5 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ვასილ სიხარულიძე, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე. მან უელსის სამიტსა და რუსეთის აგრესიის ფონზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრატეგიის ცვლილების დაწყების შესახებ ილაპარაკა. ვასილ სიხარულიძემ ხაზი გაუსვა თავდაცვისუნარიანობის ამაღლების სფეროში საქართველოსთვის შეთავაზებული პაკეტის მნიშვნელობასაც.
-
ნინო გელაშვილი
უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.