Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმერ პაპავამ თსუ-ს აკადემიურ საბჭოს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა


ვლადიმერ პაპავა (ცენტრში)
ვლადიმერ პაპავა (ცენტრში)

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა. ინფორმაციას თსუ-ს პრესსამსახური ავრცელებს. უნივერსიტეტში უკვე მეორე დღეა, სტუდენტური თვითმართველობის წევრები შიმშილობას აგრძელებენ სწორედ რექტორის გადადგომის მოთხოვნით. შიმშილობის აქციის პარალელურად, მოძრაობა აუდიტორია 115-ის წევრები რექტორის და აკადემიური საბჭოს წევრებისგან მოითხოვდნენ გადადგომის პირობას, ოღონდ მხოლოდ უნივერსიტეტში სისტემური ცვლილებების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG