მასობრივი გამოსვლებს არაერთ ქვეყანაშიძალა დაუპირისპირეს, დაიწვა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, უკრაინის პრეზიდენტი გახდა კომიკოსი, რომელიც შემდეგ აშშ-ის საშინაო პოლიტიკური დისპუტში ჩაითრიეს. თინეიჯერი გოგონას შთაგონებით აქციები იმართებოდა, რასაც მოჰყვა აზრთა სხვადასხვაობა კლიმატის ცვლილებაზე მისი მოწოდებების გამო. 2019 წლის ამ დიდი მოვლენების ფოტოები.
2019 წელი ფოტოებით
1
დემონსტრაცია 9 იანვარს სკოპიეში, პარლამენტის შენობის წინ. პროტესტი მიმართული იყო ქვეყნის დასახელების ჩრდილოეთ მაკედონიად გადაკეთების წინააღმდეგ. საბერძნეთთან შეთანხმებას, რომელიც ერთ თვეში შევიდა ძალაში, ნატოსა და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებისთვის უმნიშვნელოვანეს პირობად მიიჩნევდნენ.
2
მექსიკის ქალაქ სიუდად ხუარესის გარეუბნელი, ანაპრელი გოგონა ხელზე ხელს ჰკიდებს ზღუდის იქით, აშშ-ის მხრიდან მდგომ პირს. ორივე ქვეყნის სასულიერო პირებმა 26 თებერვალს ილოცეს რეგიონის მიგრანტებისა და იქ მცხოვრებთათვის. ეს ზღუდე ერთ-ერთია იმ სასაზღვრო ბარიერებს შორის, როლებსაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ადმინისტრაცია აფართოებს საზღვარზე კედლის შესაქმნელად.
3
პოლიციელი რეზინის ტყვიებს ისვრის ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს, მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლის დროს კარაკასში, ვენსუელაში, 23 იანვარს.
4
ირანელი ქალი სელფის იღებს 11 თებერვალს ისლამური რევოლუციის მე-40 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ცერემონიაზე თეირანში.
5
ხალხი ფარდის მიღმა, მოლდავეთის სოციალისტური პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს კიშინიოვში, 23 თებერვალს, საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს. პარტიამ არჩევნები მოიგო, მაგრამ ვერ შეძლო კოალიციური მთავრობის შექმნა პოლიტიკურად არასტაბილური წლის განმავლობაში.
6
ბელორუსიის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური „მაძიებელთა ბატალიონის“ ჯარიკაცი მონაწილეობს მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური ოკუპაციისას ბრესტის ებრაულ გეტოში დახოცილთა გვამების ექსჰუმაციაში. ფოტო გადაღებულია 26 თებერვალს. მასობრივი საფლავი აღმოჩინეს სამშენებლო სამუშაოების დროს.
7
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ხელს ართმევს ჩრდილოეთი კორეის ლიდერს, კიმ იონ უნს, (თუ კიმ ჩენ ინს?) სასტუმროში სამიტის შემდეგ ჰანოიში, ვიეტნამში, 27 თებერვალს.
8
ავღანეთის ყანდაარის პროვინციაში წყალდიდობით დაზარალებულ არეალში, 2 მარტს, სოფლის მცხოვრებთ ცხვრები გადაჰყავთ. გაეროს თანახმად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა მოულოდნელი წყალდიდობის შედეგად. ძლიერმა წვიმამ წაიღო სახლები და ავტომანქანები, დააზიანა ათასობით სახლი.
9
მანქანა მოძრაობს საგანგებოდ ზამთრის სეზონზე მოწყობილ, გაყინული მდინარე ენისეის ორი ნაპირის დამაკავშირებელ გზაზე, კრასნოიარსკის სამხრეთით, რუსეთში, 3 მარტი.
10
მოჰამად ნადირი (ცენტრში) ტირის ლოცვისას, რომელიც ახალ ზელანდიაში, ქრისტჩერჩში, ალ-ნურის მეჩეთში მასობრივი სროლის დროს დახოცილთა ხსოვნას მიეძღვნა. 15 მარტს ამ მეჩეთში 50 ადამიანი იქნა მოკლული.