28 აგვისტოს მონტე-კარლოში გამოვლინდნენ ევროპის 2013-14 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები როგორც ქალთა, ისე ვაჟთა შორის. უეფას წევრი ქვეყნების სპორტულმა ჟურნალისტებმა საუკეთესოებად დაასახელეს გერმანელი ნადინ კესლერი ("ვოლფსბურგი") და პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ (მადრიდის „რეალი“). ვაჟთა კონკურსის 54-კაციან ჟიურიში საქართველოს წარმოადგენდა რადიო თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტი დავით კაკაბაძე.
კრიშტიანუ რონალდუ და ნადინ კესლერი - ევროპაში საუკეთესონი
1
ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი
2
ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი ქალის პრიზი
3
უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს გადასცემს კრიშტიანუ რონალდუს.
4
კრიშტიანუ რონალდუ დაჯილდოების ცერემონიაზე
5
ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ სიხარულს ვერ მალავს.
6
უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი ქალის პრიზს გადასცემს ნადინ კესლერს.
7
ნადინ კესლერი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი ქალის პრიზით ხელში
8
კრიშტიანუ რონალდუ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზით ხელში