვეყნებული ბიუჯეტით, დაფინანსება შეუმცირდება რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას, ამერიკის ხმას, რადიო თავისუფალ აზიასა და სხვა მედიაორგანიზაციებს.

XS
SM
MD
LG