Accessibility links

უსინათლო გამცილებლის მოლოდინში


უსინათლოებისთვის - განსაკუთრებით, მარტოხელა უსინათლოებისთვის - შეუძლებელია გარეთ დახმარების გარეშე გადაადგილება. მერიის დაფინანსებით 2015 წლიდან გამცილებლის პროექტი ხორციელდება, რომლის მიხედვითაც, უსინათლოთა კავშირის სამი გამცილებელი, უმეტესად, ტოტალურ უსინათლოებს მიჰყვება ბანკებში, საავადმყოფოებსა და საჯარო უწყებებში სახელმწიფო სერვისების მისაღებად. თუმცა, მსურველების რაოდენობიდან გამომდინარე, უსინათლოებს წინასწარ რიგის დაკავება უწევთ, მათი საჭიროებები კი ხანდახან არ იცდის. უსინათლოთა კავშირის მონაცემებით, სერვისის მიმღები 85 მარტოხელა ტოტალური უსინათლოა, კავშირის წევრი კი თბილისში - 1300-მდე უსინათლო. როგორც ბენეფიციარები ამბობენ, გამცილებლების რაოდენობის გაზრდა მათ მდგომარეობას შეამსუბუქებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG