Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

განახლებული სასწავლო წელი არასასაგანმანათლებლო შენობებში


სოფელ კანთის სკოლა
სოფელ კანთის სკოლა
16 სექტემბერს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.იმ სიახლეებს შორის, რომლებიც მიმდინარე აკადემიური წლის დასაწყისისთვის განხორციელდა, არის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო სახელმძღვანელოების დარიგება, სკოლების ავტობუსების პროგრამების გაგრძელება, ინტერნეტით უზრუნველყოფა და სხვა. სპეციალური ცნობარის თანახმად, ახალი სასწავლო წლის სიახლეებს შორისაა ასევე ცალკეული სკოლების რემონტი და 9 ახალი სკოლის მშენებლობის პროექტების მომზადება. სავარაუდოდ ამ პროექტების რიგშია იმ სკოლების პროექტებიც, რომლებზეც ჩვენი საგარეჯოელი და ზუგდიდელი კორესპონდენტების რეპორტაჟებიდან შეიტყობთ. დღესვე ვილაპარაკებთ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში განახლებული სასწავლო პროცესის შესახებ.
XS
SM
MD
LG