Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

31 იანვარს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს აირჩევენ


ერთ-ერთი სამეცნიერო კონფერენცია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ერთ-ერთი სამეცნიერო კონფერენცია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ხარისხიანი განათლება, სტუდენტი და მისი საჭიროებები, სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, განათლების ხელმისაწვდომობა – ამ საკითხებმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის ოთხივე კანდიდატის სამოქმედო გეგმაში გაიჟღერა. კონკურსანტებს საგანმანათლებლო დაწესებულების სუსტ და ძლიერ მხარეებსა და გამოწვევებზე მოუწიათ საუბარი. მაკა ბერიძე, ცისკარა ზარანდია, გიორგი მესხი და რევაზ ზედგინიძე აკადმიური საბჭოს წევრების მხარდაჭერის მოპოვებას სამოქმედო გეგმით შეეცადნენ. მაკა ბერიძე აცხადებს, რომ უნივერსიტეტი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები

  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 31 იანვარს გაიმართება.
  • მაკა ბერიძე, ცისკარა ზარანდია, გიორგი მესხი და რევაზ ზედგინიძე უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატები არიან.
  • აკადემიური საბჭოს წევრებმა კონკურსანტების სამოქმედო გეგმა მოისმინეს.

სტუდენტი და მისი საჭიროებები, პროფესორი და მეცნიერ-მკვლევარი – ეს არის კიდევ ერთი კანდიდატის, ცისკარა ზარანდიას, პრიორიტეტები.

აკადემიური საბჭოს წევრებმა კონკურსანტების სამოქმედო გეგმა მოისმინეს. შენიშვნები ოთხივე კანდიდატის ნამუშევრის მიმართ გამოითქვა. საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ბერიძე მიიჩნევს, რომ კონკურსანტების მოსმენის შემდეგ გონივრული გადაწყვეტილება იქნება მიღებული. საბჭოს წევრმა თინა გელაშვილმა ყურადღება მეცნიერების, კვლევებისა და ტექნოლოგიების განვითარებაზე გაამახვილა. მერაბ ბერიძემ და თინა გელაშვილმა საკუთარი კანდიდატურები რექტორის არჩევნებამდე დაახლოებით ათი დღით ადრე მოხსნეს.

სამოქმედო გეგმის განხილვას განათლების მინისტრის მოადგილე ესწრებოდა. უნივერსიტეტში თეიმურაზ მურღულიას გამოჩენამ კითხვები გააჩინა. ვიზიტის მიზეზი სტუმარმა თავად განმარტა.

აკრედიტაციისა და ავტორიზაციის გავლის პროცესი რამდენიმეწლიანია. მასზე მუშაობა ახალ რექტორს არჩევისთანავე მოუწევს. სამინისტროს სურდა კანდიდატებისგან მოესმინა, რა მეთოდებითა და რესურსებით აპირებენ რთული გზის გავლას გამარჯვების შემთხვევაში. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 31 იანვარს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG