Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვულკანური წარმოშობის ძეგლი ქვასაყდარა


საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების მარშრუტს მხოლოდ რამდენიმე წლის წინ შეემატა მესხეთის ქედზე მდებარე ვულკანური წარმოშობის ძეგლი, ქვასაყდარა, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ამ ტერიტორიაზე გადის იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების ადმინისტრაციული საზღვარი, რომლის ერთ მხარეს ბაღდათის, მეორე მხარეს კი ადიგენის მუნიციპალიტეტია. მესხეთის ქედზე, ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე მდებარე ხეობა მესამე წელია, აგვისტოს შუა რიცხვებში მასპინძლობს მთის დღესასწაულს, რომელიც პოპულარული გახდა ველო და ეკოტურიზმით დაინტერესებული მოგზაურებისთვისაც. ალპურ ველზე წელსაც უცხოელი ტურისტებისა და ველოსიპედების სიმრავლე იყო.

ვულკანური წარმოშობის ძეგლი ქვასაყდარა
please wait

No media source currently available

0:00 0:03:35 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG