მასობრივი გამოსვლებს არაერთ ქვეყანაშიძალა დაუპირისპირეს, დაიწვა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, უკრაინის პრეზიდენტი გახდა კომიკოსი, რომელიც შემდეგ აშშ-ის საშინაო პოლიტიკური დისპუტში ჩაითრიეს. თინეიჯერი გოგონას შთაგონებით აქციები იმართებოდა, რასაც მოჰყვა აზრთა სხვადასხვაობა კლიმატის ცვლილებაზე მისი მოწოდებების გამო. 2019 წლის ამ დიდი მოვლენების ფოტოები.
2019 წელი ფოტოებით
11
უკრაინელი კომიკოსი და საპრეზიდენტო კანდიდატი, ვოლოდიმირ ზელენსკი, მაგიდის ჩოგბურთის თამაშისას 31 მარტს, კიევში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თავის საარჩევნო შტაბში. პეტრო პოროშენკოზე გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტად ზელენსკის ინაუგურაცია შედგა მაისში.
12
დევნილები და მიგრანტები დემონსტრაციას მართავენ ლტოლვილთა ბანაკთან, საბერძნეთში, დიავათაში, თესალონიკის მახლობლად, 6 აპრილს.
13
მტრედები თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის, პლაკატის წინ, ბურსაში, 7 აპრილს.
14
ბოშა ბავშვები გადაბმული ტანსაცმლით გაკეთებულ საქანელაზე, მათ ბანაკში, სოფელ პლემეტინაში, კოსოვოში, 8 აპრილს, ბოშათა საერთაშორისო დღეს, როცა ევროპაში ბოშურ კულტურას ზეიმობენ.
15
პარიზის ღთისმშობლის ტაძრის სამრეკლოსა და შპილს ცეცხლის ალი ედება და შთანთქავს 15 აპრილს.
16
სისხლის ლაქები იესო ქრისტეს ქანდაკებაზე ბომბის აფეთქების შემდეგ წმინდა სებასტიანის ეკლესიაში, ნეგომბოში, შრი ლანკაზე, 21 აპრილს. თვითმკვლელთა მიერ მოწყობილ აფეთქებებს ეკლესიასა და სასტუმროებში 259 ადამიანი ემსხვერპლა კვირას, აღდგომის დღეს. თავდასხმებისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“.
17
პალესტინელები ათვალიერებენ ისრაელის ავიაციის მიერ დაბომბვის შედეგად დანგრეულ შენობას რაფაში, ღაზის სექტორში, 5 მაისს.
18
აჰმად საიედ რაჰმანი, ხუთი წლის ავღანელი ბიჭი, რომელმაც ფეხი დაკარგა ჯვარედინი სროლის დროს, პროტეზიანი ფეხით ცეკვავს 7 მაისს ქაბულში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საავადმყოფოში, სადაც ომის დროს დაშავებულებს მკურნალობენ.
19
საფრანგეთში კანის საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნის ცერემონიის მონაწილის კაბის ფრაგმენტი, 14 მაისი.
20
კაცი, სირიისა და მისი მოკავშირეების ავიაციის დაბომბვისას დაჭრილ ბავშვს განარიდებს თავდასხმის ადგილს, იდლიბში, ქალაქ მაარეთ ალ-ნომანში, 26 მაისს.