Accessibility links

WNBA-ს ვარსკვლავები რუსთავის ქალთა კოლონიის პატიმრებს შეხვდნენ


რუთი ბოლტონი

ამერიკული ქალთა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (WNBA) ლეგენდარული მოთამაშეები რუთი ბოლტონი და შერი სემი ეწვივნენ რუსთავის მეხუთე ქალთა კოლონიას და კოლონიის ბიბლიოთეკაში პატიმრებს საკუთარი სპორტული ბიოგრაფია გააცნეს. სპორტსმენებმა შეხვედრაზე ქალთა გაძლიერებაზე ილაპარაკეს: „მე გაჭირვებულ ოჯახში დავიბადე, 9 დედმამიშვილი ვართ, თუმცა არასოდეს დავნებებულვართ, ქალებს შესწევთ უნარი, დაძლიონ ყველა პრობლემა“, - ასე მიმართა მიმართა რუდი ბოლტონმა მეხუთე კოლონიის პატიმრებს. ბოლტონმა ქალების საკუთარი ბიოგრაფიის ის ნაწილი გააცნო, როდესაც მას უარი უთხრეს აშშ-ის ეროვნულ ნაკრებში თამაშზე. თუმცა, ჟინისა და მონდომების წყალობით, მაინც მოხვდა ნაკრებში. მოგვიანებით მან სეროზული ტრავმა მიიღო. იყო საფრთხე, რომ კალათბურთელის კარიერას გამომშვიდობებოდა, თუმცა, ამჯერადაც იმარჯვა და დაუბრუნდა სპორტს.

შერი სემი მწვრთნელი მოთამაშეა. კოლეჯის დამთავრების შემდეგ, სამი წელი თამაშობდა San Jose Lasers-თვის, WNBA-ში.

კოლონიის პატიმრებმა სტუმრებისთვის რამდენიმე სიმღერა შეასრულეს და კალათბურთელებთან ერთად იცეკვეს. მოგვიანებით კი კოლონიის ღია სპორტულ მოედანზე რუთი ბოლტონმა და შერი სემიმ პატიმრებთან ერთად ფრენბურთი ითამაშეს.

ამერიკელი სპორტსმენები საქართველოში აშშ-ის საელჩოს მოწვევით იმყოფებიან.

ხუთდღიანი ვიზიტი ემსახურება ქალების გაძლიერებას და ახალგაზრდების წახალისებას, რომ ქალებს ყველაფერი შეუძლიათ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება. 26 ივლისს, ვიზიტის დასასრულს კი რუთი ბოლტონი და შერი სემი შეხვდებიან Jr. NBA-ს მონაწილე ქართველ ახალგაზრდებს და მათთან ერთად კალათბურთს ითამაშებენ.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG