Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქარიზმატული ლიდერები და ქართული პოლიტიკური პარტიები


ავტორი: ვასო ჩაჩანიძე

ქართული პოლიტიკური სპექტრი არ განიცდიდა ქარიზმატული ლიდერების ნაკლებობას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ. ამგვარი ტიპის ლიდერის ნათელ მაგალითებს წარმოადგენდნენ ზვიად გამსახურდია, მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი. თითოეული მათგანის პიროვნულმა ქარიზმამ გადამწყვეტი როლი ითამაშა იმ პარტიის გამარჯვებაში, რომელსაც ისინი წარმოადგენდნენ. შედეგად, ჩვენ სახეზე ვიღებთ იმას, რომ პოლიტიკურ ლიდერებს ენიჭებათ უფრო დიდი როლი და მოიპოვებენ ჭარბ გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე, ვიდრე ეს აქვთ პარტიულ სტრუქტურებს, რაც ქმნის ერთგვარ დისბალანსს. ასეთი სიტუაცია დამახასიათებელია ისეთი დემოკრატიებისათვის, რომლებიც ტრანზიციის პროცესში იმყოფებიან და ტოტალიტარული რეჟიმის მემკვიდრეობას ჯერ კიდევ თავს ვერ აღწევენ.

თანამედროვე საქართელოში არსებობს სუსტად ინსტიტუციონალიზებული პარტიული სისტემა, სადაც მცირე ავტორიტეტი გააჩნია პოლიტიკურ პარტიებს და ხალხი საკუთარ არჩევანს კონკრეტული ლიდერის პიროვნული მახასიათებლებიდან იღებს, მათ შორის ქარიზმატულობიდან.ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდი, როდესაც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შემოაბიჯა ახალმა პოლიტიკურმა ძალამ ქართული ოცნების კოალიციის სახით, რომლის სათავეშიც იდგა იმ დროისათვის საზოგადოებისათვის მეტად პატივსაცემი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც სახელი ქველმოქმედებით გაეთქვა.გარდა ამისა, იგი ზუსტად იმ მომენტში გამოჩნდა ასპარეზზე, როდესაც პოლიტიკური ნიშნით მოსახლეობა ძლიერ შევიწორებას განიცდიდა,მმართელი პარტია დისკრედიტირებული იყო და საზოგადოებამ იგი მართლაც მხსნელად აღიქვა. ჩემი აზრით, ქართულმა ელექტორატმა ქართული ოცნების კოალიციას უმეტესაც მისი პიროვნების ღრმა რწმენით დაუჭირა მხარი საპარლამენტო არჩევნებში და არა პარტიული პროგრამის გათვალისწინებით. მის დაპირებებს კი, იმის მიუხედავად თუ რაოდენ უტოპიურად და პოპულისტურად ჟღერდა, ნაკლები ყურადღება მიაქცია ხალხმა და ამავდროულად ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კოალიციაში ძირითადად შედიოდნენ ის პოლიტიკური პარტიები, რომელთა წევრებიც ქართლ პოლიტიკაში ''გაცვეთილები'' იყვნენ და მათი წვლილი ამ გამარჯვებაში უმნიშვნელოა.

ჩემი აზრით, ქარათული ამომრჩევლის ასეთ პოლიტიკურ ქცევას ფესვები სწორედ პოლიტიკურ კულტურაში გააჩნია, რაც ნათლად აისახება ჩვენ საზოგადებაში გავრცელებულ მესიანისტურ შეხედულებებში. საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული, ხალხს გააჩნდა გადაჭარბებული,არარეალისტური წარმოდგენები უკეთეს მომავალზე, რომლის მიღწევაც მესიის, მხსნელის საშუალებით მიიღწეოდა და ხალხს ძირითად პრობლემებს მოუგვარებდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ხალხს მართავს ირაციონალური ინსტინქტები. სანაცვლოდ, ყოველ ჯერზე ქართველი ხალხი გულაცრუებული რჩებოდა. ამომრჩეველი კი არჩევნებიდან არჩევნებამდე თავის არჩევანს ერთი პარტიიდან მეორეზე ცვლის ანუ არ არსებობს ერთი პარტიის მუდმივ მხარდაჭერთა მნიშვნელოვანი ელექტორატის ნაწილი, რაც განპირობებულია პარტიათა პოლიტიკური გაკოტრებით. ხალხი კვლავ ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინშია, რაც რა თქმა უნდა მეტყველებს მათ ნიჰილისტურ დამოკიდიებულებაზე არსებული პოლიტიკური სიტაუციისადმი.

ჩვენი ქვეყნისთის, რომელიც საპარლამენტო დემოკრატიის მშენებლობისკენ მიისწრაფვის, აუცილებელია პარტიული სტრუქტურების წინ წამოწევა, რომელიც ქარიზმატულ ლიდერს ერთგვარ ჩარჩოებში მოაქცევს. ამის მიღწევა კი ხალხის პოლიტიკური კომპეტენციის ამაღლებით შეიძლება, რაც გამოიხატება ისეთ რაციონალურ ფაქტორებზე ყურადღების გამახვილებით, როგორიცაა პარტიათა შორის იდეოლოგიური პოზიციების სხვაობა, მათი ეფექტურობა და სხვა. თუმცა ამავდროულად ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაცია არ გულსხმობს პარტიის წევრების მიერ პარტიის ლიდერისადმი უპირობო ემოციურ მიბმულობას და თავდადებას მათი პიროვნების მუდმივ დაცვას ყოველგვარი კრიტიკისგან, რაც ახასიათებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. ამიტომ უმჯობესია მათ ერთგულება პარტიული იდეოლოგიისადმი გამოიჩინონ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG