ხარკოვში ჩამოაგდეს ლენინის ძეგლი
კვირას, 28 სექტემბერს, აღმოსავლეთ უკრაინის უდიდეს ქალაქ ხარკოვში ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს. კვარცხლბეკიდან 20-მეტრიანი მონუმენტის ჩამოგდებას წინ უძღოდა მრავალათასიანი მსვლელობა, რომლის მონაწილეები უკრაინის ეროვნულ დროშებს აფრიალებდნენ. 1917 წლის რევოლუციის ბელადის ძეგლის ჩამოგდების წინა მცდელობები ჩაშალეს პრორუსულად განწყობილმა აქტივისტებმა. მარტსა და აპრილში დაპირისპირებულ მხარეებს შორის ამ ნიადაგზე რამდენიმე შეტაკებაც მოხდა (რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ვიდეო).
ეპიზოდები
-
მაისი 19, 2024
ამერიკელი მასწავლებელი დიღმის იზოლატორიდან
-
მაისი 18, 2024
როგორ აღინიშნა "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
მაისი 16, 2024
აქციაზე დაკავებული ვაჟა მარი: პოლიცია ამბობდა, "დავიღალეთო"