ტიმოშიარაში არის ერთი მომცრო მუზეუმი, სადაც ჩაუშესკუს დროინდელი რუმინული პროდუქტია გამოფენილი.
კომუნისტური ნაწარმის მუზეუმი რუმინეთში
კომუნისტური ეპოქა ვისაც ახსოვს რუმინეთში, ერთდროულად ტკბილი და მწარე მოგონებები აღეძვრებათ ხოლმე.

11
სამაგიდო თამაში, რომელიც „მონოპოლის“ ეფუძნება და რუმინეთში „პრივატიზაცია“ ერქვა.

12
ბიჭუნას ფაიფურის ფიგურა. ჩანს, მამის სამხედრო ჩექმები აცვია და კომუნისტური ქუდი „ბუდიონოვკა“ ჰხურავს.

13
ფეხსაცმლიანი მამალი, დამზადებული "არადეანკის" ფაბრიკაში, არადში.

14
აუდიოკასეტების ყუთი. როკჯგუფი „კრიპტონი“ 1982 წელს დაარსდა და მის მიმართ კომუნისტური მთავრობა ფრთხილად ტოლერანტული იყო.

15
სამზარეულოს წიგნი “თაფლი სამზარეულოში“. მიჰაიცა ამბობს, რომ მუდამ ნადირობს ახალ ნივთებზე, კომუნისტური პერიოდის საგნებზე, მაგრამ ბევრი რამ ძალიან ძნელი მოსაპოვებელია.

16
კომუნისტური ვიმპელები მუზეუმის „ბინაში“. მარჯვენა ვიმპელით „სოციალისტურ შეჯიბრებაში“ გამარჯვებული ბრიგადა დააჯილდოვეს.

17
აბრა გამაფრთხილებელი წარწერით: „არ დატოვო სამსახური უფროსის უშუალო ნებართვის გარეშე“.

18
პლასტმასის ფორთოხლის ხე. მიჰაიცა ამბობს, რომ ვერ იტყვის, რომელი ექსპონატი უყვარს უფრო მეტად. ეს ისევეა, როგორც შეკითხვა: „დედა უფრო გიყვარს თუ მამა?"

19
მუზეუმის თავზე მდებარე ბარში ახალგაზრდობა ერთობა. მიჰაიცა ამბობს, რომ კიდევ ორი მუზეუმის გახსნა სურს, მაგრამ, „ეს ჯერ საიდუმლოა“.