Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი პოროშენკოს: აშშ იმუშავებს უკრაინაში მშვიდობის აღსადგენად


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს უთხრა, რომ აშშ იმუშავებს აღმოსავლეთ უკრაინაში სისხლიანი კონფლიქტის დასასრულებლად. განცხადებაში, რომელიც 4 თებერვალს გავრცელდა, ასევე ნათქვამია, რომ ორმა ლიდერმა ახლო მომავალში შეხვედრის შესაძლებლობაც განიხილა. პოროშენკოს ოფისის განცხადების თანახმად, ლიდერებმა „აღნიშნეს სრული ზავის დამყარების დაუყოვნებელი საჭიროება“ რეგიონში. უკრაინის პრეზიდენტმა ტრამპს მადლობა გადაუხადა „უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისთვის“ გამოცხადებული ძლიერი მხარდაჭერისთვის. ტრამპის და პოროშენკოს სატელეფონო საუბრის ფონია აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლის ესკალაცია მთავრობის ძალებს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის, რასაც სულ მცირე 35 ადამიანი ემსხვერპლა მიმდინარე კვირაში. უკრაინა შეშფოთებით აფასებს შესაძლებლობას, რომ ტრამპმა შეიძლება რუსეთს მოუხსნას გარკვეული სანქციები, რომლებიც დაწესდა მოსკოვის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსირების და უკრაინაში სეპარატისტების სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG