Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციფრული მაუწყებლობა გასაგებ ენაზე


საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა

ნინოწმინდაში პრეზენტაცია გაიმართა საკითხზე, თუ როგორ უნდა მოხერხდეს, რომ რეგიონის მოსახლეობამ საზოგადოებრივ მაუწყებელს თავისთვის გასაგებ ენაზე უსმინოს. ამერიკის საელჩომ, საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციასა და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, სამცხე-ჯავახეთში ციფრული მაუწყებლობის ხელმისაწვდომობის სპეციალური პროექტი განახორციელა.

ციფრული მაუწყებლობა გასაგებ ენაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:03:54 0:00
გადმოწერა

ციფრული მაუწყებლობის სპეციალური პროექტი

  • სამცხე-ჯავახეთში ციფრული მაუწყებლობის ხელმისაწვდომობის სპეციალური პროექტი განხორციელდა.
  • პროექტსაც აშშ-ის საელჩო უჭერს მხარს და საქართველოს რეგიონალურ მაუწყებლთა ასოციაცია საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად ახორციელებს.
  • რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის წევრი ტელეკომპანიები „მოამბეს“ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გადასცემენ.

სამცხე-ჯავახეთში ციფრული მაუწყებლობის ხელმისაწვდომობის სპეციალური პროექტი განხორციელდა. 2 150 მეტრის სიმაღლეზე, მთა დამალაზე, ადგილობრივი სამაუწყებლო სადგური შეიქმნა. ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში პირველად გახდა შესაძლებელი ადგილობრივი არხების - ATV 12-ისა და „ფარვანას“ - ციფრული გავრცელება. პროექტი ამერიკის საელჩოს დახმარებით განხორციელდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ჯეფ რენო პროექტის მიზნებსა და მნიშვნელობაზე ლაპარაკობს:

"მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობას უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია მშობლიურ ენაზე. ჩვენ ასევე გვინდა, რომ სხვა რეგიონებშიც შევისწავლოთ არსებული მდგომარეობა და ხელი შევუწყოთ არაქართულენოვანი მოსახლეობის ინფორმირებულობას. სულ ახლახან გვქონდა შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან, მიმოვიხილეთ სხვადასხვა პროექტი და ვისაუბრეთ ასევე იმ პოტენციური შესაძლებლობის შესახებ, რომელიც მომავალში ეთნიკურ უმცირესობებთან განსახორციელებელ პროექტებს უკავშირდება“.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოქალაქეებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ადგილობრივი ტელევიზიების დახმარებით ამ დრომდე მხოლოდ ანალოგური რეჟიმით მიეწოდებოდათ.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ, ენის პანელის შეცვლით, მათ „მოამბის“ ყურება სომხურ ენაზე შეეძლებათ. საზოგადოებრივი მაუწყებელი, თითქმის ორი წელია, „მოამბის“ ორ გამოშვებას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე თარგმნის. როგორც ახალი და მიმდინარე ამბების დირექტორმა შეხვედრისას აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი მიზანი და პრიორიტეტი არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის მათთვის გასაგებ ენაზე ინფორმაციის მიწოდებაა.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობას უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია მშობლიურ ენაზე. ჩვენ ასევე გვინდა, რომ სხვა რეგიონებშიც შევისწავლოთ არსებული მდგომარეობა და ხელი შევუწყოთ არაქართულენოვანი მოსახლეობის ინფორმირებულობას...
ჯეფ რენო

გარდა ამ სომხურ-ქართული ადგილობრივი არხებისა, ციფრული ქსელით უსასყიდლოდ გადაიცემა ეროვნული მაუწყებლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რომლის მთავარი საინფორმაციო გამოშვებები, 18:00 და 21:00-საათიანი „მოამბე“, სინქრონულად ითარგმნება ეთნიკური უმცირესობების ენაზე და აუდიტორიას საშუალება აქვს თავისთვის გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია. აღნიშნულ პროექტსაც აშშ-ის საელჩო უჭერს მხარს და საქართველოს რეგიონალურ მაუწყებლთა ასოციაცია საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად ახორციელებს. პროექტის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი განმარტავს, რომ ჯავახეთში ერთდროულად ორი პროექტის პრეზენტაცია მოხდა.

პროექტი საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა. რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის წევრი ტელეკომპანიები „მოამბეს“ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გადასცემენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG