Accessibility links

კახეთში ვანდალური ფაქტები გახშირდა


ლაგოდეხი

კახეთში ვანდალური ფაქტები გახშირდა. დაზიანებულია შადრევნები და განადგურებულია ტურისტული ინფრასტრუქტურის ნაწილი. რატომ არ ჰყავს მილიონიან პროექტებს მეთვალყურეები ან რატომ არ ხდება ვიდეოთვალთვალი? ვინ უშველის მენტალურ პრობლემებს?

please wait

No media source currently available

0:00 0:03:47 0:00
Direct link

დასასვენებელი პარკები და საბავშვო ატრაქციონები, რომლებიც კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში არსებობს და პერიოდულად მათი რეკონტრუქცია-რეაბილიტაცია ხდება, უმეტეს შემთხვევაში, დაზიანებულია. მწყობრიდან არის გამოსული შადრევნები, დამტვრეულია სკამები და ნაგვის ურნები. განადგურებულია ასევე პარკებში დამონტაჟებული განათების მოწყობილობები. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ცოტა ხნის წინ გურჯაანში მოხდა. დიდების მემორიალთან რამდენიმე თვის წინ მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს. დამტვრეულია ხის ჯიხური. გურჯაანის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თემურ ბუწაშვილი ამბობს, რომ ტერიტორიას დარაჯი აღარ ჰყავს, რის გამოც ვანდალური ფაქტები გახშირდა.

გურჯაანი
გურჯაანი

„დიდების მემორიალს დღემდე არ ჰყავს დარაჯი. გაუშვეს იმ მიზეზით, რომ ეს ადამიანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მე მეხმარებოდა. ჩვენ შევთავაზეთ მერიას, რომ მემორიალის მთელ პერიმეტრზე განეთავსებინა სამეთვალყურეო კამერები. მერიამ გვითხრა, რომ იმსჯელებდა კამერების და დარაჯების საკითხზე, მაგრამ უკვე ერთი თვე გავიდა და აბსოლუტურად რეაგირების გარეშეა დარჩენილი. თუნდაც ამწუთას რომ მივიდე და დავაზიანო, არავინ ყურადღებას არ მომაქცევს“.

დიდების მემორიალთან ვანდალური შემთვევები რომ აღარ განმეორდეს,

ლაგოდეხი
ლაგოდეხი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია გამოსავალს ორი მეთვალყურის დანიშვნაში ხედავს. რაც შეეხება სხვა ადგილებს, მერის მოადგილე სიმონ ქოჩორაშვილის თქმით, იგეგმება სათვალთავლო კამერების დამონტაჟება. ქოჩორაშვილს მიაჩნია, რომ საზოგადოებაში მენტალური პრობლემებია და მუშაობა ამ კუთხითაც არის აუცილებელი.

„ზედამხედველები უკვე შერჩეულია და დღეს იწერება ბრძანება. მათ დარაჯზე უფრო მეტი ფუნქციები ექნებათ, რომლებიც მიხედავენ მატერიალურ თემებსაც. სადაც ზედამხედველს ვერ დავნიშნავთ, ვაპირებთ ვიდეოკამერების განთავსებას. ვანდალიზმი არსად არ არის უცხო, მაგრამ ჩვენთან განსაკუთრებულად მაღალი დოზით არის და ამას მენტალობის ჩამოყალიბება სჭირდება“.

გურჯაანი
გურჯაანი

გურჯაანი არ არის გამონაკლისი, სადაც საზოგადოებრივი მოხმარებისთის შექმნილი ინფრასტრუქტურა თავად ხალხმა დააზიანა. თელავის ცენტრში განთავსებულ სკამებს ხის ფილები აქვს აცლილი, ლაგოდეხში კი შადრევანი და პატარებისთვის განკუთვნილი ატრაქციონებია დამტვრეული. ლაგოდეხში ჩვენ მიერ გამოკითხულ რესპონდენტთა ნაწილი ფიქრობს, რომ პრობლემა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა ვიდეოკამერების დამონტაჟების გზით უნდა მოაგვაროს, ნაწილი კი ამბობს, რომ მოქალაქეთა თვითშეგნება უნდა გაიზარდოს, სხვა შემთხვევაში პრობლემა არ მოგვარდება:

„ჩვენ თუ არ ვიზრუნეთ და თუ არ გავუფრთხილდით ყველაფერს, რთულია შევინარჩუნოთ“;

ლაგოდეხი
ლაგოდეხი

„ვიდეოთვალი უნდა დააყენონ. მაგალითად, ლაგოდეხში ძველი აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი პატარა მაღაზია იყო და რვა თვალი ეყენა და ამხელა დასასვენებელ ადგილებს ერთი თვალი მაინც არ უნდა ჰქონდეს?. დაზიანების შემთხვევაში დამნაშავის გამოვლენა ასე ადვილი იქნება, რომელიც უნდა დააჯარიმონ ან შესაბამისად დასაჯონ, რათა ვანდალიზმი აღარ განმეორდეს“ ;

„მშობელმა უნდა მისცეს შვილს ის შეგნება, რომ არ დააზიანოს, არ გაანადგუროს, რადგან ხალხს ეკუთვნის და, შესაბამისად, მის შვილებსაც გამოადგებათ“.

ლაგოდეხში სკვერის მშენებლობა, სადაც ახლა დაზიანებული შადრევანია, 2013 წელს ადგილობრივ ბიუჯეტს თითქმის ნახევარი მილიონი ლარი დაუჯდა. მერია

ლაგოდეხი
ლაგოდეხი

დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას აპირებს. როგორც მერის მოადგილე ალექსანდრე ჭანკოტაძემ გვითხრა, პარალელურად მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რომ სკვერებში, პარკებსა და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილებში ვიდეომეთვალყურეობა დაიწყოს.

„დავიწყეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივად სათვალთვალო კამერების შეძენა. ეს უფრო დააზღვევს და ხელს შეუწყობს ვანდალური ფაქტების გამოვლენას და შემდგომში უკვე გარკვეული ზომების საშუალებას მისცემს შესაბამის ორგანოებს“.

ლაგოდეხში შადრევანი, უკვე წლებია, დაზიანებულია, გურჯაანში კი შემთხვევა ახლახან მოხდა. დაწყებულია გამოძიებაც, თუმცა სავარაუდო დამნაშავე ჯერ არ უპოვიათ.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG