Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიკიპედია ქალებით და მათ გარეშე

აღმოჩნდა, რომ ვიკიპედიის რედაქტორების უმეტესობა კაცია და მასში ქალების შესახებ მომზადებული სტატიების რაოდენობა ოთხჯერ ნაკლებია, კაცების თაობაზე მომზადებულ მასალებთან შედარებით. ეს მოცემულობა და ქალების შესახებ ინფორმაციის სიმწირე გახდა საბაბი გლობალური კამპანიისა Wikigap, რომელიც შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მსოფლიოს 50 ქვეყანაში მიმდინარეობს. კამპანია მიზნად ისახავს ვიკიპედიაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრას და აქტიური ქალების შესახებ მომხმარებლისათვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

8 მარტს თბილისში, შვედეთის საელჩოს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ქართული ვიკიპედიის ერთობლივი ინიციატივით, ქალი მკვლევარები და აქტივისტები შეიკრიბნენ ონლაინენციკლოპედიაში მასალების განთავსებისთვის საჭირო უნარების შესაძენად.

  • 16x9 Image

    ნასტასია არაბული

    პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.

    2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის. 

  • 16x9 Image

    დათო ქორიძე

    რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.

This item is part of
XS
SM
MD
LG